საქართველოს თასის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა, რომელმაც თბილისი არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში 83:76 დაამარცხა ტიტულის მოქმედი მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-მ თასი შარშან, აპრილში ასწია, როცა ფინალურ მატჩში ნახევარფინალიდან ქუთაისელთა გამგდები გორის “ივერიონი” დაამარცხა. უნივერსიტეტელები ტიტულის შენარჩუნებას დიდად ეშურებოდნენ და ფინალურ მატჩში ქუთაისელებს დიდი ბრძოლაც გაუმართეს.

თსუ-ს აკლდა ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 12 აპრილს, გურჯაანთან მატჩში ტრავმა მიიღო. ქუთაისი სრული შემადგენლობით იყო და ამის გათვალისწინებით ფავორიტის სტატუსი ოდნავ იმერული კლუბისკენ იხრებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა და საბრძოლოდ შემართულმა თსუ-ელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, თითქმის მთელი 3 პერიოდი ქუთაისელებს ამარცხებდნენ და ძალები ბოლო პერიოდში არ ეყოთ.

ეს იყო უფრო ტაქტიკური დაპირისპირება. მეტი ყურადღება დაცვაზე, რაც სიხისტის კვალს ატყობდა თამაშის მსვლელობას. ქუთაისელები ბოლო პერიოდამდე უმეტესად მდევრის როლში იყვნენ, თსუ-ს მოთამაშეები საშემსრულებლო ოსტატობით იხვეჭდნენ ქულებს და პერიოდულად ცდილობდნენ ფარქვეშ ბურთი გიგანტი კარსონ ბაშამისთვის მიეწოდებინათ. ბაშამს ფარქვეშ მედგრად ეპაექრებოდა აკაკი დვალიშვილი, რომელსაც გიორგი კორსანტიაც ენაცვლებოდა. ერთიანი ძალებით პირველ ნახევარში აქტიური კარსონი ქუთაისელებმა გააჩერეს, თუმცა მხოლოდ ეს ხომ არ იყო.

მთავარი ამბები ბოლო პერიოდის დაწყებისას მოხდა. ქუთაისელებმა მესამე პერიოდის მიწურულს გიორგი ოჩხიკიძის შედეგიანობით მოახერხეს 2 ქულით დაწინაურება და ბოლო ტაიმთშორის შესვენებაზე 63:61 დაფიქსირდა. ქუთაისმა ეს შეხვედრა მოიგო ბოლო პერიოდის საწყის 5 წუთში, რომელშიც დაცვაში უძლიერესად ითამაშა, რასაც მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში მანამდეც ეშურებოდა, მაგრამ მოთამაშეებს გეგმის შესრულება უჭირდათ. მართალია თავად მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, თუმცა თსუ-ს აღნიშნულ 5-წუთეულში ერთიც არ ჩააგდებინა. მართალია, მთელი 5 წუთი წინ იყო, თუმცა ქუთაისმა გაუვალი დაცვით აჩვენა, რომ საბოლოოდ ალღო აუღო თსუ-ს ლიდერების ფანდებსა და განზრახვებს.

ქუთაისის საჯარიმო საიმედოდ იყო დაცული და პერიმეტრიდან თსუ-მ ვერ ჩააგდო (ისევ და ისე მჭიდრო მეურვეობის გამო). მეფარე ვილი ისიანი პერიმეტრზე ავიდა და პირველი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ვითარება ოდნავ დაძაბა (თსუ-ს ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა), თუმცა მეორე სამიანი აუცდა, ქუთაისელთა გამთამაშებელმა გიორგი ოჩხიკიძემ კი მიჯრით 5 ქულა მიითვალა, რითაც თსუ საბოლოოდ გატყდა და ბოლო წუთი უნივერსიტეტელებმა ინერციით ბრძოლაში გალიეს.

ქუთაისელებმა საქართველოს თასი მე-5-ედ მოიგეს, რაც ქართულ კალათბურთში საუკეთესო შედეგია. თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ოჩხიკიძე დასახელდა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა. ქუთაისის გუნდის წევრებმა ტიტულის მოგების აღსანიშნავად მედლები მიიღეს, ხოლო საქართველოს თასი გამარჯვებულთა კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გადასცა.

GBF.GE

თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
თასის მეოთხედფინალში იმერული კლუბები – "ქუთაისი" და "ზესტაფონიც" შევიდნენ
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტი გურჯაანის "დელტაა"
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში