"რედ ბულის" პილოტის მარკ უებერის აზრით, თანამედროვე რბოლებში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სტრატეგიის ფაქტორი
"რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ თანამედროვე რბოლებში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სტრატეგიის ფაქტორი.

ავსტრალიელი ნატრობს რომანტიკული სპორტის დაბრუნებას, როცა პილოტები მუდმივად რისკავდნენ და ტრასიდან გადავარდნის საშიშროების მიუხედავად უტევდნენ წინ მიმავალ კონკურენტს. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე მყოფი უებერი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასეთი სპორტი მოსწონთ გულშემატკივრებს.

"მე მხარს დავუჭერდი ნაკლები პიტსტოპის იდეას, შეტევების რიცხვის გაზრდასა და თუნდაც უფრო ხშირად ბოლიდების ტრასიდან გადავარდნას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეტი რბოლა და ნაკლები სტრატეგია, - აცხადებს ავსტრალიელი. - დავაბრუნებდი პიტსტოპების დროს საწვავის შევსებას - მანქანის მართვა უფრო იოლია, როცა ის ნაკლებს იწონის. ძრავებიც უფრო მძლავრი უნდა იყოს, რადგან მაყურებელს ხმაური მოსწონს. 80-იანი წლები - საუკეთესო პერიოდი იყო, რადგან ოპტიმალური ბალანსი არსებობდა უსაფრთხოებასა და ექსტრიმს შორის".

მარკ უებერი ამჟამად იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე, მთებში ატარებს არდადებებს. ცნობილია, რომ ავსტრალიელი სამთო ველოსპორტით არის გატაცებული და აქაც უარი არ თქვა ამ გასართობზე. თანაც "რედ ბულის" პილოტს პარტნიორიც ჰყავდა - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ალენ პროსტი.

ისინი ერთმანეთს შეეჯიბრნენ და უებერმა დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან 56 წლის მეტოქე. "დღეს გავერთეთ. ძალიან ლამაზ ადგილას ველოსიპედით ალენ პროსტს შევეჯიბრე. მე უკვე კომპიუტერთან ვზივარ, ის კი ჯერ ფინიშამდე არ მოსულა", - დაწერა "ტვიტერზე" მარკმა.

რაც შეეხებს უებერის თანაგუნდელს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სებასტიან ფეტელს, ის გაცილებით კომფორტულ ადგილას ისვენებს. კერძოდ, "რედ ბულის" ლიდერი ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის პირად იახტაზე შეამჩნიეს.

მოყვარულმა ფოტოგრაფმა, რომელმაც შესაბამისი სურათი მიაწოდა გერმანულ ტაბლოიდ "ბილდს", აღიარა, რომ არც კი იცოდა ვის უღებდა ფოტოს: "წარმოდგენა არ მქონდა ვის გადავუღე ფოტო. უბრალოდ ახალ ობიექტივს ვამოწმებდი".

ამასობაში კი ბერნი ექლსტოუნს კვლავ პრობლემები აქვს. გერმანელი სამართალდამცავები აგრძელებენ ფორმულა 1-ის კომერციული უფლებების გაყიდვისა და გერჰარდ გრიბოვსკის მიერ ქრთამის აღების საქმის გამოძიებას, მაგრამ გუშინ ბრიტანულმა პრესამ დაწერა, რომ "სამეფო რბოლების" ფაქტობრივ მფლობელს კიდევ უფრო სერიოზული სარჩელი წაუყენა კომპანია Constantin Medien AG-მა.

კომპანიის იურისტები ამტკიცებენ, რომ მაქინაციების შედეგად Constantin Medien AG-მა 100 მილიონი დოლარის ოდენობის პოტენციური მოგება დაკარგა. სწორედ ამ თანხის ანაზღაურებაზე შევიდა სარჩელი ლონდონის სასამართლოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli
მართალია ვებერი, ძველი F1-ის რბოლებს რომ ვუყურებ განსხვავებას ეგრევე ვგრძნობ. ფული და პოლიტიკა სულ იყო, მარგამ დღეს უკვე რბოლის ადრენალინიც დაჩრდილა :( უხხ ბებერი ბერნიიი...
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა