ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზესტაფონი-ბრიუგე 3:3 - გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ბრძოლითაც ვისიამოვნეთ

ზესტაფონი-ბრიუგე 3:3 - გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ბრძოლითაც ვისიამოვნეთ

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. I მატჩი
18. 08. თბილისი. ეროვნული. 20 000 მაყურებელი

ზესტაფონი-ბრიუგე 3:3

0:1 აკპალა (27), 0:2 რაფაელოვი (30), 1:2 გელაშვილი (59), 2:2 დვალი (63), 2:3 ჰოფკენსი (72), 3:3 გელაშვილი (83)

ზესტაფონი ბრიუგე

4-4-2 4-4-2

რ. კვასხვაძე კუსემანსი

თ. ღონღაძე ჰოფკენსი

მ. კობახიძე დონკი

საჯაია ალმებეკი

ელიავა ჰოგლი

აფციაური ოჯიჯა

გორგიაშვილი ვასკესი

ძარია ზიმლინგი

გრიგალაშვილი დირარი

დვალი რაფაელოვი

გელაშვილი აკპალა

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. ჭიაბრიშვილი ა. კოსტერი

ზესტაფონი

57. ღონღაძე - ბენაშვილი

74. დვალი - წინამძღვრიშვილი

80. ძარია - ბაბუნაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, გაგოშიძე, ალადაშვილი, ჭანკოტაძე

ბრიუგე

60. ოჯიჯა - ვან აკერი

69. რაფაელოვი - ლესტიენი

80. აკპალა - მუნიე

სათადარიგოები: კუიოვიჩი, დეშილდერი, ჯ. დე იონგი, ვანსტეენკისტე

გაფრთხილება: ღონღაძე (29), დვალი (30), ვასკესი (69), ბენაშვილი (90)

არბიტრი: ჰ. ლეხნერი (ავსტრია)

საეროთასო მატჩისთვის საშინაო ფრე, მით უმეტეს, უხვგოლიანი, დადებითი შედეგი ვერ არის, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რა ამბები დატრიალდა წინა დღეებში საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში და როგორ წარიმართა თვით ეს შეხვედრა, “ზესტაფონის” მიმართ აუგის სათქმელად ენა ვერ მოგვიბრუნდება. ფეროელთა თამაში იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ “ზესტაფონმა” გვაჩვენა ის, რასაც ქართული გუნდებისგან განებივრებულები ნამდვილად არ ვართ - ლამაზი ფეხბურთი, საოცარი ნებისყოფა და უტეხი ხასიათი.

გია გეგუჩაძის გადადგომის შემდეგ “ზესტაფონი” დროებით მის ყოფილ თანაშემწე გიორგი ჭიაბრიშვილს ჩააბარეს, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას ღირსეულად გაუმკლავდა და მთავარი მწვრთნელის წასვლისა და სხვა არანაკლებ უსიამოვნო მოვლენების მიუხედავად, გუნდი უპირველესად, ფსიქოლოგიურად მოამზადა - ეს იყო ჭიაბრიშვილის პროგრამა-მინიმუმიცა და პროგრამა-მაქსიმუმიც, თორემ ამ უმოკლეს დროში გუნდის ტაქტიკა-სტრატეგიაში რევოლუციას ვერავინ მოახდენდა.

იქნებ, პირწმინდად ჩაგდებული პირველი ტაიმი სწორედ გადატანილი უსიამოვნებების გამოძახილი იყო, მაგრამ ჭიაბრიშვილის სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ შესვენებისას “ზესტაფონს” მან საბრძოლო სული შთაბერა და დაუვიწყარი მეორე ნახევარის მომსწრენი გავხდით, თორემ შესვენებისას მაყურებლებში განადგურების არცთუ უსაფუძვლო შიშმა დაისადგურა.

ჭიაბრიშვილის “ზესტაფონი” გეგუჩაძის გუნდისგან დიდად არ განსხვავდებოდა, მაგრამ მცირე სიახლეები მაინც შევნიშნეთ, საიდანაც უმთავრესი, ვფიქრობთ, სტანდარტული მდგომარეობების უფრო ეფექტიანად გამოყენება და გახშირებული შორეული დარტყმები იყო. ამით არაფერი წაგვიგია - პირიქით, ორივე კომპონენტისგან საკმაო ხეირი ვნახეთ.

უარყოფითი კი, უპირველესად, ქართული დაცვის სისუსტე იყო. გვარიანად სცოდავდა ბელგიელთა უკანა ხაზიც, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ - “ზესტაფონის” დაცვის ცენტრი არაოპტიმალური იყო და თუკი ცენტრალურმა დუეტმა, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებლად ითამაშა, გაცილებით უარესი შთაბეჭდილება დატოვეს განაპირა მცველებმა. ყველაზე მეტი საფრთხე სწორედ მათი პოზიციიდან გვექმნებოდა, “ბრიუგეს” მესამე გოლისას კი “ზესტაფონის” მთელმა უკანა ხაზმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

შესანიშნავი იყო გელაშვილი-დვალის ნაცადი დუეტი. ხაზგასასმელია, რომ ნიკამ “შტურმთან” გადატანილი პირადი იმედგაცრუება ღირსეულად გადაიტანა და გუშინ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ფორვარდია. ნახევარდაცვა, ტრადიციულად, მოძრავი და კრეატიული იყო. შუა ხაზიდან თორნიკე აფციაურს გამოვყოფთ, რომელსაც თამაში აშკარად წაუვიდა და ჩვეული პასებით მეტოქის დაცვას დიდი თავსატეხი გაუჩინა. დამაჯერებელი იყო ბუბა დაუშვილის შემცვლელი თორნიკე გორგიაშვილიც.

მწვრთნელის აქტივში უნდა შევიტანოთ მეორე ტაიმში განხორციელებული ცვლილებაც - ალექსი ბენაშვილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესეს, მაგრამ მან მთელი ფლანგი აითვისა და მოედანზე ახალშესულმა გოლში ლომის წილიც დაიდო.

ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ მეტოქემაც დიდი სიმპათიები დაიმსახურა - “ბრიუგე” “შტურმზე” უფრო შემტევი გუნდია და მატჩის დრამატული სცენარიც სწორედ სტუმარ-მასპინძლის სათამაშო მანერამ განაპირობა.

გოლები ალბათ, ყველა თქვენგანმა ნახა, მაგრამ მოკლედ მაინც გავიხსენოთ: სტუმართა პირველი ორი ბურთი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. "ბრიუგემ" ორივეჯერ ჩვენი დაცვის მორღვევით ისარგებლა და მარტივი კომბინაციები დააგვირგვინა. აზრიან კომბინაციას მოჰყვა გელაშვილის ორივე გოლი, დვალმა ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა, “ბრიუგეს” მიერ გატანილი მესამე ბურთი კი ზემოთ გავიხსენეთ.

გოლების გარდა, უნდა გავიხსენოთ დვალის დაცემა “ბრიუგეს” საჯარიმოში, რომელიც პენალტს ჰგავდა, გელაშვილის მიერ ბადისთვის გარედან გარტყმული ბურთი და როინ კვასხვაძის კარგი რეაქცია 89-ე წუთზე, როცა მან პირისპირ გასულ მეტოქეს არ გაატანინა.

გუშინ ზესტაფონელმა და საერთოდ, ქართველმა ქომაგებმა სტადიონი ამაყად დატოვეს, რაც იმის შედეგი იყო, რომ ქართულმა გუნდმა არცთუ უნაკლო, მაგრამ მაინც ნაღდი ფეხბურთი ითამაშა. ვაღიაროთ, “ბრიუგე” გუშინდელ მატჩამდეც ფავორიტი იყო და 3:3-ით კიდევ უფრო კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი არც ქართველებს დაგვიკარგავს, ქართული ფეხბურთით...

გიორგი ჭიაბრიშვილი: ჩემი დღე 3:0-ზე იქნებოდა

როგორც წესია, ჯერ მასპინძელი გუნდის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც “ზესტაფონს”, ბუნებრივია, გიორგი ჭიაბრიშვილი წარმოადგენდა.

- განსხვავებული ორი ტაიმი ვიხილეთ. პირველ ტაიმში სუსტად ვითამაშეთ, შესვენების შემდეგ კი გუნდმა თავისი თამაში იპოვა და მარცხს თავი დააღწია.

ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც ლოგიკურად მიიჩნევა წყვილის ფავორიტად. დღევანდელმა შედეგმა მისი სტატუსი განამტკიცა, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ, წინ კიდევ ორი ტაიმია და იმ აზრზე ვრჩები, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია.

- შესვენებისას ფეხბურთელებს რა უთხარით?

- განსაკუთრებული არაფერი, შევახსენე, რომ უკეთესი ფეხბურთის თამაშიც შეეძლოთ.

- თამაში რომ ახლა იწყებოდეს, თქვენს გუნდში რას შეცვლიდით?

- ვეტყოდი, რომ თამაში პირველივე წუთიდან იწყებდა და არა 46-ედან. მთავარი იყო, რომ მუხტი გვეპოვა, რაც შევძელით. ახლა მთავარია, ეს მუხტი მეორე მატჩისთვის შევინარჩუნოთ.

- ეს თქვენი დღე იყო?

- პირადად მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა. კმაყოფილი კი ნამდვილად არ ვარ. ჩემი დღე იმ შემთხვევაში იქნებოდა, სამი გოლი ისე გაგვეტანა, რომ საერთოდ არ გაგვეშვა.

ადრი კოსტერი: მოედანს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია

“ბრიუგეს” თავკაცმა ადრი კოსტერმა შედეგს ლოგიკური უწოდა.

- როცა ჯერ 2:0-ს იგებ და მერე 3:2-ს, ვალდებული ხარ, გამარჯვება შეინარჩუნო, ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი ფეხბურთს აღარ ვთამაშობდით და დაცვაში უხეში შეცდომები დავუშვით, გოლებიც ლოგიკურად მივიღეთ. თუმცა მეოთხე გოლის გატანა მაინც შეგვეძლო.

- ამ ეტაპის დაძლევის როგორი შანსი გაქვთ?

- ფეხბურთი მოულოდნელი შედეგებითაა აღსავსე და ამიტომ აქ ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, თუმცაღა “ბრიუგეს” ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის უკეთესი შანსი აქვს.

- მოედანი ხარისხიანი რომ ყოფილიყო, თამაში რა შედეგით დასრულდებოდა?

- პირველ ტაიმში ჩვენთვის იყო უკეთესი მოედანი, მეორეში კი “ზესტაფონისთვის”. ეს ხუმრობით, ისე კი, ცუდმა გაზონმა, ცხადია, ორივე გუნდს ხელი შეუშალა, თუმცა მას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Rezo_82

მსაჯის უნამუსობაზე უფრო მეტი კომენტარი უნდა გაკეთებულიყო.მასპინძელ გუნდს ასე არ უნდა სჯიდნენ.. ბიჭებს კი ნაღდად მალადეცცცც... ვაჟკაცურად გაუძლეს ყველაფერს...

ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ