კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა და ჯამში სამი გოლი გავიდა. "კოლხეთი 1913"-მა "თელავს" მოუგო. წყალტუბოში "სამგურალი"-"დინამო თბილისი" უგოლოდ დასრულდა, ბათუმში კი "დინამომ" 1:1 ითამაშა დებიუტანტ "გარეჯთან".

კოლხეთი 1913 1:0 თელავი

ფოთელებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს და მეცხრედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლეს.

კვლავ გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. "კოლხეთი 1913"-ს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6 გოლი მოუგროვდა და აქედან 5 გიორგიმ მიითვალა.

გოლზე: აბუაშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა და ფოთელთა განელმა მცველმა ებენეზერ კპოზომ ხელით ითამაშა. არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე ნახა მომენტი და პენალტი დანიშნა. აბუაშვილმაც ზუსტად დაარტყა და 1:0.

"თელავს" ბოლო 5 მატჩში გოლი არ გაუტანია.

სამგურალი 0:0 დინამო თბ

წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში დაძაბული თამაში გაიმართა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ბოლო ფაზაში გოლამდე ცოტა აკლდებოდათ. ნოდარ ყალიჩავამ და სტეფან სიკაჩმაც მოიგერიეს რთული ბურთები.

მეორე ტაიმში, არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ "სამგურალის" კარში პენალტი დანიშნა და VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. ფერნანდო ბულისა და თორნიკე მორჩილაძის ორთაბრძოლას მოჰყვა ეს ამბები.

"დინამო თბილისი" მეოთხე ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს მეხუთეადგილოსან "სამგურალს".

დინამო ბთ 1:1 გარეჯი

"დინამო ბათუმმა" შინ ფრედ ითამაშა ბოლოადგილოსან საგარეჯოს "გარეჯთან".

მასპინძლები იგებდნენ ჯალენ ბლესას გოლით. ლუკა წულუკიძემ კუთხური ჩააწოდა, ბურთს ყველა ასცდა და შორეულ ძელთან დასწრებაზე იმარჯვა ბლესამ. ეს მისი მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში და ამ მხრივ პირველზეა...

76-ე წუთზე კი "გარეჯმა" პენალტით გაათანაბრა. ვახო ბედოშვილი წააქციეს და თერთმეტმეტრიანი ლევან პაპავამ ზუსტად შეასრულა - 1:1.

"დინამო ბათუმს" წაგება არ აქვს, მესამე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "იბერია 1999"-ს.

erovnuliliga.ge

L.J.
Chiabrishvilo ra ubedurebaa erti golos gatana da mere dacvashi jdoma???saburtalostan meesmis dinamostanac,magram garejtan angarishis shenarchunebaze tamashis ara :((((
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა