ფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში განახლებული მოედანი გაიხსნა. მოედანს რეაბილიტაცია ფიფას პროექტის, "ფიფა არენას“ ფარგლებში ჩაუტარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ფიფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელი ელხან მამადოვი და პროექტის "ფეხბურთი სკოლებში" მენეჯერი ნიკო ნუვანასაკი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები.

სტუმრებს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ლევან კობიაშვილმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა და ელხან მამადოვმა. აგრეთვე, გავრცელდა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიდეომიმართვა.

განახლებულ მოედნებს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები და პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩართული გუნდები გამოიყენებენ. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც "ფიფა არენას" პროექტის ფარგლებში ახალი მინი-მოედანი გაიხსნა. მსგავსი მოედანი ასევე განახლდება სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "ნებისმიერი საფეხბურთო მოედანი, რომელიც საქართველოში კეთდება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გვიხარია, რომ ახალი პროექტი, "ფიფა არენა", რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს, პირველად სწორედ საქართველოში განხორციელდა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ვითარდება და ამაში ფიფას ძალიან დიდი დამსახურებაა. მათი მხარდაჭერით უამრავი პროექტი განხორციელდა საქართველოში. გვეამაყება, რომ სწორედ ჩვენ გამოგვარჩიეს და "ფიფა არენა" საქართველოში დაიწყო.

ეს არის დამატებითი მოტივაციაა თითოეული ბავშვისთვის, რომ ითამაშოს ფეხბურთი, სიამოვნება მიიღოს სპორტის ამ არაჩვეულებრივი სახეობით და მომავალში ასახელოს ქვეყანა და გაახაროს თითოეული ჩვენგანი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად გააგრძელებს გზას, რომელმაც დაგვანახა, თუ როგორც შეიძლება მოვუტანოთ წარმატება ქართულ ფეხბურთს ინფრასტრუქტურის და მასობრივი ფეხბურთის განვითარებით.

მადლობა მინდა გადავუხადო სტუმრებს ფიფადან, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვიდნენ და აგრეთვე პირადად პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ჩვენი ქვეყნის ასეთი მხარდაჭერისთვის".

ჯანი ინფანტინო (ფიფას პრეზიდენტი): ვულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს. საქართველო ერთ-ერთია იმ პირველი 11 ქვეყნიდან, რომლებიც ოფიციალურად წარადგენენ "ფიფა არენას" მინი-მოედანს.

ეს არის პროექტი, რომელიც მილიონობით ბავშვის ცხოვრებას შეცვლის. ყველა ბიჭი და ყველა გოგონა იმსახურებს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას. ისინი იმსახურებენ უსაფრთხო სივრცეს თამაშის სწავლისა და განვითარებისთვის. სწორედ ეს არის პროექტის „ფიფა არენა“ ჩანაფიქრი. ეს არის თქვენი საჩუქარი ქართველი ბავშვებისთვის. თქვენ პირველები ხართ, თუმცა, მალე თქვენ ბევრი სხვა ქვეყანაც შემოგიერთდებათ. ჩვენი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 1000 ახალი მოედნის მოწყობა. „ფიფა არენას“ გუნდი უზრუნველყოფს, რომ მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ქალაქში და სოფლად მცხოვრებ დაუცველ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება მიეცემათ. გისურვებთ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ იხალისებთ ფეხბურთის თამაშით".

ელხან მამადოვი (ფიფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელი): "ფიფას სახელით ჩვენ მოხარული ვართ აქ ყოფნით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით. გვსურს, ვისარგებლოთ ამ მომენტით და მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ფედერაციას - პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, გენერალურ მდივან დავით მუჯირს და სფფ-ის ადმინისტრაციას. ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძელით ამ მოედნის მოწყობა.

მოგეხსენებათ, რომ პროექტი „ფიფა არენა“ ჯანი ინფანტინოს მიერ შარშან იქნა გამოცხადებული. მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით 1000 მინი-მოედნის მოწყობა. სამი თვის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი 11 ბენეფიციარი ქვეყანა, და დღეს ეს პროექტი სწორედ თბილისში იღებს სტარტს. ის ადგილობრივ ბიჭებს და გოგონებს საშუალებას მისცემს ითამაშონ ფეხბურთი. ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო მეტ შესაძლებლობას შევქმნით თამაშისთვის და საფეხბურთო განათლების მიღებისთვის, მით უფრო ხელს შევუწყობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას".

ირაკლი მეძმარიაშვილი (საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე): "ფიფა არენას" პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველი სტადიონი გაიხსნა. მინდა მადლობა გადავუხადო ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს, ლევან კობიაშვილს და მთელს საფეხბურთო საზოგადოებას, რომელმაც დღემდე მოიყვანა ჩვენი ფეხბურთი".

GFF.GE

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა