ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან - 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მეოთხედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანს აჯობა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სულამანიძემ ზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს აჯობა, რომელთანაც გასულ ზაფხულს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასანანი მარცხი განიცადა.

ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ისევე როგორც ილია სულამანიძე (-100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ხვალ საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

SOS!!!
გილოცავ ილია ღირსეულ გამარჯვებას! შენი მჯეროდა, მჯეროდა იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანი ხარ და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა გაქვს! ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროს მთელი შენი ცხოვრების მანძილზე! ამინ!
ვასო
ძაან მაგარი ბიჭია, მსოფლიოზეც იტყვის თავის სიტყვას. ერთადერთი ვინც მაფიქრებს კანიკოვსკია.
ჟორა
გილოცავ ილია, მართალია ცოტა კი დააგვიანე ტიტულების მოპოვება, მაგრამ ახალგაზრდა ხარ და ჯერ კიდევ ბევრს მოასწრებ. მაგრამ ფიზიკას შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, ამიტომ სუნთქვისთვის სირბილი და ცურვაა კარგი და ნუ დაიზარებ. ხომ ნახე, რინერმა ბოლო დროს სამი შეხვედრა წააგო და სამივე დამატებით დროში, რადგან სუნთქვა არ აქვს. თუშოს პარიზში მეორე ნომრად რომ ეჭიდავა და დამატებით დროში გადასულიყო, აუცილებლად მოუგებდა.
ტტტტტტტტტტტ
ასე არ ჯობია? ოლიმპიადაზე გვაწყენინე ძალიან.
toy
ფიზიკას თუ არ მოუმატა ოლიმპიადის ოქრო გაუჭირდება. წარმატებები

კიდე აზერბაიჯანელს ამარჯვებინებდნენ, ესენი ვინ არიან.
თბილისელი, გილოცავთ ყველას!
უუუფ? რა მაგრად გაგვახარე? მაგარი ბიჭი ხარ! გენაცვალე ქართველობაში! აი ასეთი ქართველები უნდა მრავლდებოდეს საქართველოში! შეხედეთ, გარეგნობითაც გამორჩეულია, ჩვენი ილია!
ქართველი
გენაცვალე ილია! დიდი მადლობა ამხელა სიხარულის მონიჭებისთვის! დიდი საჩუქარი გაგვიკეთე ბრწყინვალე შვიდეულში! სულ დალოცვილი და გამარჯვებული გატაროს უფალმა!
jordan beli
სამწუხაროა ოლიმპიადა როგორც წააგო.რამის მცხეთამდე მოტანილი მედალი ქარს გავატანეთ,მაგრამ როგორი მაგარი ბიჭია ილია-მარცხი მეტ წილად საკუთარ თავს დააბრალა და არა მსაჯებს მიუხედავად რო მსაჯების ბრალი უფრო მეტი იყო,სწორი დასკვნები გამოიტანა და რევანში აიღო.ამის მერე სადაც შეხვდება ეს კოცოევი იქ ათრევს მოპარული ჭიგოსავით.მომავალ ოლიმპიადაზე კი ოქროს დადებს
იჰ
მსაჯებიანად გადავ.. გადავკარით აზერბაიჯანს! ილია, ეს ერთი და სხვა მრავალი.
tngh
არის ღირსეული გამარჯვება და კიდევ ერთი ოქროს მედალი!!! გილოცავთ ყველას და მადლობა ძიუდოისტებს!!!
ალექს
როგორც იქნა!
გელა
ილოოოო ძმა ხარ.გილოცავ გენაცვალე
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია
გამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!
დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...