ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა იმ ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც უაილდ-ქარდის წყალობით მოხვდებიან ძირითად ბადეში
ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა იმ ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც უაილდ-ქარდის წყალობით მოხვდებიან ძირითად ბადეში.

ტურნირის დირექტორატმა სპეციალური მიწვევა გაუგზავნა აშშ-ის ღიას 2001 წლის გამარჯვებულს, გამოცდილ ავსტრალიელს ლეიტონ ჰიუიტს, ახალგაზრდა ამერიკელებს - რაიან ჰარისონსა და დონალდ იანგს, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ტურში დაბრუნებულ რობი ჯინეპრისა და ცნობილ ფრანგს ჟულიან ბენეტოს.

იუნიორები - სტივ ჯონსი და ჯეკ სოკიც ძირითად ბადეში იქნებიან. უაილდ-ქარდის მერვე მფლობელს კი ამ კვირას სპეციალური ტურნირის დახმარებით გამოავლენენ, რომელიც კორეჯ-პარკში გაიმართება.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ლეიტონ ჰიუიტი ტრავმების სერიის შემდეგ რეიტინგის 165-ე პოზიციამდე დაქვეითდა და ნიუ იორკში ავსტრალიისა და აშშ-ის ჩოგბურთის ფედერაციებს შორის შეთანხმების წყალობით ითამაშებს.

მსოფლიოს 89-ე ჩოგანი დონალდ იანგი ჯერ კიდევ მაისში აკრიტიკებდა ფედერაციას იმისთვის, რომ როლან გაროსზე უაილდ-ქარდი არ მისცა. და ახლა, ზაფხულში ნაჩვენები კარგი შედეგების გამო ორგანიზატორებმა შემხვედრი ნაბიჯი გადადგეს. 28 წლის ჯინეპრი 2005 წელს აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალისტი იყო, მაგრამ ამჟამად კლასიფიკაციის 305-ე ჩოგანია, რადგან ტრავმის გამო ერთი წელი გაუცდა.

ამ ზაფხულს ამერიკულ ტურნირებზე ნათამაშები ორი ნახევარფინალის წყალობით რაიან ჰარისონმა რეიტინგის 78-ე პოზიციას მიაღწია. ჯეკ სოკი კი აშშ-ს ღიას იუნიორთა ტურნირის პირველი ამერიკელი გამარჯვებულია 2000 წლის შემდეგ, როცა თავს ზემოთ თასი ნორჩ ენდი როდიკს ეკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა