Le progres-ის ცნობით, „მანჩესტერთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში და ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენთან“დამარცხების შემდეგ, „ლიონში“ დაძაბული სიტუაციაა.

გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვეტერანი ფეხბურთელები (ალექსნდრ ლაკაზეტი, კორენტინ ტოლისო და ნემანია მატიჩი) უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ მწვრთნელი პაულო ფონსეკა უპირატესობას ახალგაზრდებს - გიორგი მიქაუტაძეს და რაიან შერკის, აგრეთვე მუსა ნიახატეს ანიჭებს და სასტარტოში მათ აყენებს.

აღნიშნულია, რომ მატიჩმა ფონსეკასთან საუბარში თავისი უმაყოფილება არ დამალა, რადგან „ოლდ ტრაფორდზე“ პოლ აკუოკუ ათამაშა.

სოსო
როცა ჯაბა კანკავას დინამოში მოსვლას მივესალმე,დისლაიქებით ამავსეს,დინამო სწრაფ ფეხბურთს თამაშობს,ეგ კი ნელია და გუნდს ხელს შეუშლის,ვის რაში სჭირდება მაგის გამოცდილებაო.ასაკოვან,გამოცდილ ფეხბურთელებზე ალერგია აქვს ბევრს,თუმცა ფეხბურთზე რა ვთქვა,როცა მავანნი საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულებს,სასწრაფოდ ამოწყვეტასაც კი გვისურვებენ.არც ერთი ჭკუათმყოფელი სტომატოლოგი,სარძევე კბილს არ ამოუღებს ბავშვს,თუ მის ქვეშ,ძირითადი კბილი უკვე არ ამოდის.ახალგაზრდამ გამოჩენისთანავე კი არ უნდა ჩაანაცვლოს ვეტერანი,არამედ მის გვერდით გაიზარდოს,ჩამოყალიბდეს და როცა მასზე უკეთესი გახდება,მაშინ ჩაანაცვლოს ვეტერანი.80-იანებში დიდი დინამოდან წავიდა დათო ყიფიანი,მერე ტრაგიკულად დაიღუპა ვიტალი დარასელია და გუნდი კრიზისში აღმოჩნდა!რატომ?-იმიტომ,რომ ყიფიანი რომ წავიდა,ნახევარდაცვის ლიდერად,ვიტალი დარასელია დაარჩინა,რომელიც უკვე სსრკ ნაკრების გამოცდილი წევრი და უმაღლესი კლასის ფეხბურთელი იყო,გუნდს უნიჭიერესი ახალგაზრდობა ეზრდებოდა,მაგრამ დარასელიაც დაკარგა და მის ჩასანაცვლებლად მზად მყოფი ჯერ არავინ გვყავდა,მერე კი,დიდი კონკურენციის გარეშე დარჩენილები,მათ დონეზე ვეღარ განვითარდნენ და ვეტერანების თანდათან წასვლის კვალდაკვალ,სულ უფრო მეტად დათმეს პოზიციები.ნათქვამია,როცა ახალგაზრდა ვიყავი და ძალა მქონდა,ჭკუა არ მკმაროდა,მაგრამ როცა ჭკუა ვისწავლე,უკვე ძალა აღარ მქონდაო!ძალა ახალგაზრდობაშია,ჭკუა კი ასაკსა და გამოცდილებაში.სადაც ამ ორის ჭკვიანური შეხამება ხდება,იქ მიიღწევა,საუკეთესო შედეგი.ბარსელონა გიჟი კი არ იყო,ლევანდოვსკი რომ მიიყვანა.ლაგაზეტიც და ტოლისოც მუდმივად თამაშობენ,აი მატიჩი კი,როცა თამაშობდა დიდად ვერ ბრწყინავდა,თუმცა მეც ვთვლი,რომ მანჩესტერში,მეხუთე ცვლილებაზე მცველი კი არა,სწორედ ის,საყრდენი ზონის გასაძლიერებლად უნდა გამოეშვა.დამატებულმა მცველმა,დაცვის ქაოსი გამოიწვია,ვინ სად მდგარიყო,ვის ვინ აეყვანათ აღარ იცოდნენ და გოლითაც დაისაჯნენ.
გოგა
მატიჩი უნდა შეყვანა, ბევრი მწვრთნელი, დამატებით მცველი შეყავს, როცა ანგარიშის შენარჩუნება სურს, მაგრამ ჩამშლელი, რო შეიყვანო არ ჯობია 5 და 6 მცველს? არიან მწვრთნელები, შემტევ ნახევარმცველებს ხსნიან და უფრლ მუშა ჩამშლელები შეყავთ. აი მიქაუტაძეზე არამგონია უყმაყოფილო იყოს ვინმე
ზედა მეზობელი
ეგრეა ეგრე,თურმე ლაკაზეტის მჩხიბავი დაუქირავებია,რათა გუნდში მყოფი ახალგაზრდებს შოკი დამართოს და ვეღარ ითამაშონ. რას ბოდიალობთ ან საიდან მოგაქვთ მსგავსი ამბები? გუნდი ცოცხალი ორგანიზმია,წაგება არავის მოსწონს და გაბრაზებულზე ათას რამეს იტყვის კაცი,მარა ახალგაზრდებზე ხელის შეწმენდა ან მათი დაჩაგვრა არსად არ მოხდება,არც ლიონში. უბრალოდ,ჟურნალისტებს დრამატიზება გიყვართ მოვლენების,ბოდიალობთ რაღაცას და ისიც არ იცით რატო. ნებისმიერ გუნდში ძველგაზრდა ეხმარება ახალგაზრდას,რათა უფრო უკეთ ითამაშოს და გუნდს გამოადგეს.დარწმუნებული ვარ რო ლაკაზეტიც იგივეს აკეთებს მიქაუტაძესთან მიმართებაში.სხვანაირად გამორიცხულია ეს ამბავი,გუნდი წარმატებული ვერ იქნება თუ ეს არ ხდება.რა ეს ლაკაზეტი პირდაპირ ხმცოვანი და გამოცდილი ფეხბურთელი ახალგაზრდობის გარეშე გახდა? მათაც ისე ეხმარებოდა ვიღაც და ისიც იგივეს იზავს. ეგრე,კლოპმა ყველასათვის უცნობი ტრენტი მოიყვანა და პირდაპირ იუნაიტედთან ათამაშა,თუმცა არავის გასჩენია კითხვები და პრეტენზიები გუნდში,რადგან ყველამ იცოდა მისი უნარები.ტყუილად არავის ათამაშებენ,მათ აქვთ საკმარისი კლასი რო ლიონში ითამაშონ და თამაშობენ კიდეც. ტრენტზე ვიტყვი ისევ,თავის დროზე მენტორობას მილნერი და ჰენდერსონი უწევდნენ,ხოლო ახლა ის უწევს მენტორობას გუნდის ახალგაზრდებს. ხომ კონკურენტები არიან ის და ბრედლი? თუმცა ტრენტი ყოველთვის ეხმარება ამ ბიჭს,რჩევებს აძლევს და გამოცდილებას უზიარებს. ასე ხდება გუნდში,ერთმანეთის ცოდნის გაზიარებით მიიღწევა შედეგი. აგერ არ იყო ტრენტი რიგ თამაშებში,დადგა ბრედლი და გუნდმა შედეგი დადო,აგერ ჩემპიონები ხდებიან უკვე. უბრალოდ,საქართველოში გუნდურის სხვანაირი გაგება არის ალბათ,ნუ ჟურნალისტებს შორის მაინც და ამიტომ ბოდიალობთ მსგავს რაღაცეებს.გუნდში ყველა მნიშვნელოვანია,უბრალოდ,საქართველოში მიაჩნიათ რო თუ 11 კაცი თამაშობს ე.ი. მხოლოდ მათი დამსახურება არის ან უფრო უარესი,ხვიჩას დამსახურებათ ნათლავენ ყველაფერს ან თუნდაც მამარდასი. ეგრე არ ხდება,წარმატებას გუნდი აღწევს და არა ერთი კონკრეტული,გუნდში გამოხდილიც მნიშვნელოვანია და ახალგაზრდაც,მწვრთნელიც,მისი ასისტენტიც და თქვენ წარმოიდგინეთ ფედერაციას ამის ნაწილია და გულშემატკივარიც.ეს ერთი მექანიზმია,აურევს ერთი აურევს მეორე და ა.შ. ცუდია რო ამის ახსნა მიწევს,თუმცა საჭირო ყოფილა. ეს იმ სერიალიდან არის,ხალხი პოლიტანოს რო წყევლიდა,ხვიჩას პასს არ აძლევსო. ეს არის სიგიჟე და მითქვამს რო ერთი საგიჟეთი არ უშველის ამ საქმეს,მეორე არის ასაშენებელი სასწრაფოდ.
korben dalass
შავკანიანები ღირსეული სამართლიანი ხალხი რადგან ასე ფიქრობენე ესეიგი მასეა
L.J.
Getanxmebi,gsnsakuyrebit m.u. stan bolos magrad uchirdat 2e sartulze,matichis skamze datoveba chemi gadmosaxedidan magrad texavda(tan tresh toks tu mivabamt onanastan xo vabshe)
სოსო
ტოლისო დაიმტვრა და წელს ალბათ ვეღარ ითამაშებს,ლაკაზეტი კაპიტანია და არა მგონია სიტუაცია გაამწვავოს,აი მატიჩი კი ჩემი აზრითაც ბოლო შეცვლაზე მაინც უნდა შემოეყვანა,რადგან დამატებითი მცველი შეიყვანა მოედანზე,მაშინ როცა საყრდენის ზონაში სჭირდებოდათ დასვენებული კაცი.დამატებითმა მცველმა მცველთა შორის ურთიერთქმედება დაარღვია და ბოლო წუთებზე ვინ რას აკეთებდა,თვითონაც აღარ იცოდნენ.არ ვიცი როგორ ფორმაშია მატიჩი,ან რას შესცვლიდა მისი შესვლა რეალურად,მაგრამ ვფიქრობ,რომ ისედაც გადატვირთულ დაცვის ხაზს,დამატებითი მცველი კი არა,ბურთის საჯარიმოში ჩამწოდებელთა წინააღმდეგ მებრძოლი ნახევარმცველი სჭირდებოდათ.ფონსეკამ სხვანაირად გადაწყვიტა და ფაქტია,რომ არ გაუმართლა.
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა