ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად CBS Sports-ის საფეხბურთო ექსპერტმა, ტიერი ანრიმ, "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის, ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა.

"არსენალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ის სათამაშო ხარისხი, რომელსაც იამალი 17 წლის ასაკში აჩვენებს, დაუჯერებელია.

"იამალის თამაშის ყურებისას, ვერ ვიჯერებ, რომ ლამინი 17 წლის არის. მისი სიმშვიდე და თამაშის ხედვა დაუჯერებელია. ესპანელი პრესინგზეც შესანიშნავად გამოიყურება, ეს ნორმალური არ არის.

იცით, ფეხბურთში ყოველთვის რა მაოცებს? მუდამ ვფიქრობთ, რომ მესისა და რონალდოზე უკეთესი ფეხბურთელები არ გამოჩნდებიან, შემდეგ კი იამალის მსგავს მოთამაშეებს ვხედავთ... ერთი ბიჭი არგენტინაშიც გამოჩნდა, ფრანკო მასტანტუონო, იგი "რივერ პლეიტში" თამაშობს. აი, ამიტომ არის ფეხბურთი გასაოცარი", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, იამალმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე 49 მატჩი გამართა, თავი კი 15 გატანილი გოლითა და 24 საგოლე პასით გამოიჩინა, რაც შეეხება მასტანტუონოს, 17 წლის არგენტინელს მიმდინარე ეზონში მოედანზე გასვლის შანსი 13-ჯერ მიეცა, 4-ჯერ გოლის გატანა, 2-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

სოსო
არ დაგავიწყდეთ,რომ ლამინ იამალი,ჯერ კიდევ ძალიან პატარა,ლიონელ მესიმ აიყვანა ხელში და მასთან ერთად ვიდეოც გადაიღო.მესიზე ამბობენ უცხოპლანეტელიაო და ამას,მისი ზებუნებრივი საფეხბურთო უნარებით ხსნიან.ვინ იცის,სწორედ მესიმ დაანათლა,მისი მემკვიდრეობა?ფერიებიც ხომ დაანათლავენ ხოლმე პატარებს,სხვადასხვა უნარებს.კი,ეს ზღაპრებში ხდება,მაგრამ იმდენი ზღაპრული ამბავი იქცა რეალობად,რომ ვინ იცის,ესეც რეალურია?! კი ბატონო,გავიღიმოთ,მაგრამ ოცნებას ვინ დაგვიშლის?ვ ე რ ა ვ ი ი ი ნ!
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა