კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტური დასრულდა. ფოთის "კოლხეთი 1913"-მა წყალტუბოს "სამგურალს" მოუგო, ხოლო "დინამოების" დაპირისპირება ფრედ დასრულდა: ბათუნელებმაც და თბილისელებმაც პენალტები გაიტანეს.

კოლხეთი 1913 2:1 სამგურალი

ფოთელებმა წლეულს მეორე გამარჯვება მოიპოვეს და საინტერესოა, რომ ორივეჯერ წყალტუბოს "სამგურალს" აჯობეს. პირველ წრეში 1:0, ამჯერად კი 2:1.

"კოლხეთი 1913" ბოლოსწინა ადგილზე რჩება, ხოლო "სამგურალი" მეექვსეზეა.

28-ე წუთზე ფოთელები გიორგი აბუაშვილმა დააწინაურა, რომელმაც კარგი კომბინაცია დაასრულა ზუსტი დარტყმით.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამგურალის მცველმა ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლიკი ისევ აბუაშვილმა მიითვალა. ინდივიდუალურად კარგი თამაშის შემდეგ ცაციით დაბალ კუთხეში და 2:1. საინტერესოა, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ფოთელთა გატანილი 5 გოლიდან 4 აბუაშვილმა გაიტანა.

დინამო თბ 1:1 დინამო ბთ

დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. პირველ ტაიმშიც იყო მომენტები, მაგალითად მასპინძელთა ნახევარმცველმა ცოტნე ბერელიძემ შორიდან ხარიხას მოარტყა ბურთი, ჯაბა კანკავას მეკარე ლუკა ხარატიშვილმა აუღო, ხოლო ბათუმელთაგან ჯალენ ბლესას ჰქონდა მშვენიერი შანსი და კარს ააცილა ბურთი.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ორივე პენალტით.

71-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მცველმა ირაკლი იაკობიძემ ხელი უბიძგა ბათუმელთა ლიეტუველ ფორვარდ გიტის პაულაუსკასს. არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, მერე მაინც გადაამოწმა VAR-ზე, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პენალტი ჯალენ ბლესამ გამოიყენა და სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.

არბიტრმა მეორე პენალტიც VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა. ბათუმელთა მცველ ნიკოლოზ ბალაძის ხელი საკუთარ საჯარიმოში და... პენალტი თორნიკე მორჩილაძემ ზუსტად შეასრულა 1:1. მორჩილაძემ წინა ტურშიც გაიტანა.

ბათუმელები მეორე ადგილზე არიან. წაგება არ აქვთ. ისინი ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "იბერია 1999"-ს. "დინამო თბილისი" კი მეოთხე საფეხურზეა.

erovnuliliga.ge

tngh
ორი "დინამოს" დაპირიპირება ღირსეული ფრით დამთავრდა. ლოგიკური შედეგია!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა