
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე გრანდ სლემზე, -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კაპანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, კოტემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი სულეიმან შუკუროვი დაამარცხა.
კოტემ პირველი წრე დაისვენა, შემდეგ მასპინძელი მოჰამად იუსუფზოდა, უზბეკი სუხრობ ტურსუნოვი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან დამარცხდა.
ამავე წონით კატეგორიაში ალექსანდრე ლოლაძე ჩინელ იუხიუსთან მეორე წრეში დამარცხდა, -73 კილოგრამში კი გიორგი ტერაშვილმა უზბეკ ხოჯაბარ ტოშევთან წაგების შემდეგ დაასრულა გამოსვლა.