სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა
გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა გუნდებს შეხვდა.

ვარშავაში გამართულ ამ ტურნირში ჩვენმა მოზარდებმა წარმატებით იასპარეზეს -"თავისუფლებმა" 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. კონტინენტის ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, ვერცხლი შოთა ფანცულაიამ (50) და ომარ გურჯიძემ (63) მოიპოვეს, შოთა ფარტენაძე (54) კი მესამეზე გავიდა.

ბერძენ-რომაელთა მონაგარი 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა. ლაშა გობაძემ (76) და კუკური კირცხალიამ (85) ფინალური შეხვედრები დათმეს, რამაზ ზოიძე (42), ედნარ შავაძე (46) და შმაგი ბოლქვაძე (58) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. მინისტრთან ერთად პრესკონფერენციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდა. ფალავნებს ორივემ მიულოცა წარმატება და გამოთქვა იმედი, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზეც წარმატებით გამოვლენ.

ჩვენი ფალავნები, კონკრეტულად კი ბერძენ-რომაელები ორშაბათს დაბრუნდნენ ევროპის პირველობიდან, მალევე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე წავლენ, რომელიც 23-28 აგვისტოს უნგრულ სომბათჰეიში ტარდება.

"თავისუფალთა" გუნდის მთავარმა დამრიგებელმა თამაზ ბენდიანიშვილმა ევროპაზე ნაჭიდავებ გუნდში ერთადერთი ცვლილება გააკეთა და ისიც, ერთი შეხედვით, უცნაური - შეცვალა არა უმედლოდ დარჩენილი რომელიმე ფალავანი, არამედ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ფანცულაია.

სამწუხაროდ, ეს იძულებითი ცვლილებაა, ვინაიდან მოზარდმა წონა ვერ დაიკლო, სხვა წონით კატეგორიებში კი ბენდიანიშვილმა ძველ შემადგენლობას უხმო, რადგან მათზე უკეთესები არც ჰყავს: გიორგი პასიკაშვილი (42), რამაზ დარჩიძე (46), შალვა ხუციშვილი (50), შოთა ფარტენაძე (54), რაუფ შაკულ-ოღლი (58), ომარ გურჯიძე (63), შალვა ჭადაშვილი (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ბექა როჭიკაშვილი (85), გენო პეტრიაშვილი (100).

გუნდში ბევრი ცვლილება არც ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაც ვაჟა კრავეიშვილს გაუკეთებია, მხოლოდ სამი ცვლილება გააკეთა - 46, 63 და 69 კილოგრამებში. რამაზ ზოიძე (42), ლეონ ხოზრევანიძე (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), შმაგი ბოლქვაძე (58), ნიკა მამარდაშვილი (63), გიორგი ჩხარტიშვილი (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია (85), ზურაბ გედეხაური (100) - ასეთია მისი არჩევანი მსოფლიოს პირველობისთვის. უნგრეთში ჯერ "თავისუფლები" მიდიან - 21 აგვისტოს, ბერძენ-რომაელები კი 25-ში გაფრინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის