კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დასრულდა. "დინამო თბილისმა", "ტორპედომ" და "გარეჯმა" გაიმარჯვეს, "გაგრა" კი ბოლო წუთამდე უგებდა "დინამო ბათუმს", მაგრამ კვლავ გაიტანა ჯალენ ბლესამ და საბოლოოდ, 1:1.

დინამო თბ 3:0 კოლხეთი 1913

საწყის 15 წუთში თბილისელებს უკვე ორბურთიანი ფორა ჰქონდათ. ჯერ მათე ვაწაძემ გაიტანა თავურით, მერე კი თორნიკე მორჩილაძემ გამოიყენა ვალერიან გვილიას პასი და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

მესამე გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გავიდა: კონტრშეტევა, ოთარ აფციაურის კარგი პასი და ნოდარ ლომინაძის ტექნიკურად შესრულება - 3:0. ეს ნოდარის პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მანამდე ფოთელებს გაუძევეს ფეხბურთელი, კერძოდ, სულეიმან მეიტე ლომინაძეს ეუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

"დინამო თბილისი" მეოთხე ადგილზეა, ხოლო "კოლხეთი 1913" - მერვეზე.

გარეჯი 2:1 სამგურალი

საგარეჯოელებმა რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2:1 აჯობა წყალტუბოს "სამგურალს".

პირველ ტაიმში კამერუნელმა ფრანსია ეკონგოლომ გამოიყენა ბადრი გოგობერიშვილის პასი და დაბალ კუთხეში დარტყმით გახსნა ანგარიში.

63-ე წუთზე "სამგურალმა" გიორგი ფანცულაიას გოლით გაათანაბრა. მშვენიერი კომბინაცია იყო. სხვათა შორის, ფანცულაია სამი წუთის შესული იყო მინდორზე.

გავიდა ერთი წუთი და "გარეჯი" ისევ წინ გავიდა. ლევან პაპავამ მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. საგარეჯოელები ისევ ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ სხვა გუნდებს მიუახლოვდნენ: აი, მეექვსეადგილოსან "სამგურალს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.

თელავი 1:3 ტორპედო

ქუთაისელებმა სტუმრად დაამარცხეს "თელავი" და მეხუთე ადგილზე არიან. აი, თელაველებს კი ცუდი სერია აქვთ: ბოლო ექვს ტურში მხოლოდ ერთი გოლი და ქულაც ერთი.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი "ტორპედომ" 11-წუთიან მონაკვეთში სამჯერ გაიტანა. ჯერ ბიორნ იონსენმა შეასრულა ლამაზი თავური: ალეკო ბასილაძის ჩაწოდების შემდეგ.

მერე ისევ თავურით გატანილი ვნახეთ, კერძოდ, ცოტნე ფაცაციას ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა მერაბ გიგაურის ზუსტი დარტყმა. მესამე ბურთი კი პაატა ღუდუშაურმა მიითვალა იონსენის კარგი გადაცემის შემდეგ...

"თელავმა" ერთი საპასუხო გოლი გაიტანა: ტატო ჟივიძემ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში - 1:3.

გაგრა 1:1 დინამო ბთ

ზედიზედ სამი წაგების მერე, "გაგრამ" პირველი ქულა აიღო: ფრე "დინამო ბათუმთან"

41-ე წუთზე "გაგრა" ბრაზილიელმა პედრო ბორჟესმა დააწინაურა, სწრაფი შეტევა, გეგეჭკორის პასი და ბორჟესის დაბალ კუთხეში დარტყმა - 1:0.

"დინამო ბათუმმა" 90-ე წუთზე გაათანაბრა და კვლავ გაიტანა ესპანელმა ჯალენ ბლესამ. მოგერიებულ ბურთს მომენტალურად მიაყოლა ძლიერი დარტყმა და 1:1. ზედიზედ 8 მატჩია, ბლესას ან გოლი გააქვს, ან საგოლე პასს აკეთებს. 7 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა სიაში პირველზეა.

"დინამო ბათუმი" მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელია: 6 მოგება, 6 ფრე. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება "იბერია 1999"-ს. "გაგრა" კი მეშვიდეზეა.

erovnuliliga.ge

სიმართლე
რაცარუნდა იფაფხურონ კრისტალბეთი რასაც იტყვის ისე მოხდება!!!კრისტალბეთი რასაც იტყვის ევრო თასებზეც იქაც ისე მოხდება..კრისტალბეთს რო ქართული ფეხბურთისთვის კაი უნდოდეს ჩემპიონატის სახე კიარ იქნება ერთ გუნდა დაასპონსორებდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეიყვანდა მაგრამ ფაქტი სახეზეაა რაც კრისტალბეთი აფინანსებს ჩვენს ჩემპიონატს უკან და უკან მიდის ჩვენი ჩემპიონატი უდაბლესიი ჩემპიონატი გვაქვს სადღაც სანმარინოს დონეზე ვართ!!!! მოაშორეთ კრისტალბეთი ჩემპიონატს და წინ წავალთ თუ არაა ისევ და ისევ რეგრესი გველოდება ფული უყვარს ყველა ქართველს რაზეც უარს არ ამბობენ....
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს