5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე ვილი სანიოლის გუნდი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება. 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები აფრიკის ზონის წარმომადგენელს, კაბო-ვერდეს ნაკრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით მოგვიანებით გაგაცნობთ. ორივე ამხანაგური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Nakrebi.ge

კოკა
გაუგებარია ამისთანა გუნდებს ვინ და რატომ ირჩევენ ამისთანა მეტოქეებს ,აი რა უნდა მოგვცეს აღნიშნულმა შეხვედრებმა? უკეთ შთამაშდებიან თუ კლასს აღიმაღლებენ
სოსო
შენი კომენტარებიდან ჩანს, რომ მაგარი ქოცი ხარ!
სოსო
ნუ ნერვიულობ.ეგ სულ არ აინტერესებთ.ღადაობის შანსი მიეცათ და ენას იფხანენ.
ამიხდა ოცნება)))
სულ ვოცნებობდი კაბო-ვერდესთან თამაშზე და აჰა, ამიხდა, ვიცინი, აღარ ვსტირი მე)))
გოგი
აბა რეებს წერ? ვის რად უნდა ამ გუნდებთან თავდაჯერება. ამ გუნდებთან თამაშს ერთმანეთში ითამაშონ სჯობია
დავით 67
გეთანხმები კაბო ვერდე არაა დასაცინი, ჩვენი ფედერაციაა დასაცინი
ქომაგი
სულაც არ არის კაბო ვერდე დასაცინი გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში 6 ტურის მერე თავის ჯგუფში პირველ ადგილზეა და კამერუნს უსწრებს.
ფედერაციას
ჰიმალაის მთებში დალაი ლამას ყავს კარგი ბუდისტების ნაკრები. იაშკა, შემდეგი სპარინგების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ. კოლუმბიის ჯუნგლებშიც შეიძლება რამდენიმე ტომის მოძებნა. ძალიან კეთილი ბელადები ყავთ და კომუნიკაცია არ გაგიჭირდებათ.
zura
სად მოძებნეთ ესენი? :))
სვანსკი
აფრიკაში გიბონების ჯგუფია თავისუფალი
მამუკა
ხალხო ინფორმაციას არ ეცნობით სანამ კომენტარს გააკეთებთ? ივნისის პირველ კვირას არის მსოფლიოს შესარჩევი თამაშები და ასევე ერთა ლიგის დარჩენილი ნახევარფინალები და ფინალი, ის გუნდები შეირჩა ვინც თავისუფალი იყო ჩვენსავით
ლალი მოროშკინა
ესეც დიფ სთეითის ბრალია!
zaza
ფარერების კუნძულები რომ სუსტი ნაკრები ეგ გასაგებია, კაპო ვერდეს რაც შეეხება მსოფლიო 2026 წლის შესარჩევში პირველ ადგილზეა 13 ქულით, მეორეზეა კამერუნი. ნაკრების რეზერვი უნდა გამოსცადოს ვილიმ და კაპო ვერდესთან გამოჩნდება, არც ისეთი ნაკრებია რომ უეჭველი უნდა მოვუგოთ!
სოსო
სანიოლის ამოცანა,ნაკრებისათვის უახლოესი რეზერვის დათვალიერება და დაცვის ხაზის მაღლა აწეულ,ოთხკაციან დაცვაზე გადაყვანაა.ამისი მცდელობა,მას ესპანეთის ნაკრებთან ჰქონდა,ალბათ მაინც წავაგებთო და სცადა. როგორ დამთავრდა,კი გეხსომებათ.შედარებით სუსტ ნაკრებებთან სადებიუტო თამაშები და ექსპერიმენტი,შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის და თავდაჯერებულობასაც მეტად შეიძენენ.თუ კარგად გამოუვათ,ოფიციალურ თამაშებშიც შეუშვებს ბიჭებს და ტაქტიკურ სქემასაც გამოიყენებენ.დაცვის ექსპერიმენტული სისტემით,ძლიერ გუნდთან დაჯახებას სანიოლი ალბათ აღარ გარისკავს.მაგ თამაშებში,ვფიქრობ ივა გელაშვილს გამოცდის,რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება ამ სეზონში.საზონოვი კი,მანამდე ალბათ ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას და ფორმის აკრეფას.ის იმედია სექტემბერში მაინც გამოგვადგება .დაცვის მარჯვენა ფლანგზე,კაკაბაძე და გოგლიჩიძე,საკმაოდ სწრაფები არიან,თუმცა პოზიციურად,ყოველთვის საიმედოდ ვერ გამოიყურებიან,აი ცენტრში და მარცხენა ფლანგზე კი მაღლა აწეული დაცვა,საკმაოდ სარისკო იქნება და ოფიციალურ თამაშებში,სანიოლმა შესაძლოა ჯერ ვერც გარისკოს,მისი გამოყენება.ეს კი პრესინგის და შეტევის ეფექტურობას ძალიან დაგვიზარალებს.სანამ საკმაოდ სწრაფი და საიმედო მცველებით,დაცვა სრულად არ დაკომპლექტდება,მანამდე,სანიოლი,მაღლა აწეული დაცვით თამაშს ვერ გაბედავს,თუ რა თქმა უნდა ექსტრემალურ პირობებში არ აღმოვჩნდით და გარისკვა აუცილებელი არ გახდა.
დიუსელდორფელი ბრძენი
კაბუ ვერდეს არ დაუწესეს უვიზო?))
კუნძული და ზღვა კარგია
ურუგვაის მაგალითზე მაქვს ვარაუდი, რომ ეს მეტოქეები ფულს უხდიან ჩვენს ფედერაციას ოფიციალურად, რომ ვეთამაშოთ. კაშიას, კვეკვესკირს, კვირკველიას და ჩივაძეს ამ ორ უძლიერს გუნდებთანაც კარგად კამოცდის მწრთვნელი. თან პურის ფული შემოვა ხაზინაში.
ეჰ
ეტყობა ნაურუმ და ვანუატუმაც უარი უთხრეს და მიადგნენ კაბო-ვერდეს. ეხლა მაგათი ტომის ბელადი ჩამოვა ქუთაისში და თადარიგი წინასწარ უნდა დავიჭიროთ, ელარჯი ყვარებია ნამეტანი.
რა დღეში ჩაგვაგდეს
არადა, აქეთ უნდა გვეხვეწებოდნენ ევროპის მოწინავე ქვეყნები ისეთი კარგი ბიჭები და ნაკრები გვყავს.
სტალინ-ოღლი
სამხრეთ ოსეთის ნაკრებმაც უარი გთხლიშეს?)))))))))))
ჯიბუტი
ზაქათალას ნაკრებს მალე ვეთამაშებით?
ბილეთები არ გამოგვაპაროთ
ისე, ჩვენი ბიჭები არც ერთ თამაშზე არ უნდა ჩამოვიდნენ. ნამდვილად თავმოყვარეობის ამბავია.
დიდება აფრიკას
მაგათთანაც ლავროვი ჩაუწყობდა, თორემ ეგენიც უარს ეტყოდნენ.
რიკი
ძალიან უცნაურია თუნდაც რუმინეთის ბულგარეთის და ალბანეთის დონის ნაკრებებთანაც რომ არ შეუძლიან ამხანაგურის ჩანიშვნა...
გიუშა
გვინეა ბესაუს არ ეცალა!?)
lasha
მთავარია დიფსტეიტის ქვეყნებიდან არავის ვეთამაშოთ :)
რე
კაბო ვერდეს ყავს ფეხბურთელი ლენინი)))) კრასნოდარში თამაშობს
რერო
რას ქილიკობთ იცით რა ნაკრებია ეს გუნდი?72 ადგილზეა მსოფლიოში უსწრებს ისეთ ნაკრებებს როგორიცაა: ისრაელი,განა,ბოლივია,მონტენეგრო,ბულგარეთი და სხვას
რევაზიC
საღოლ, რა მუშაობს ფედერაცია რა გინდა.დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ბესო
ფარერები და კაბო ვერდე... ჰავაის კუნძულებს როდის ვეთამაშებით??!! ევროპის ჩემპიონატის მერე ესეთი დაბალი დონის გუნდებთან შეხვედრას მონდომება სჭირდება! მაგრამ რა გასაკვირია, ფედერაციაში ხომ კობიაშვილის ქოცური საძმაკაცო ზის, და არა პროფესიონალები!
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სტივ კუპერმა სამუშაოდ დანიაში გადაინაცვლა
კიდევ ერთი ვარსკვლავი "ლივერპულიდან" "რეალში" უფასოდ - კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა
რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან