ხვიჩა კვარაცხელიამ მართლაც დიდ სცენასა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, გამოცდა უმაღლეს დონეზე ჩააბარა და ტოპფეხბურთელის იმიჯი ჯიდევ უფრო გაიმყარა.

ამ დონის შეხვედრებში მოწინააღმდეგის მიერ დაშვებულ პირველ შეცდომას დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, თამაშის შინაარსს არსებითად ცვლის. იმასთან მიმართებაში, რაც "კვარამ" გააკეთა, "შეცდომა" არაფერ შუაშია, უბრალოდ მან რთულად "მოსათვინიერებელი" ბურთი დაამუშავა და "არსენალის" ნახევარმცველი რაისი აიძულა, მცველი დაეზღვია, რამაც ცენტრი მოაშიშვლა. ქართველი შემტევის ერთ-ერთი მთავარი თვისება სიტუაციის სწრაფად და სწორად შეფასებაა, რაც ამ ეპიზოდშიც ვნახეთ.

ჩვენ საქმე დიდი შეტევითი უნარების მქონე ჩვენებურთან გვაქვს და სულ გვინდა, ხვიჩა უტევდეს და თვალს გვწყვეტდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ასე შეუძლებელია, საქმეში სტრატეგიული დეტალები ერთვება. მეორე ტაიმში ტაქტიკურად კიდევ უფრო დაბრძენებული კვარაცხელია ვნახეთ, საჭიროების მიხედვით ტემპს რომ აგდებდა და აქცენტს ბურთის გათამაშებაზე აკეთებდა, დაცვაში ხომ დაუზარებლად მუშაობდა. რომელ ფლანგზეც ხვიჩა არ თამაშობს, იქ აშკარად იგრძნობა რომ მცველს ნაკლები დახმარება აქვს. ახლა ამ ვითარებაში ყოფნა უფრო ჰაკიმის უწევდა. "კვარას" კიდევ ერთი უნარი გააჩნია, მეტოქის იმ ფეხბურთელს, ვინაც მისი ფრთის დაცვა ევალება, თამაშიდან თიშავს, უბრალოდ იძულებულს ხდის, წინ წასვლაზე არც კი იფიქროს.

რადგანაც ჩვენი წერილის დიდი ნაწილი ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აეწყო, ისიც ვთქვათ, სამუშაო რაზეა, რაც განმეორებით შეხვედრაში გამოსადეგი იქნება. როცა მეტოქე აპრესინგებს, პარიზელები ცდილობდნენ, გრძელი პასებით ეს წინააღმდეგობა მარტივად დაძლიონ. მეკარე დონარუმას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, პირველი პასი კვარაცხელიას მისამართით გაეშვა. ასეთ დროს ერთი, არ დარჩენილა განცდა, რომ ეს კომპონენტი ვარჯიშებზე სრულყოფილად დამუშავებული იყო და მეორე, თავით ორთაბრძლობის მოგება ხვიჩას საუკეთესო მხარე არაა და დარწმუნებულები ვართ, ის ამაზე მუშაობს. კიდევ ერთი ამბავი იმას ეხება, "კვარა" რამდენიმე მეურვის გარემოცვაში როცა მოხვდა და ბურთი დაკარგა, სწრაფი კონტრშეტევა კი ჰაკიმის გაფრთხილების ხარჯზე შეჩერდა. მაროკოელს ეს ყვითელი ბარათი კინაღამ ძვირად დაუჯდა, სხვა ვითარებაში მსაჯმა დაინდო. "არსენალი" პარიზშიც ეცდება, მოწინააღმდეგე ასეთ მცირე შეცდომებში გამოიჭიროს, აბა გასვლით დაპირისპირებაში ინიციატივის მთლიანად დაუფლებაზე ფიქრი მათ გაუჭირდებათ.

ფაქტია, ქართველი ლუის ენრიკეს დავალებებს კარგად უსმენს, ეპანელი მწვრთნელის კომპეტენცია და მრავალმხრივობა კი საგრძნობი ხდება. ის ტაქტიკურად აშკარად გაზრდილია, 10 წლის წინანდელი ტრიუმფის მერე. ახლა მთავარია, პსჟმ მობილიზება არ დაკარგოს, გუნდურმა გამოუცდელობამ მათ გადამწტყვეტ გამოსვლაზე ნეგატიურად არ აისახოს, უნებლიე შეცდომები შემცირდეს და ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც რთულად, მაგრამ მოვა.

კოტე
ავტორი უარყოფით კონტექსტში ამახვილებს ყურადღებას თითქოს ხვიჩას ბურთის დაკარგვამ გამოიწვია მცველი ჰაკიმის გაყვითლება, თუმცა ჩემი აზრით ჰაკიმი თავად მისი არასწორი მოქმედების და პოზიციის გამო გაყვითლდა, რადგან მას უკან დამზღვევი არ ჰყავდა და ამიტომ მოუწია გაყვითლება. მესმის რომ ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი თუმცა ამის ხვიჩაზე დაბრალება არ მიმაჩნია მართებულად.
კოტეს
ავტორი ზუსტად მაგას წერს რომ კვარა მცველებს ძალიან ეხმარება და გუშინ ჰაკიმის ძალიან დააკლდა. რქც შეეხება იმ ჯარიმას, ხვიჩამ ბურთი შეტევაში დაკარგა და ამ დროა ენრიკეს დავალება იქნებოდა, სწრაფი შეტევა ჩაეშალათ
კოტე
ღვთისავარ ანთაძე აღწერაში ჭიდაობა გიწერიათ, თუმცა ფეხბურთშიც ბევრ სწორ ანალიზს ახერხებთ. ერთში შეგეპასუხებით - ჰაკიმი მცველია და ყოველთვის უნდა იყოს მზად თავისი ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად. კვარამ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან დაკარგა და მცველს ისე უნდა ისე დაეზღვია რომ არ გაყვითლებულიყო, რადგან როცა მენდეშ გადადიოდა შეტევაში კვარა უკან რჩებოდა და აზღვევდა, ჰაკიმი კი ეგრევე შეტევაში გარბის და სივრცეებს ტოვებს ხშირად.
"ვილიარეალთან" თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია" - გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
მიქაუტაძის 66 წუთი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვილიარეალი" უშანსოდ დაამარცხა
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
"ბარსელონამ" "ოლიმპიაკოსი" გაანადგურა - ზარიას "კაირატმა" "პაფოსს" ვერ მოუგო
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
პსჟ-ს მეკარე მალე შეიძლება "სპორტინგში" ან "ვალენსიაში" გადავიდეს
კიტეიშვილით სერია A-ს კლუბი დაინტერესდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ტრენტს "ელ კლასიკოში" თამაში სურს - როდის დაუბრუნდება ინგლისელი მოედანს
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა
[VIDEO] ბევრმა დაიჯერა, რომ ხვიჩას სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში სურდა - კვარაცხელიაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა
შვედეთის ჩემპიონი სოფლის გუნდი გახდა, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს
"კვარაცხელია გამონაკლისს წარმოადგენს" - RMC Sport-ი ვარაუდობს, რომელ პოზიციაზე ითამაშებს დღეს ხვიჩა
"მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა" - "სიტისთან" მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
დღეს - კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე "სიტის" დასამწუხრებლად
კვარაცხელიას დიდი მატჩი ფინალისთვის და ნაცნობი "ინტერის" მოლოდინი
"კვარას" როლი "არსენალთან" დიდი იქნება - დემბელეს სათადარიგოობის დროა?!
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
არსენალი VS პსჟ - ხვიჩა ფინალისთვის!
კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება