საქართველოს ნაკრების 19 წლის ფორვარდი მომავალ სეზონში ბელგიური "შარლერუას" ღირსებას დაიცავს
ევროლიგის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: " შარლერუამ" იმედისმომცემი ფორვარდი თორნიკე შენგელია დაიმატა."

საქართველოს ნაკრების 19 წლის ფორვარდი მომავალ სეზონში ბელგიური "შარლერუას" ღირსებას დაიცავს. თორნიკემ ამ კლუბთან კონტრაქტი 2010 წელს გააფორმა, თუმცა გასული სეზონი ასევე ბელგიურ "პეპინსტერში" გაატარა. იგი ამ გუნდში განათხოვრებული იყო.

როგორც ჩანს, "პეპინსტერში" და ევროპის ახალგზარდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატებული თამაში მხედველობიდან არ გამორჩენიათ შარლერუელებს, რომლებმაც შენგელიას გუნდში დაბრუნება გადაწყვიტეს. ქართველი ფორვარდი შარშან საშუალოდ 18.7 წუთში საშუალოდ 6.4 ქულასა და 3.6 მოხსნას აგროვებდა. ახალგაზრდულ ნაკრებში კი ივლისში 9 მატჩი ჩაატარა და მსუყე სტატისტიკა ჰქონდა: 29.9 ქულა, 12 მოხსნა, 2.3 დაფარება.

"შარლერუა" შარშან ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა, 2011 წლის მაისში ბელგიის ჩემპიონატი მოიგო და წლეულსაც ევროლიგაზე იასპერეზებს. თუმცა ჯგუფურ ტურნირში სათამაშოდ საკვალიფიკაციო ეტაპი აქვს გასავლელი, რომელშიც საწყის ეტაპზე უკრაინის "დონეცკს" ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა