ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აეკ-დინამო 1:0 - ვისი ესპანელი აჯობებს, თბილისში გამოჩნდება [+VIDEO]

აეკ-დინამო 1:0 - ვისი ესპანელი აჯობებს, თბილისში გამოჩნდება [+VIDEO]

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. I მატჩი

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. I მატჩი

18.08 ათენი. "სპიროს ლუისი". 20 000 მაყურებელი

აეკ-დინამო 1:0

1:0 ხოსე კარლოსი (87)

აეკ (4-2-3-1) დინამო (4-3-3)

კონსტანტოპულოსი ლორია

მანოლასი ოდიკაძე

დელასი თომაშვილი

გეორგეასი კაკუბავა

კარაბელასი რეხვიაშვილი

კაფესი ალვარო

ხოსე კარლოსი კვეკვესკირი

მაკოსი კოშკაძე

ბელეკი ჩისკო

გუდიონსენი იაგუე

ლიბეროპულოსი კახელიშვილი

მწვრთ. მწვრთ.

მ. ხიმენესი ა. გარსია

აეკ

32. კალა - დელასი

56. ლეონარდო - ლიბეროპულოსი

81. ლაგოსი - გუდიონსენი

სათადარიგოები: არაბაცისი, ნიკოლცისი, კლონარიდისი, გენცოგლუ.

დინამო

61. კოტო - კახელიშვილი

83. ფირცხალავა - კოშკაძე

89. ლეკვთაძე - ჩისკო

სათადარიგოები: ნადირაძე, ჰომოლა, თექთურმანიძე, ბერაია.

გაფრთხილება: იაგუე (8), მაკოსი (46), ჩისკ ო (65), გეორგეასი (66), მანოლასი (67), კოშკაძე (79), კარაბელასი (86), ხოსე კარლოსი (87), კაფესი (91)

არბიტრი: ს. ევანსი (უელსი)

ათენში "სპიროს ლუისზე" ფეხბურთის მუზებს, თუ ასეთები არსებობენ, ღრმად ეძინათ, მაგრამ ჩვენ ეს ნაკლებად გვაწუხებდა - თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის კარიბჭესთან დგას და საბერძნეთიდან სასურველი ანგარიში მოჰქონდა - 0:0, მაგრამ სულ ცოტა ვეღარ გაძლო.

87-ე წუთზე მასპინძელთაგან აშკარად საუკეთესო ხოსე კარლოსს ამოუვიდა ყელში სტანდარტულების შესრულება და თანაგუნდელ შემტევთა უნიათობით შეწუხებული თავად დაიძრა "დინამოს" საჯარიმოში. არაფერი ისეთიც არ ხდებოდა, იქ თომაშვილი დაჯარიმდა, კარიდან საკმაოდ შორს იყო, ბერძნებმა ბურთი გაითამაშეს და მარჯვნიდან ურიგოდ არ ჩამოუწედებიათ, 178 სმ სიმაღლის ხოსე კარლოსს კი ვერ აუხტა მასზე მაღალი ოდიკაძე და... სრულიად დაუმსახურებელი 1:0 მივიღეთ.

ის კი არა, დამატებით წუთებში სულაც მეორე გოლს გადავრჩით, კიდევ ერთმა ახალგაზრდა ესპანელმა, მცველმა კალამ თავით გაიტანა, უკვე ზეიმობდა კიდევაც, როცა თანამსაჯის ალამი შენიშნა. ამ ალამმა, სხვათა შორის, რამდენჯერმე იხსნა ჩვენი გუნდი სახიფათო მომენტისგან და საერთოდაც, მსაჯთა ბრიგადაზე სამდურავი არ გვეთქმის, აი, ბერძნებს კი მუდამ პრეტენზიები უჩნდებოდათ.

ძალიან დასანანია, როცა მივხვდით, რომ ის აეკ-ი არაა, რასაც ველოდით. როცა მეტოქეს ალღო ავუღეთ, თამაში ტაატით მიდიოდა, მომენტები ჩვენს კართან არ იქმნებოდა (პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაგვირტყეს ზუსტად), ჩვენ საერთოდ არ ვაწუხებდით მათ გოლკიპერს, აეკ-ის ერთ დროს სახელოვანი ფეხბურთელების ლანდები (დელასი, გუდიონსენი, ლიბეროპულოსი) კომიკურ პერსონაჟებს ჰგავდნენ, ყველაფერი მართლაც ლოგიკური 0:0-ისკენ მიდიოდა, როცა მასპინძელი გუნდი ოდნავ სჯობს სტუმარს, მაგრამ იმდენად არა, რომ რეალურად რაიმე დაუშავოს... და, აი, ამ დროს მართლაც დასანანია, რომ სადღაც ტყუილად დავჯარიმდით, სადღაც ვერ ავუხტით დროულად და მეტოქეს (თამაშიდან გამომდინარე) მაქსიმალურად კარგი ანგარიშით მოვაგებინეთ.

"დინამოელთაგან" საუკეთესო ჩისკო მუნიოსი გვგონია. მარტო იმიტომ არა, რომ სახელიანი ფეხბურთელია და პრიმერაში უთამაშია, ის გამოცდილი და ჭკვიანი მოთამაშეა და მალევე მიხვდა ასეთ თამაშს, როგორი სტილი შეეფერებოდა. მოკლედ, ლამის მთელი თამაში ისე გავიდა, ან ჩისკოს ეუხეშებოდნენ, ან თავად ყოფილი ლევანტელი აგროვებდა მცირე-მცირე ფოლებს. ტაიმები რომ გავარჩიოთ, უდავოდ პირველში უკეთ ვითამაშეთ, მეორეში კი ერთი-ორჯერ დავიბენით, ეს მაშინ ხდებოდა, როცა მასპინძლები ტემპს უმატებდნენ, კიდევ კარგი, რომ ეს ძალზე იშვიათი მოვლენა იყო გუშინ "სპიროს ლუისზე". მეტოქემ 4-ჯერ დაარტყა ჩვენ კარში ზუსტად და ოთხიდან 2-ჯერ ლორიამ დამაჯერებლად ითამაშა, ერთხელ (კამერუნელი ბელეკის დარტყმის შემდეგ) ბურთი წინ გაუვარდა, მაგრამ ჩვენმა მცველებმა მიუსწრეს, ერთხელ კი გოლი გავიდა, "დინამომ" ერთხელ დაარტყა კარში ზუსტად, ეს ალბათ სტატისტიკისთვის, ბერძენთა მეკარემ გამოიდო თავი, თორემ ჩისკოს შორეული გასროლა კარში არ მიდიოდა. მეტოქემ 6 ყვითელი ბარათი მიიღო, ჩვენ - 3.

მოგეხსენებათ, აეკ-ს "სევილიადან" გაშვებული მანოლო ხიმენესი წვრთნის, მეტოქე გუნდშიც ირიცხებიან ესპანელი ფეხბურთელები, მოკლედ, სიტუაცია "დინამოს" ანალოგიურია. ახლა, სწორედ თბილისურ მატჩზეა დამოკიდებული ყველაფერი, "ეროვნულზე" უნდა გამოჩნდეს ვისი ესპანელები სჯობს. ვფიქრობთ, "დინამო" საქართველოში გაცილებით სწრაფ და შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებს, ვიდრე ეს წუხანდელმა მასპინძლებმა შეძლეს და მაშინ, ვინ იცის, იქნებ გაიღოს კიდეც ევროპული კარიბჭე, ჩვენ ხომ მის ზღურბლზე ვდგავართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• უძლევი

ავტორ, ინგლისური სიტყვების ხმარებას გირჩევ ქართულ ენაში დამკვიდრებული სახელები იხმარო, ბურთის აღება და ჯარიმა. აღება და ჯარიმაც შეიძლება სხვა უცხო ენიდან შემოვიდა ქართულში, მაგრამ უკვე დამკვიდრდა ჩვენს ენაში. ლინგვისტი არ ვარ,მაგრამ ფოლი და სეივი სასაცილოს ხდის თქვენს სტატიას :) ისე, მოდად იქცა საქართველოში ინგლისური სიტყვების დაბრახუნება :))) ყველაფერი არანორმალური ჩვენ უნდა ვაკეთოთ :) ქეცბამ კაცურად და პატრიოტულად მიაკითხა გარსიას ათენში. ზოგიერთი კიდე რას წერს აქ! ქეცბას აკრიტიკებს??!! ვაი ჩვენს პატრონს!

• დავითი (საბერძნეთი)

ოლიმპიაკოსის მწვრთნელი რომ იყო ქეცბაია არც ერთი თამაში არ წაუგია,შურის გამო გამოუშვეს ბერძნებმა,პირადად ბევრჯერ გამომიცდია ასეთი რამ!

• roma

ჩავიდა,ფანტომასა ათენში,რჩევები მისცა გარსიას და ათამაშეს დაჭმუჭნული ფეხბურთი დინამოს,როგორსაც თვითონ ათამაშებს ეროვნულ ნაკრებს.[ქეცბაია კარგი რომ ყოფილიყო ოლიმპიაკოსიდან კი არ გამოაგდებდნენ]

• mvx

დინამოს შეეძლო უკეთ გამოეყენებინა მეტოქის სუსტი თამაში. თუ სულ ეგ არის აეკ-ი მაშინ წინასწარ რას გვიხეთქავდნენ გულს. ძალიან საწყენია ასეთ სუსტ გუნდთან წაგება. დინამოს აშკარად მეტი პოტენციალი გააჩნია. ალა გათვალისწინებული უნდა იყოს შეცდომები და ყველაფერი კარგად იქნება. ისე რამაგის პასუხია და 1 არხის ეს ვიწრო ეკრანით ჩვენებები რაღა უბედურებაა?

• tretert

ggggg

• დავითი (საბერძნეთი)

უნდა მოგესმინათ ბერძენი კომენტატორი როგორი შურით ლაპარაკობდა დინამოელებზე,მათ არ ეგონათ რომ ახალგაზრდული გუნდი ასეთ თამაშს ითამაშებდა და უკვირდათ ძაან!

• დავითი (საბერძნეთი)

გამოცდილება აკლიათ ჩვენს გუნდებს და ჩვენი ესპანელებიც ჯერ რამდენიმე თამაშში არიან ნათამაშები შეეწყობიან თანდათან,ისე ორივე გუნდს აქვს შანსი,განსაკუთრებით დინამოს!

• kaxa

datka 11 ქართველი რასაც ნიშნავს გუნდში, გუშინ ზესტაფონმა აჩვენა. ცოტა ობიექტური მსაჯობაც რომ ყოფილიყო, კიდევ უკეთესი. ასე, რომ მთავარი მონდომებაა და არა ვიღაცის მიბაძვა. თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს, რომ სხვების გამოცდილება გამოვიყენოთ და სასურველი შედეგი მივიღოთ. იმედი მაქვს ორივე გუნდი ღირსეულკად იბრძოლებს. ჩვენ უბრალოდ მაქსიმალისტები ვართ და ყველაფერს ერთბაშად ვითხოვთ. არა და ერთ სეზონში და მითუმეტეს რამდენიმე თვეში რომ ყველაფერი ვერ დალაგდება ფაქტია. ვუსურვებ წარმატებას ქართულ ფეხბურს და დიდი მადლობა ორივე გუნდის ფეხბურთელებს, რომ ჯერ კიდევ აქვთ ევროლიგაზე მონაწილეობის შანსი.

• datka

temuru ამდენი ფულის გადაყრა იმიტოა საჭირო რო აქამდე დინამო 2004 წლის მერე არარ მისულა 11 ქართველი კიდე გუნდში რასაც ნიშნავს ყველამ ვიცით რამდენი წლისაც ვარ იმდენი წელია შედეგი არ გვქონია

• temuru

ასეთ ტამაშისთვის რა საჭიროა ამდენი ფულის გადაყრა. ალბათ ამ დონის ფეხბურთელები (ესპანელები) ჩვენთანაც ბევრია. ზესტაფონი დღეისათვის ( თუ არ დაშალეს) საუკეთესო ქართული (ნამდვილი ქართული) გუნდია

• Giorgipirweli

რას ნიშნავს, სულ ცოტა ვეღარ გაძლო??? რა ქონდათ ნეტა გასაძლები. მე შენ გეტყვი, აეკი დიდი ძალებით უტევდა. ბერძნებიც ისევე დაბორიალობდნენ, როგორც დინამოს ფეხბურთელები. ერთადერთი, რისთვისაც უნდა გაეძლოთ, უხეშობა იყო...

• Giorgipirweli

მართლა გულისამრევია (დიდი ბოდიში ამ სიტყვაზე) ამდენი უცხოური სიტყვის ხმარება - ფოლი, სეივი, არენდა და ათასი სხვა, რომლებსაც ზუსტი შესატყვისები აქვს ქართულ ენაში.

• gigi

რა გჭირთ, ხალხნო, რატომ გინდათ რომ თქვენს სტატიაში აუცილებლად ინგლისური სიტყვები იხმაროთ ,,ფოლი'' რომ არ დაწერო არ შეგიძლია? რატომ ანაგვიანებთ ენას, რომელსაც ალბათ მსოფლიოში ყველაზე მეტი სიტყვის მარაგი აქვს? რატომ ,,ვეტენებით'' ვიღაცას?

ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ