"სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზესმა ფლამენგოელი განასთან ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებლად გამოიძახა
რონალდინიო თავისი ქვეყნის ნაკრებში დაბრუნდა. "სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზესმა ის განასთან ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებლად გამოიძახა. შეხვედრა 5 სექტემბერს ლონდონში გაიმართება. რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრებში ბოლოს 2010 წლის ნოემბერში ითამაშა.

მენეზესის თქმით, ბოლო დროს რონალდინიო თავის კლუბ "ფლამენგოში" კარგად თამაშობს და ნაკრებში თავის გამოჩენას შეძლებს. მიმიდნარე სეზონში თავდამსხმელმა უკვე 15 გოლი გაიტანა.

31 წლის რონალდინიოს ბრაზილიის ნაკრებში "მილანში" წარუმატებელი თამაშის გამო დაახლოებით 2 წელი არ იძახებდნენ. ის გუნდის შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და ასევე 2011 წლის ამერიკის თასი გამოტოვა, რომელიც ივლისში არგენტინაში გაიმართა.

განასთან მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრები წლის ბოლომდე კიდევ 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბრაზილიელები არგენტინასთან, კოსტარიკასთან, მექსიკასთან და გაბონთან ითამაშებენ.

განასთან მატჩისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჟულიო სეზარი ("ინტერი", იტალია), ფაბიო ("კრუზეირო"), ჯეფერსონი ("ბოტაფოგო").

მცველები: ლუსიო ("ინტერი"), ტიაგო სილვა ("მილანი"), დავიდ ლუიზი ("ჩელსი", ინგლისი), დედე ("ვასკო და გამა"), დანიელ ალვესი, ადრიანო კორეია ( ორივე "ბარსელონა" (ესპანეთი), დანილო ("სანტოსი"), მარსელო ("რეალი", ესპანეთი).

ნახევარმცველები: ლუკას ლეივა ("ლივერპული", ინგლისი), რალფი ("კორინთიანსი"), ლუიზ გუსტავო ("ბაიერნი", გერმანია), ელიასი ("ატლეტიკო", ინგლისი), პაულო განსო ("შანტოსი"), ლუკასი ("სან პაულუ"), ფერნანდინიო ("შახტარი", უკრაინა).

თავდამსხმელები: ალეშანდრე პატო, რობინიო (ორივე "მილანი"), ნეიმარი ("სანტოსი"), ჰალკი ("პორტუ", პორტუგალია), რონალდინიო ("ფლამენგო"), ლენადრო დამია ("ინტერნასიონალი").

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა