Goal-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვით პსჟ-ს შემტევი უსმან დემბელე დაწინაურდა. „პარი სენ ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პრეტენდენტთა სიაში მე-15 ადგილზეა.

ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება

1. უსმან დემბელე (პსჟ)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა)

3. რაფინია (ბარსელონა)

4. პედრი (ბარსელონა)

5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

7. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

8. ჰარი კეინი (ბაიერნი)

9. კილიან მბაპე (რეალი)

10. ნუნო მენდეში (პსჟ)

11. დეკლან რაისი (არსენალი)

12. ჯუდ ბელინგემი (რეალი)

13. ვინისიუსი (რეალი)

14. ვიტინია (პსჟ)

15. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

16. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი)

17. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

18. დეზირე დუე (პსჟ)

19. ბუკაიო საკა (არსენალი)

20. დენზელ დუმფრისი (ინტერი)

გამოცემა ქართველის შესახებ წერს: „2024/25-ის სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 11 გოლი და 11 საგოლე პასია. ლიგა 1 მოიგო. გატანილი გოლებისა და გაკეთებული საგოლე გადაცემების რაოდენობა სრულად არ შეესაბამება ამ სეზონში მისი თამაშის დონეს, მაგრამ ახლა, როდესაც სეზონის დასკვნითი თვე დადგა, ხვიჩა ორი სხვადასხვა ტიტულის, პსჟ-სა და "ნაპოლიში" ჩემპიონატის მოგების ზღვარზეა, ასევე შეუძლია ამჟამინდელი ფავორიტებისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშოს, წინ წაიწიოს და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდეს.

ევროტურნირებზე მისმა ზოგიერთმა გამორჩეულმა თამაშმა, განსაკუთრებით „ასტონ ვილასთან“ მეოთხედფინალში გატანილმა ბრწყინვალე გოლმა, რა თქმა უნდა, ყურადღება მიიპყრო და უდავოდ ძალუძს მეორედ მოხვდეს პრიზის მოგების კანდიდატთა შორის“.

სოსო
დემბელემ ქვევით ჩამოიწია,ნახევარმცველებმა ფლანგებზე გადაიწიეს და თავისი კაცებიც თან გაიყოლეს,დაცვამ ბურთი დემბელეს მიაწოდა,რომელმაც წინ წაიწია,თავისუფალ სივრცეში შეუშვა ხვიჩა და მისგან მიღებული საპასუხო პასიდან ერთი შეხებით,ბურთი არსენალის კარში შეაგდო.ეს აშკარად დამუშავებული სქემა იყო,რადგან რამდენჯერმე ასე მიიღო დემბელემ ბურთი და მერე შეტევასაც ის შლიდა.ფაქტობრივად გამთამაშებლის ფუნქციას ასრულებდა.ფლანგის მცველებიც შეტევაში გარბოდნენ და მათ ადგილს ხვიჩა და დუე აზღვევდნენ.მთელ თამაში,ამ მართულ ქაოსზე იყო აწყობილი,სადაც დემბელე საკვანძო ფიგურა იყო.
გიგო პაპა
რატომ ჩქარობთ ხვიჩას ჩამოწერას? წელს დიდი ალბათობით ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება და ნაპოლის წარმატებაშიც მიუძღვის თავისი წვლილი. წინ არსენალთან თამაშია და არაა გამორიცხული ხვიჩა გახდეს საუკეთესო. თუ ფინალშიც იფრინა და თასი ასწია, არა მგონია დემბელემ დაჩრდილოს. თანაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიცაა შემდეგ და არავინ იცის ვინ როგორ გამოიჩენს თავს. თუ იქაც წარმატებული და გამორჩეული იქნება ჩვენი სიამაყე და ყველა თასი თავს ზემოთ აწია, საუკეთესოს რეეალური კანდიდატი შეიძლება იყოს. გააჩნია რამდენს გაიტანს და რა მნივნელობისა იქნება თითოეული გოლი. აბა, ვის რაში აინტერესებს რამდენი გოლი გაიტანეს რაფინიამ, დემბელემ ან სალაჰმა თავიანთი ჩემპიონატის მაჩანჩალა გუნდებთან....
ზედა მეზობელს, ქვედა მეზობლისგან!
ბიჭო, მთელი ღამე არ დაგვაძინე, არ დაგვაძინე! რას აპოსტები ამისთანას, რომ კლავიატურის კაკუნი ჩამოდიოდა ჩვენს სართულზე? შემდგომში მოგვასვენე და დაგვაძინე მეზობლები!
დავით 67- როთიშვილს!
შეგისწორებ: "ვანიაშვილი" არა, ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი!!! გაიგე გნაცო, როთო?
lasha
წელს კვარს ოქროს ბურთი გამორიცხულია. თუ პსჟ მოიგებს ლიგას, რისი დიდი იმედი მაქვს დემბელეს დიდი შანსი უჩნდება ოქროს ბურთის და ეკუთვნის კიდეც დონარუმა საოცრებებს აკეთებს და ეკუთვნის 5-ეული და დარჩენილ 2 მათჩში კვარა ლომის წილს შეიტანს გამარჯვებაში 5 ელის სნის მასაც გაუჩნდება ისე ულოგიკოა ლიგის 4 საუკეთესო გუნდში გასული ინტერიდან და დარწმუნებული ვარ ფინალშიც გავა ერთი კინკილა მოთამაშე შეიყვანეს 20 ეულში :)
ზედა მეზობელი
სამწუხაროდ,კვარა ვერ აიღებს ამ პრიზს,ლიგის მოგების მიუხედავად. ყველას ავიწყდება ის ფაქტი,რომ კვარამ ნაპოლიში დაიწყო სეზონი,არცთუ კარგად გამოიყურებოდა და მერე წავიდა პსჟში. ამ პსჟში ადაპტაცია მალე გაიარა,თუმცა ოქროს ბურთის მოსაგებად საკმარისი არ არის,მით უფრო რო მაგ გუნდში დებმბელეს უფრო კარგი სეზონი აქვს მთლიანობაში. ზოგადად,ობიექტურად,მაგარი ფანატიკოსი უნდა იყო გჯეროდეს კვარას ოქროს ბურთის მოგების პერსპექტივა იმ ფონზე,როცა ესპანეთში რაფინია და იამალი დაფრინავენ,ინგლისში სალაჰი და საფრანგეთში დემბელე. რაღაც უნდა გიმაგრებდეს ზურგს,ან ტიტულის ბევრი ტიტული უნდა მოიგო და გუნდში იყო პირველი ან სასწაული სტატისტიკა უნდა გქონდეს. ხვიჩას სასწაული სტატისტიკა არ აქვს,არც გუნდში არის პირველი და რით უნდა მოიგოს,რა მესი არის? ზოგიერთს სალაჰის ადგილი არ მოსწონს ამ სიაში და კითხვა მაქვს,ფეხბურთელს აქვს 28 გოლი და 17 საგოლე გადაცემა,პრემიერლიგა უკვე მოიგო,რა ეს საკმარისი არ არის რო სიაში იყოს? თან ვერ მოიგებს სალაჰი ამ პრიზს,ხოდა ხვიჩამ როგორ უნდა მოიგოს? იქეთ რაფინია თავისი ლალიგის ძალიან კარგი სტატისტიკით და ლიგაზე 20 საგოლე მოქმედება აქვს,ორი ტიტული მოიგო უკვე. მხოლოდ ფინტაობით და კაცის მოტყუებითაც არ არის პირველზე ხვიჩა,იამალმა მთელი სეზონი ამცირა მეტოქის მცველები,აგერ ინტერის სამი კაცი დასდევდა და ვერ აჩერებდნენ. ამიტომაც უაზრო სურვილებს შეშვით,ისიც დიდი ამბავია რო ამ სიაშია,თუმცა ისიც სათქმელია რო ამ სიაში არ ყოფნა აპრიორი ცუდ ფეხბურთელობას ან ცუდ სეზონს არ ნიშნავს. ეს ჯილდო არ აქვს მოგებული ინიესტად,სასწაული სეზონების მიუხედავად,როგორც უესლი სნეიდერს ტრებლის მოგების და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობის მიუხედავად,არ მოუგია რიბერის სასწაული სეზონის მიუხედავად.უამრავი შემიძლია დავასახელო კიდევ,ეს პრიზი გადააქციეს ორი ფეხბურთელის საჯილდაო ქვად ან ორი გუნდის. რა ეს ორი ფეხბურთელი მარტო იგებდნენ თამაშებს და 11 კაცის მოვალეობას ასრულებდნენ? გუნდში 11 ფეხბურთელია,თუ გუნდი იგებს ტიტულს,არ შეიძლება ერთის დამსახურება იყოს,ასე არ ხდება.თუმცა მაინც ჯიუტად ერთი და იგივე ფეხბურთელებს აძლევდნენ პრიზს. გავიგე რო ინდივიდუალური ჯილდოა,თუმცა თუ თავდასხმელის შემტევი სტატისტიკა არის,მცველების დაცვითი კონტრიბუცია რატომ არის უარყოფილი? რა მცველმა უამრავი გოლი უნდა გაიტანოს? მესის ან რონალდოს კარგი საყრდენი ზონა ან დაცვა რო არ ყოლოდა,რას მოიგებდნენ? მეტსაც გეტყვით,ვერც ამდენ გოლს გაიტანდნენ. ლივერპული რეალის ბოლო ფინალში,კურტუამ სასწაული სეივები აკეთე,თუმცა ოქროს ბურთზე პრეტენზია ვინისიუს ქონდა,რადგან გოლი გაიტანა ფინალში. ის გოლი იყო ერთი,ხოლო კურტუამ უამრავი სეივი შეასრულა. ის დარტყმულები რო გაეშვა,იმ ფინალს ლივერპული მოიგებდა ბევრით ერთს. რატომ ჩაგრავენ მიზანმიმართულად მეკარებს უფრო და მცველებს? რა ეს პოზიცია ვინმემ გააუქმა? რატომ მოვყევი ამდენი,ხვიჩა თუ მოიგებს ამას არ იქნება უძლიერესი პლანეტაზე და თუ ვერ მოიგებს,უცუდესი ფეხბურთელი ვერ გახდება. აგერ მოკლე მიმოხილვა ჩავატარე ამ პრიზის დაჯილდოების და აქ ჩანს სრული იდიოტიზმი ამ დაჯილდოების ორგანიზატორების. არც ვუყურებ ხოლმე ამ დაჯილდოებას,რადგან ვთვლი რო არასამართლიანი და მიკერძოებულია. სამხრეთ ამერიკელი მხოლოდ იმიტო აძლევს ხმას ფეხბურთელს რო სამხრეთ ამერიკიდან არის,ასე არის აფრიკაც და აზიაც.ხოდა სრული უაზრობა არის ამიტომ. მაგალითად,საქართველოდან სამი ხმა მიდის და დღესაც მესის აძლევენ ხმას სანიოლი,კაშია და ჟურნალისტი,ხოდა ეს ობეიქტურია? ხვიჩას ოქროს ბურთი არ სჭირდება,გაგრძელოს განვითარება და ადამიანებს მისცეს საშუალება ფეხბურთით ისიამოვნონ.ხალხის გული უნდა მოიგოს,ვინც ამ პრიზის არ ქონის მიუხედავად დაიმახსოვრებს,როგორც მე მახსოვს ინიესტა ან ჯერარდი.ეს არის აქ მთავარი და არა ის,ვის შეტენიან ამ ჯილდოს. ფეხბურთი არის ბრძოლა მაგარ შემტევს და მაგარ დამცველს შორის ან მაგარ დამრტყმელს და მაგარ მეკარეს შორის,ეს არის ამ სპორტის ხიბლი. ამ პრიზის გადაცემის დროს მხოლოდ კარგ დამრტყმელს და კარგ შემტევს აქვს უპირატესობა,რაც ამ სანახაობის ნაკლებობას იწვევს,რადგან ბავშვი რო შედის ფეხბურთზე,ყველას შემტევად ყოფნა სურს,ნიჭირი ბავშვები შემტევები ხდებიან და მცველები ნაკლებად ნიეჭირები,ამიტომაც არის ბევრი კარგი შემტევი და ნაკლები კარგი მცველი.ადრე ასე არ იყო,მცველებიც ბევრი იყო კარგი,ნახევარმცველებიც და შემტევები. შეტევაში გინდოდა და რონალდო იყო,ნახევარზე გინდოდა და ზიდანი იყო,დაცვა იყო და მალდინი იდგა,ხოლო კარს ბუფონი ამაგრებდა.ეს ფეხბურთელები კრებსითად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას,თორე არც პრილო იყო ვინმეზე ნაკლები და არც ჯერარდი,გუტიზე და რიკელმეზე აღარაფერს ვამბობ,იქეთ ლუსიო იყო და კანავარო,კასილასი და ჩეხი უმაღლეს დონეს დებდნენ,რონალდინიო და რომარიოც იყო,თავისი ბაჯოთი და კლოზეთი,დელპიერო არავის დაავიწყდეს. რიკელმზეს არ აქვს ეს პრიზი,თუმცა მისი ყოველი შეხება ბურთთან იყო ხელოვნება,ჯერარდი 50 მეტრიან პასს თამაშში უამრავს აკეთებდა და ნებისმიერი წერტილიდან ურტყავდა კარში. აგერ,ყველა სალიბას აქებდა,პრემიერლიგის საუკეთესო მცველიაო,ხოდა მაგ სალიბას ტიმბერთან წყვილში არ დაუგდო ფასი ხვიჩამ? ეგეც თუ მცველია რა. ადრე,ბარეზის ან მალდინის თუ გასცდებოდი,ამას თავისი ფასი ქონდა,ერთხელ გაგატარებდა და მეორეთ,ან ბურთს წაგართმევდა ან ჩაგჩეხავდა. შემტევებს შიში ქონდათ,უკან დამხევები არ იყვნენ ის მცველები და შემტევები ცდილობდნენ ის გასცდენოდნენ ამ ხალხს რო ნაკლები ზიანი მიეღოთ. ვერც მალდისნის და ვერც ბარეზის ფასს ვერავინ დაუგდებდა,ბევრს ატყუებდნენ,მარა ისინი ებრძოდნენ მონსტრებს და არ ნებდებოდნენ,ძალიან ბევრჯერაც იმარჯვებდნენ.დღეს,სალიბას ხვიჩა ასიდან ასჯერ მოატყუებს,როგორც ბევრ სხვას კიდევ. ერთიერთზე ერთი მცველია მხოლოდ,ვისთანაც ყველას უჭირს და ეს არის ვანდაიკი. დანარჩენი ხან წყვილში დგანან,ხან მთელი დაცვა და ასე იცავენ თავს. აგერ ინტერი რანაირად იდგა,მარა იამალი დასეირნობდა მაინც. 2 მცველი და ერთი საყრდენი რო ერთ ხალცს ვერ გააჩერებს მთელი თამაში,დგება ამ ხალხის კვალიფიკაციის ამბავი. ბოდიში,ძალიან გამიგრძელდა,მარა ჩემი გულისწუხილი ვთქვი,ნუ კლავთ ფეხბურთს შემტევების გაფეტიშებით,თუ აფასებთ კვარას,ნუ დაჩაგრავთ მამარდას.ორივე ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და თავის პოზიციაზე მაქსიმუმს აკეთებენ. ასეა მსოფლიოშიც,მესი თუ ყავს არგენტინას,ხომ ყავდა მაკ ალისტერიც,რატო მას არ ახსენებთ? რა აკლდა მესის ტიტულამდე? მას აკლდა მაკ ალისტერი. ეს არის სიმართლე და ეს არის ფეხბურთი,მარტო ვერაფრერს ვერ მოიგებ,მაკ ალისტერი გჭირდება,მიში შრომა და შემოქმედება. ასეა ეს.
უფროსი
ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი თამაში უნდა ჩაატაროს უმაღლეს დონეზე ხვიჩამ, და "ოქროს ბურთი" ჩვენი იქნება.
Levani
Modric-ს მე აქ ყოველთვის ვაკომენტარებდი,იარეთ საქართველოს ჩემპიონატზე და ხარისხიანად გააშუქეთ. ცოტა რეკლამა და მაყურებელი აკლია,თვითონ თამაშის ხარისხი არ არის ცუდითქო. 3-4 წლის წინაც ჯერ კიდევ. მართლა მიმაჩნდა რომ ხარისხი და სანახაობა არ ჩამოუვარდებოდა თუნდაც არგენტინის სვარკა ჩემპიონატს 2 პასს რო ვერ აკეთებენ და მარტო ჩეხაობენ. მაგრამ ამ სეზონმა მეც კი გამიცრუა იმედები. რა უბედურებაა ყველა გუნდისგან ერთბურთიანი სხვაობის შენარჩუნება-გაჭინთვა,უკან პასები,მინდორზე გორაობა დროის გაყვანის მიზნით. შე..ცი აქ მოპოვებულ 1 და 3 ქულას,თუ არ გვაბოლებთ და მართლა რამეს მიღწევა გინდათ ჯერ შეტევა უნდა ისწავლოთ. 10 გუნდიდან ყველა დაცვას თამაშობს,საზიზღარი საყურებელი თამაშებია.ერთი სიტყვით ყველაფერი ტ..კისკენ წავიდა და რა აზრი აქვს,მაგ ცხრილებს თვითონ უყურონ გუნდების პრეზიდენტებმა
დავით 67
სოსო-ს! რატომ ხარ სიახლის წინააღმდეგი? ძველი სტატიები არ იკარგება, რა ვიცი მე ვნახულობ. მე პირადად მომწონს ახალი დიზაინი, თუმცა თუ უმრავლესობა ასე მოითხოვს, უნდა დააბრუნონ ძველი. ბოლოსდაბოლოს აქაც ვანიაშვილი ხომ არ არის ჩაჩრილი, რომელიც მე ასე მინდას პრინციპით მართავს ქვეყანას
რა დემბელე
რა დემბელე, ბოლო თამაშებია საერთოდ გოლიც ვერ გააქვს, პსჟს აქაჩინებს ხვიჩა და დუე, იამალი კიდევ სულ სხვა დონეზეა. რა მბაპე რაისი და სალაჰი, ვიტინიაც ვერ ქაჩავს ამ ბოლოს, ბელინგემი და ვინისიუსი მარტო სახელებია დარჩენილი. ფინალი იქნება ბარსა პსჟ და ხვიჩა აწევს თასს.
სოსო
ამდენი ხანი,ამ საიტის უშუალოდ მომხმარებლები ვყვირით,რომ ეს ფორმატი არ ვარგა და ძველი სჯობდა,ყურსაც არ აბარტყუნებენ,შეეჩვევითო!რას უნდა შევეჩვიო,ერთი კვირის წინანდელ სტატიას თუ დამჭირდა ვერანაირად რომ ვეღარ ვნახავ და ახალი მასალებიც ორ დღეში იკარგება?ადრე გათამაშების ცხრილებსაც დებდნენ ხოლმე,თუმცა თვეში ერთხელ თუ განაახლებდნენ.გასაგებია,რომ შესაძლოა კადრები არ ყოფნით,მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ,შესაძლოა საერთოდ აღარ დასჭირდეთ კადრები.ისედაც გაცილებით ცოტა გამოხმაურებებია და ესეც ამტკიცებს,რომ ფორმატი წარუმატებელია.განმეორებით მატჩებს დაველოდები და თუ მანამდე არ გამოსწორდა,წავალ,სხვა გზას ვნახავ.ჯერ კიდევ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში დარჩენის შესახებ ვწერდი,რომ სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა დარჩე.ეს საიტიც თავისი საქმით გვეუბნება,რომ პატივს არ გცემთ და თქვენ რაც გინდა გააკეთეთო.შეტყობინება მიღებულია!ერთი კვირის შემდეგ,თუ არაფერი შეიცვალა,მე ამ საიტს დავტოვებ.ყველამ თვითონ გადაწყვიტოს,როგორ მოიქცეს.ჩემი გადაწყვეტილება კი, ასეთია.
ქართველი!
ამ, ხალხს ვერ გაუგიათ, რომ პირველ რიგში ქართულს უნდა სცენ პატივი!
ჟორა გაბრიჭიძე
ვერ გავიგე რა სისტემით აფასებენ ფეხბურთელებს. იამალმა დახატა ინტერთან, დემბელეს კი არც ისე ბრწყინვალე თამაში ჰქონდა არსენალთან. ვიტინია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს არსენალთან, სპორტულმა გამოცემებმა კი სამივემ ყველაზე დაბალი შეფასება მისცა. ხვიჩას მაგარი პრესა აქვს და ყველა სპეციალისტი აქებს მის მრავალმხრივ თამაშს, მეხუთმეტე ადგილი კი რა უბედურებაა?
გიგა
რა უცნაურია! უსმან დემბელე ბარსელონაში სულ ლაზარეთში იწვა, ტრავმების გამო და გულშემატკივრები მასხარადაც კი იგდებდნენ, როგორც კი წამოვიდა ბარსადან და გადავიდა პსჯეში, ეგრევე გუნდის ვარსკვლავი გახდა და აგერ ფავორიტიც კი არის ოქროს ბურთის!
დათო
სამართლიანი შენიშვნაა
Modric
საიტის ადმინისტრაციას მივმართავ, მარჯვნივ, ცხრილები სადაცაა, მანდ ეროვნული ლიგის ცხრილიც რომ დაამატოთ არ გიფიქრიათ? ასე როგორ შეიძლება? საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი თუ თვითონვე დააიგნორეთ, ქართულ კლუბებს რატომ თხოვთ საერთოდ რაიმეს? პირველივე (Default) ცხრილი უნდა იყოს საქართველოსი! და შემდეგ ვისაც უცხო ქვეყნების ჩემპიონატები აინტერესებს, გადაცვლიდა და ნახავდა. იმედია, გაითვალისწინებთ.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!