"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე თამაშობს, ორი იძულებითი ცვლილებაა.

უელსთან მატჩის შემდეგ სამწუხაროდ გუნდს გამოაკლდნენ გუნდის კაპიტანი დავით ბარამია და შოთა გვრიტიშვილი. მეორეხაზელმა ბარამიამ ტვინის შერყევა მიიღო და პროტოკოლის თანახმად 3 კვირა იძულებითი დასვენება მოუწევს, ხოლო მესამეხაზელმა გვრიტიშვილმა მუხლი დაიზიანა. მისი დიაგნოზი და მკურნალობის ვადები მოგვიანებით დაზუსტდება. მხრის ტრავმა აქვს მათე ბერუაშვილს, თუმცა ის გუნდთან ერთად რჩება და შესაძლოა, ექვსი ერის ფესტივალის დასკვნით შეხვედრაში ითამაშოს.

ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად გუნდს დაემატნენ საბა გიორგიძე და ზაზა ლეჟავა. ისინი საფრანგეთში გუშინ ჩავიდნენ და უკვე გუნდთან ერთად არიან.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის დასკვნით მატჩში საქართველო ირლანდიას 18 აპრილს, „სტად მუნიციპალ ლუის დარაგონზე“ ჩვენი დროით 15:15 საათზე ეთამაშება.

Rugby.ge

სოსო
უელსთან მატჩმა დამარწმუნა,რომ ეს ბიჭები ძალიან სწრაფად სწავლობენ,ითვისებენ ნანახს და ამ მატჩებში მიღებული გამოცდილება,ძალიან სწრაფად აისახება ამაღლებული კლასის სახით.რამდენიმე წლის წინ,ამავე ასაკის ნაკრების სამხრეთ აფრიკაში ტურნეს დროს,ლუკა მატკავა,ტანითაც ჯერ ისევ ძალიან პატარა,პატარა ბავშვივით უსუსურად ჩანდა აფრიკელებთან შედარებით და ზორბა მეტოქეებმა,ძალიანაც დაჩაგრეს.ერთი წლის მერე,ლუკა მატკავა უკვე ისეთი გამოვიდა,მოედანზე,როგორიც დღეს არის.უშიშარი ათლეტი,საკუთარ თავში დარწმუნებული და რკინის ნერვებით! მან ნახა,რა ელოდა წინ და მთელი წელი,იმისათვის მოსამზადებლად გამოიყენა,რაც ერთი წლის შემდეგ ელოდებოდა.ერთი წლის შემდეგ,ის უკვე იქით სჩაგრავდა მეტოქეებს.ამ ბიჭების უმრავლესობაც ასე მოიქცევა.დაღირებას დარტყმა სჯობიაო და ამ თამაშების შემდეგ,როცა საკუთარ ტყავზე მიღებული გამოცდილებით უკვე იციან,სამომავლოდ რა ელით,ისინიც კიდევ უფრო მოუმატებენ მუშაობას და 20 წლამდელთა ჩემპიონატზე,მუხლების კანკალი აღარავისთან ექნებათ.კაპიტნის გამოკლება დიდი დანაკლისია,გვრიტიშვილიც ძალიან კარგი ბიჭია და ისიც დაგვაკლდება მაგრამ დღეს ბიჭები ყველაფერს დადებენ,რაც წინა ორი მატჩს შემდეგ ისწავლეს.მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა არა აქვს,მთავარია ისე ითამაშონ,როგორც გვინდა და ამას თუ შედეგიც მოჰყვა,ხომ ძალიან კარგი,მაგრამ სამომავლოდ მაინც რომ გამოგვადგება,ეგ არის მთავარი.წარმატებებს ვუსურვებ.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა