ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრებს 29 წლის, 205 სმ სიმაღლის კალათბურთელი, მეფარე მიჰა ზუპანი ვერ დაეხმარება
გუშინ სლოვენიელთათვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა - ევროპის ჩემპიონატზე გუნდს ვერ დაეხმარება 29 წლის, 205 სმ სიმაღლის მეფარე მიჰა ზუპანი, რომელიც გასულ სეზონში სანკტ პეტერბურგის "სპარტაკში" თამაშობდა.

ზუპანმა ზურგის ტრავმა მიიღო და ექიმების რჩევით 2-3 კვირით მოუწევს დასვენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიჰა ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს და ლიტვეში სლოვენიელებს ვერ დაეხმარება.

ზუპანმა 2010 წლის მსოფლიოს პირველობაზე 9 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 6.2 ქულასა და 3.1 მოხსნას აგროვებდა.

გუშინვე, სლოვენიაში მოთამაშე ვლადიმერ ბოისამ სლოვენიელებზე საუბრისას აღნიშნა - ზუპანის გარდა მათ კიდევ არაერთი კარგი კალათბურთელი დააკლდებათ. არადა, ოპტიმალური შემადგენლობა რომ შეეკრიბათ, ევრობასკეტის მოგების ერთ-ერთი ფავორიტები იქნებოდნენო.

20 და 21 აგვისტოს სლოვენიის ნაკრები ამხანაგურად ესპანეთს "დაეჭიდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა