მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ზედიზედ მეორე სუპერტურნირზე შეირცხვინა თავი
ზედიზედ მეორე სუპერტურნირზე შეირცხვინა თავი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ. პროფესიული ტურის ყველაზე სტაბილური მოთამაშე აბსოლუტურად ამოვარდნილია ფორმიდან და ზედიზედ მესამე ტურნირის სასტარტო მატჩი დათმო.

როგორც ვთქვით, დანიელმა დაკარგა თავისი მთავარი იარაღი - სტაბილურობა. გასულ კვირას, ტორონტოში იტალიელი რობერტა ვინჩის წინააღმდეგ კაროლინმა 35 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მეტოქის მაჩვენებელზე ერთნახევარჯერ მეტი იყო. ცინცინატიში ვოზნიაცკის პირველი მოწინააღმდეგე, ამერიკელი კრისტინა მაკჰეილი ასევე არ ყოფილა კორტზე იდეალური, მაგრამ ამით დანიელის შეცდომები არ შემცირებულა.

სხვათა შორის მაკჰეილი ამ მომენტისთვის ამერიკული ჩოგბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ წარმომადგენლად მიიჩნევა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით რთული სათქმელია რამდენად გაამართლება ეს მოთამაშე მასზე გაცემულ ავანსებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაკჰეილი WTA-ის ტოპ-ასეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია - ერთადერთი, ვინც 1992 წელს დაიბადა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ამერიკელმა წელიწადნახევარში რეიტინგის მესამე ასეულიდან პირველში გადაინაცვლა.

მაგრამ ვოზნიაცკის დავუბრუნდეთ, რომელმაც მაკჰეილისგან განსხვავებით უკვე ძალიან ბევრს მიაღწია. სტაბილურობის დაკარგვის შემდეგ, დანიელმა თამაშის წარმართვის სხვადასხვა ტაქტიკა მოსინჯა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაერკვა, რომელი ტაქტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა ოპტიმალური. გარდა ამისა, დანიელი ფორჰენდმა დააღალატა, რასაც მაკჰეილი კარგად იყენებდა - შეცდომების დიდი ნაწილი სწორედ აქედან მოდიოდა.

საბოლოოდ, კაროლინმა, რომელიც პირველ მატჩს ატარებდა თავისი ახალი ბოიფრენდის, ცნობილი გოლფისტის რორი მაკილროის თვალწინ, ზუსტად იმ ანგარიშით წააგო, რომლითაც ერთი კვირის წინ რობერტა ვინჩისთან მატჩში - 4:6, 5:7. ამის გამო ვოზნიაცკი რეიტინგში 900 ქულას დაკარგავს, თუმცა ჯერჯერობით მის ლიდერობას კლასიფიკაციაში არაფერი ემუქრება, საჩემპიონო რბოლაში კი, შესაძლოა, პეტრა კვიტოვამ, მარია შარაპოვამ და ნა ლიმ გაუსწრონ, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე შეძლებს ცინცინატის ტურნირის მოგებას.

"თუ არ ვცდები, 37 უნებლიე შეცდომა დავუშვი, არადა, ჩვეულებრივ, შვიდ-რვა შეცდომას ვაგროვებ მატჩში. მაგრამ ასეთი რამეებიც ხდება. არსებობს კარიერაში კარგი მონაკვეთებიც და ჩავარდნებიც. დარწმუნებული ვარ, მომავალში დავიბრუნებ ფორმას და კიდევ ბევრ მატჩს მოვიგებ. რა თქმა უნდა, მოგება მინდოდა და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ მორიგი ტურნირი იყო. ცხოვრება გრძელდება", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ვოზნიაცკიმ.

ცინცინატის ტურნირს გამოეთიშა ორი ფავორიტი, თუმცა მათ ეს კორტზე გაუსვლელად გააკეთეს. ტორონტოს ტრიუმფატორმა სერენა უილიამსმა ლუსი ჰრადეცკას დამარცხების შემდეგ უარი თქვა სამანტა სტოსურთან თამაშზე - ამერიკელმა მარჯვენა ფეხის თითის ტრავმა მოიმიზეზა და განაცხადა, რომ არ სურს ამერიკის ღია პირველობის წინ რისკზე წასვლა. სერენას, თქმით, ეს დაზიანება ხელს არ შეუშლის "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე თამაშში.

მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც უარი თქვა 1/16 ფინალში თამაშზე, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა იყო. როგორც ჩანს, ტორონტოს ტურნირის ფინალში მიღებული მარჯვენა ხელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ბელარუსს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, ძირითად ბადეში კი ის ფრანგმა პოლინ პარმენტიემ შეცვალა, რომელმაც შაარ პეერთან ორ სეტში წააგო.

1/16 ფინალი

სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 14)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 4:6, 6:3, 6:4; პეტრა მარტიჩი (ხორ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 17) 3:6, 6:2, 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 7)-მარია კირილენკო (რუს) 7:5, 3:6, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 13)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 4:6, 6:3, 6:1; ნადია პეტროვა (რუს)-ანა ივანოვიჩი (სერ, 15) 6:3, 7:6; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ფლავია პენეტა (იტა) 6:3, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:3, 6:0; სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-სერენა უილიამსი (აშშ) უილიამსის უარი; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:2, 6:4; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 6:4, 7:5; შაარ პეერი (ისრ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:2, 6:3; შუაი პენგი (ჩინ, 16)-სარა ერანი (იტა) 6:2, 6:4.

1/8 ფინალი

მაკჰეილი-პეტროვა; პეტკოვიჩი (9)-კვიტოვა (6); პეერი-პენგი (16); იანკოვიჩი (13)-სკიავონე (7); ნა ლი (5)-სტოსური (10); კუზნეცოვა (14)-შარაპოვა (4); ბარტოლი (8)-ჰანტუხოვა; მარტიჩი-ზვონარევა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება