კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. მეათე ტურის სამი მატჩი გაიმართა და სამივე დაძაბული გამოდგა. ჩემპიონმა "იბერია 1999"-მა თელავში ფრედ ითამაშა, ქუთაისის "ტორპედომ" "გაგრას" სძლია, ხოლო გორის "დილამ" საგარეჯოს "გარეჯს" აჯობა.

თელავი 0:0 იბერია 1999

"თელავმა" ზედიზედ სამი მარცხის მერე ქულა აიღო, თანაც მოქმედ ჩემპიონთან და ლიდერთან. აი, "იბერია 1999"-ს კი ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მეორე ტაიმში არბიტრმა კობა რევაზაშვილმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების მერე შეცვალა გადაწყვეტილება.

ისე, "იბერია 1999"-მა განვლილი 10 მატჩიდან 7 გოლგაუშვებლად ჩაატარა. დარჩენილ სამ თამაშშიც მხოლოდ თითო გოლი გაუშვა.

ტორპედო 2:1 გაგრა

მატჩის წინ გუნდებმა პატივი მიაგეს "ტორპედოს" აკადემიის 15 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ბექა წვერავას ხსოვნას.

ქუთაისელებმა მოიგეს და მეხუთე ადგილზე გადავიდნენ, "გაგრა" კი მერვეზეა.

პირველ ნახევარში ერთი გოლი გავიდა, კერძოდ, მოჰამედ შერიფის ჩაწოდებას მოჰყვა ბიორნ იონსენის თავური და "ტორპედო" დაწინაურდა.

შემდეგ აქეთ-იქით მეკარეების მშვენიერი თამაში ვნახეთ, მაგალითად, ფილიპ კლიაიჩმა საოცრად აუღო თავური ნიკა კაჭარავას. თუმცა "გაგრამ" მაინც გაათანაბრა: ლევან გეგეჭკორის ჩაწოდება და ვანდერსონ სილვას თავური - 1:1.

აი, იონსენისა და ვანდერსონ სილვას გოლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.

გადამწყვეტი გოლი ბოლოს გავიდა. "გაგრას" კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, შეცვლაზე შესულმა ცოტნე ფაცაციამ შეასრულა, მცირე რიკოშეტიც დაეხმარა და საბოლოოდ, 2:1.

გარეჯი 0:1 დილა

ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. 65-ე წუთზე "დილას" მარცხენა მცველმა ზურაბ რუხაძემ ჩააწოდა, ბურთი მიიღო ჟან მარკ-ტიბუემ, რომელმაც არეულობაში კარგად ითამაშა, მცველს გასცდა და ახლოდან ზუსტად დაარტყა.

ეს ტიბუეს პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. "დილა" კი მესამე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ "იბერია 1999"-ს.

"გარეჯს" რაც შეეხება, ბოლოსწინაზეა. გუნდს ერთი მოგება აქვს, მესამე ტურში ფოთელებთან.

erovnuliliga.ge

ქობულეთიდან
ტორპედო-გაგრას მატჩს ვუყურე და მინდა ვთქვა რომ არაუშავდა, ტემპიც ნორმალური იყო,ვნახეთ მეკარეების კარგი სეივები, კარგი გოლები, 2 ჯერ დანიშნული და შემდეგ გაუქმებული პენალტები, ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი და ა.შ. მოკლედ ყველაფერი იყო ამ მატჩში.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა