საქართველოს 7-ქალა პირველად ისტორიაში წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს, რომელიც ივნისში ორ ეტაპად, ხორვატიასა და გერმანიაში გაიმართება.

გოგონებმა შარშან რაგბი ევროპის ალაფაზე წარმატებით ითამაშეს, ორი ეტაპის ჯამში მეორე ადგილი დაიკავეს და 12-გუნდა ელიტაში დაწინაურდნენ.

ჩემპიონატამდე ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ორ შეკრებას გაივლიან. 17-18 მაისს გოგონები გერმანიის ქალაქ ბონში კომერციულ ტურნირზე ითამაშებენ. მასში საქართველოს გარდა ბელგიის ერთი და მასპინძელი გერმანიის ორი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შარშანდელი შედეგების მიხედვით ბელგიელმა გოგონებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეორე, ხოლო გერმანელებმა მერვე ადგილზე დაასრულეს.

შაბათს, 17 მაისს ჩვენი 7-ქალა ბელგიას საქართველოს დროით 15:50 საათზე ეთამაშება; 17:30-ზე გერმანია2-ს შეერკინება; ხოლო 19:30-ზე გერმანია1-ს. კვირას, 18 მაისს იგივე გუნდებს სხვა თანმიმდევრობით შევხვდებით: 12:00 გერმანია1; 14:00 ბელგია; და 15:20 გერმანია2.

გერმანიიდან ჩვენი გუნდი საფრანგეთში გადაინაცვლებს და ქალაქ ტურში 5-დღიან შეკრებას გაივლის. მზადების ფარგლებში ადგილობრივ რეგიონალურ ნაკრებთან ამხანაგური თამაშები იქნება, 24-25 მაისს კი საქართველოს 7-ქალა ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება რაგბი ევროპი ჩემპიონატის პირველ ეტაპს, მას 13-15 ივნისს ხორვატიის საკურორტო ქალაქი მაკარსკა უმასპინძლებს. ქართველი გოგონები ა ჯგუფში ევროპის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან, ჩეხეთთან (შარშან მე-6 ადგილი) და ირლანდიასთან (შარშან მე-7 ადგილი) მოხვდნენ. ბ ჯგუფში ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და შვედეთი, ხოლო გ ჯგუფში ესპანეთი, პოლონეთი, იტალია და პორტუგალია ითამაშებენ.

Rugby.ge

"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[PHOTO] "არ შეიძლება მისი დედა იყოს... 20 წლის გოგოს წააგავს" - "კაირატის" მეკარის დედამ ყველა გააოგნა
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა