ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „არსენალმა“ გასვლაზე „რეალი“ 2:1 დაამრცხა და 1/2-ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა - 16 წლის შემდეგ პირველად.

ლონდონში 0:3 წაგების შემდეგ „სამეფო გუნდი“ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მისმა მწვრთნელმა ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. სტუმრებს დებიუტშივე მიეცათ შესანიშნავი შანსი, მაგრამ საკას შესრულებული პენალტი კურტუამ მოიგერია. მერე მსაჯმა თერთმეტმეტრიანი რაიას კარში დანიშნა, კარგა ხანი ეპიზოდის გადამოწმებას VAR-ი მოუნდა, საბოლოოდ არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და პირველი ტაიმი 0:0 ისე დასრულდა, მასპინძლებს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამთ.

65-ე წუთზე საკამ „მეთოფეები“ დააწინაურა, თუმცა ვინისიუსმა მალევე აღადგინა თანაფარდობა. 75-ე წუთზე ტრავმირებული მბაპე დიასმა შეცვალა. კომპენსირებულ დროში კი კურტუას კარი მარტინელიმ დალაშქრა და ინგლისურმა გუნდმა გაიმარჯვა.

„არსენალი“ 1/2-ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება - 29 აპრილს ლონდონში, ხოლო 7 მაისს პარიზში.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

რეალი - არსენალი 1:2

გოლები: 0:1 საკა (65), 1:1 ვინისიუსი (67), 1:2 მარტინელი (90+3)

გამოუყენებელი პენალტი: საკა (13, არსენალი)

ჟორა
სეხნი, სექტა შენისთანა გვარგადაკეთებულებში მოიკითხე, ჩვენ კი ღირსეული ქართველის გულშემატკივრები ვართ და ძალიანაც გვეამაყება ასეთი თანამემამულეც და მისი გულშემატკივრობაც. კალაძე მერად არ ვარგა თუ არა, ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული და მილანში ბიძის ხათრით კი არ ათამაშებდენ, ღირსეული იყო და იმიტომ. უღირს გვარგადაკეთებულებს კი მისი კრიტიკის უფლება არ აქვთ.
ჟორა
ეეეეე გვარგადაკეთებულო! კვარაზე რომ წერ ხელები დაბანილი გაქვს? მაშინ პირშიდაც გამოივლე წყალი.
ჟორა
კვარას სექტა არ მიკვირს მაგრამ კალაძესსაც რომ ყავს სექტა??
კვარას სექტას
თავის მოჭრას აჯობებს კვარამ მორიგი მოწამლა ან ფეხის ტკივილი მოიმიზეზოს და როგორმე აარიდოს თავის ამ თამაშს ( ორივეს). კვარას სექტა მხურვალე მოკითხვა:))
ჟორა
იმედია ხვიჩა ფინლას ითამაშებს და მოიგებს აბა როდემდე იბლატაოს კალაძემ?

მგონია პსჟ გავა ფინალში, სადაც მეორე ნახევარფინალში გამარჯვებულ ინტერთნ წააგებს. ინტერია ჩემპიონი.
master
აქ უკვე აშკარა ფავორიტი გამოკვეთილია ლიგის მოგების.ჩემი აზრით გასაკვირი იქნება ბარსელონას ამ სამიდან რომელიმე.წინააღმდეგობა გაუწიოს...სპორტულ რა უქენით საიტს,რას ერჩოდით ძველ ვერსიას...აღარ შემოხვალ აქ თუარ გააუმჯობესეთ რამე,საშინელებაა,არაფერი პლუსი არ აქვს და კონკურენციას ვერ გაუწევთ სხვა საიტებს....
ზედა მეზობელი
რა უნდა დაწერო ამ თამაშზე,როცა მსაჯი იდგა მოედანზე და დასცინოდა ფეხბურთს.ჯერ ის ვერ გავიგე,რატომ დაინიშნა რეალის კარში პენალტი და მეორე,ვერც ის გავიგე არსენალის კარში თუ დანიშნა,რის გამო გააუქმა. ეს იყო ფეხბურთის დაცინვა და გულშემატკივრის კიდევ. ეგეთი მომენტები თამაშში უამრავია,არავის დაუნიშნავს ასეთი პენალტი.არცერთი პენალტი არ იყო,არც დანიშნული და არც დანიშნულ არდანიშნულიც.ამის მერე თამაშს აღარ ვუყურე,ბავარია ინტერს ჩავუჯექი. ტიპები გაფაციცებულები არიან,ტრიბუნაზე ეძებენ რასისტებს და დამნაშავეს,ხოლო მოედნის ცენტრში მორბენალი დამნაშავეს ვერ ამჩნევენ. მერედა,ვინ მოიფიქრა ფრანგი სამსაჯო ბრიგადის დანიშვნა,სადაც ფრანგული გუნდის მეტოქის ბედი წყდებოდა? დავიჯერო მარსელის ფანი არის ლეტეშიე? აი,ბიძიკო სად არის ფეხბურთის მიმართ დაშვებული დანაშაული და სად ეძებენ.ტრიბუნაზე რასისტები არ არიან,ისინი ფანები არიან და მეტოქის გაღიზიანებას ცდილობენ,რაღაცეებს ყვირიან და მორჩა. ხვალ რო ქუჩაში შეხვდეს ვინისიუსი მაგალითად,ჩვეულებრივად მიესალმებიან ან რომელიმე შავკანიანი.ეს არის ფეხბურთის დამახასიათებელი ამბავი. თავად ბანდიტები უეფაში და სამსაჯო სისტემაში,ტრიბუნაზე ეძებენ ბანდიტებს. რაც შეეხება არსენალი პსჟს თამაშს,მოიგებს ის გუნდი,რომელიც უფრო კარგად მომზადებული შეხვდება. რეალურად,ლიგაზე ამას აქვს მნიშვნელობა,ლივერპულთან ასე იყო პსჟ,უფრო მომზადებული იყო და ასე იყო არსენალი რეალთან. დიდი ალბათობით,ორივე გუნდს მოთავებული ექნებათ საქმე ჩემპიონატებში,არსენალმა თუ წააგო და ლივერპულმა მოიგო,ამ კვირაშივე სრულდება ამბავი. არავის სჯერა არსენალში იმის რო ლივერპულს დაეწევიან,ისინი უფრო ახლოს არიან მესამე ადგილთან,ვიდრე პირველთან. არც იმის სჯერათ რო ლიგას მოიგებენ,უბრალოდ თამაშობენ ბოლომდე და რაც გამოუვა გამოჩნდება. ანალოგიური სიტუაცია აქვს პსჟსაც,არც მათ სჯერათ რო ლიგის მოგება შეუძლიათ,მარა მათი რა მიდის,ბოლომდე ითამაშებენ.გუშინ ინტერზე დავწერე,მგონია მოიგებსთქო და ანლაიქებით გაუვსიათ,ხოდა ვერ გავიგე ვერაფერი. ჩემი გადასახედიდან,ყველაზე ძლიერი სპეციალისტი დარჩენილ გუნდებში ინტერს ყავს,ინძაგი ძლიერი მწვრთნელია,შემტევიც და პრაგმატული,ხოდა მსგავსი გუნდები იგებენ ფინალებს. ფინალში არ არის საჭირო ფეიერერკის მოწყობა,უნდა ითამაშო ისე რო მოიგო და ინტერს ეს შეუძლია. თან გუნდი დამუხტულია,საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული და მომზადებულია.ასევე არის ბარსაც,თუმცა ბარსას რაღაც აკლია,ეს არის გამოცდილება ამ გუნდის. შემტევი გუნდია,თუმცა ფინალი მარტო შეტევა არ არის,პრაგმატიზმი აკლია. არსენალი არის სადღაც ეგეთი,მარა არსენალი არის შეკვეთასავით,რასაც ელოდები ის არასოდეს არის. ამ გუნდმა რა უნდა მოიგოს გაუგებარია.ანალოგიური,თითქმის ანალოგიური ამბავია პსჟს თავსაც,თითქოს ყველაფერი აქვთ მოსაგებად,მარა რაღაც აკლიათ. გუნდს,რომელიც იგებს ორი მატჩის ჯამში 5-1 და არის ერთი საათი დარჩენილი,არ უნდა ექმნებოდეს პრობლემა თამაშის მოგების.ეს ნიშნავს რო მოეშვნენ და ეს არის აქ პრობლემა. ადრე,ეგრე იყო ლივერპული,სოლიდურად მოუგო რომას პირველი თამაში,მეორესაც უგებდა და მერე კინაღამ გამოვარდა,გავიდა ფინალში და წააგო. იმ გუნდსაც რაღაც აკლდა,ასე არის პსჟც. ამიტომ მგონია ინტერი,თან მინდა რო ინძაგიმ მოიგოს,რადგან დაუფასებელი მწვრთნელია. სიტისთან წააგო ფინალი,არადა იმ სიტის ბურთი თავზე დაახია და რო არა ლუკაკუს ლუკაკოობა,არც წააგებდა მაგ თამაშს.სადაც გვარდიოლას მფრინავ სიტის ასე ეთამაშება მწვრთნელი,ის მაგარია და თავის გუნდს გრძნობს,თან ფინალების გამოცდილება აქვს.
რა სად როდის
რატომ ვერ გაიტანა რეალმა 1ზე მეტი გოლი ისიც მეტოქის შეცდომით ნაჩუქრით? არსენალის დაცვა იყო მაგარი თუ რეალმა ვერ ივარგა, რა მოხდა სინამდვილეში? ჩემი აზრით რეალი გამოს@ევდა არსენალი მაინც საბავშო ბაღია. დეკლანმა რაისმა ინაგლა მაგრა დაასამარა რეალი
xyz
ნაკლი არ აქვს, ანუ უნაკლოა? იდეალური? არსებობს ასეთი რამე ბუნებაში, რომ ნაკლი არ ქონდეს? ხვიჩა ფინალში გამარჯვების გოლს რომ გაიტანს, უნაკლო არც ის იქნება...
დიდი უფროსი
კარგი ის არის, რომ რეალის ფეხბურტელები ვერ მიიღებენ Ballon d'Or-ს. ნაკლები კონკურენტი ეყოლება ხვიჩას.
დავით 67
ვინმეს ჰქონდა იმედი რომ რეალი 3-0 შემდეგ არსენალს გამოაგდებდა? როგორ უყვართ აქ ზოგს საოცრებები. თუ ბოლო თამაში პარიზში იქნება პსჟ დაძლევს არსენალის ბარიერს, თუმცა ადვილი არ იქნება.
MIRO-ს
შენ როგორც გინდა ისე არ არის ბაბაია. ცოტა ობიექტური იყავი.
MIRO
ხვალიდან უნდა დაიწყოს ენრიკემ არსენალთან მოგების გეგმაზე მუშაობა.რამ აღგაფრთოვანათ არსენალის თამაშში ვერ ვხვდები.პირველ თამაშში რეალთან საჯარიმოები რომ არა თამაშით ვერც მოიგებდნენ.რეალი კი ისეთ ფორმაშია,რომ ალავესსაც ვერ უგებს.გაუმართლა არსენალს ამ ვარიანტში,ფორმიდან ამოვარდნილ რეალს მოუგო.პსჟ-მ არსენალზე ბევრად ძლიერი ლივერპული ისე ათრია სახლში,რომ თუ ისევ ისე ითამაშა არსენალს შანსი არ ექნება.ხვიჩამ ფინალი უნდა ითამაშოს.
MIRO
მერე შენ რა გიხარია უჯიშოვ პსჟ-ს განადგურებაში???
გელა
კვარასთან დიდი პატივიცემის მიუხედავად, პსჟ ჩემი აზრით განწირულია ასეთ არსენალთან. გუნდს უბრალოდ ნაკლი არა აქვს.
მელიტონ ქანთარია
იმდენი ხუთიათასჯერ გადაგიარეს შენ და შენისთანებს, რაიხსტაგამდე დროშის მიმტანებმა და დამკიდებელმა!!!!
რაგბის ფანი
თვის ბოლომდე დაველოდები ახალი საიტის გაუმჯობესებას, თუ არ გაუმჯობესდება, ამოვშლი მალსახმობიდან. 1) მარცხენა სვეტური მენიუ მოსაშორებელია - აპატარავებს ეკრანს; 2) გაუგებარია, მთავარ გვერდზე რა პრინციპით ლაგდება ნიუსები.
თომა
მდააა... ესეც შენი რეალი. კარვახალი და კროოსი ყოფილა მაგ გუნდის ძრავი, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ეხლა კარლიტო მალე ჩაალაგებს ჩემოდანს და მერე ვნახოთ ჩაიბარებს გუნდს.
toy
ხვიჩას მოძულეებო და ე.წ ვაი კრიტიკოსებო რატო ვერ იფრინა დღეს თქვენმა საყვარელმა ვინიმ და მბაპემ ჰა? თუ ეგენიც სექტას გაპიარებულია?
პროგნოზი
არსენალუ პესეჟეს 5:0 გაანადგურებს.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს