ქართველმა დიდოსტატმა ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, 130 მოჭადრაკეს შორის, ქალებში პირველი ადგილი დაიკავა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ XI Open INTERNATIONAL "VILA DEL POBLENOU" 2011-ის საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც 130 მოჭადრაკე მონაწილეობს, საქართველოს სახელით მოასპარეზე დიდოსტატმა ანა მათნაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა.

ბარსელონაში გამართულ ტურნირზე მათნაძემ გათამაშების ბოლო მე-10 რაუნდში თეთრი ფიგურებით ესპანელი მოჭადრაკე ლეონ დავიდი დაამარცხა და მოპოვებული ქულით ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. სხვათაშორის, ანას მეტოქე კატალონიის პრეზიდენტის შვილი გახლდათ.

ქართველმა მოჭადრაკემ 10 შესაძლო ქულიდან 6,5 დააგროვა. ანას გუნდმა "ბარბერამ" გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო. ქართველი დიდოსტატი მსოფლიოს მოჭადრაკე ქალთა რეიტინგში 47-ე ადგილზე იმყოფება.

XI Open INTERNATIONAL "VILA DEL POBLENOU" 2011 საერთაშორისო მასშტაბის ტურნირია, რომელიც კატალონიის ზაფხულის სატურნირო ციკლში შედის, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილი დიდოსტატები იღებენ და მათ შორის ქართველი წარმომადგენელი ანა მათნაძეც არის.

ანა საქართველოში უკვე 6 წელია აღარ ცხოვრობს, მაგრამ საკუთარი ქვეყნის სახელით არაერთხელ გაუმარჯვია. ქართველი მოჭადრაკე მიღწეულზე არ ჩერდება და საქართველოს სახელით მონაწილეობის მიღებას უკვე შემდეგ ესპანურ ტურნირში აპირებს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა