ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზესტაფონის "მარგვეთმა" გორში "ივერიონი" ბოლო წუთებზე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ზესტაფონის "მარგვეთმა" გორში "ივერიონი" ბოლო წუთებზე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ზესტაფონის მარგვეთი სუპერლიგის ნახევარფინალშია. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა ზესტაფონელებმა პლეი ოფიდან გორის ივერიონი გააგდეს. დაძაბულ, დრამატულ, ომის ტოლფას მატჩი, რომელიც სერიის ბედს წყვეტდა, მარგვეთმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ივერიონი მისსავე, ქომაგებით გადავსებულ დარბაზში 92:88 (სტატისტიკა) დაამარცხა.

ეს იყო სუპერლიგის მეოთხედფინალის ერთადერთი სერია, რომელშიც მე-5, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. მოედნის უპირატესობა გორელებს ჰქონდათ, რადგან ცხრილში უფრო მაღალი, მე-4 ადგილი დაიკავეს და გადამწყვეტ მატჩსაც უმასპინძლეს. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ივერიონს უნდა გაემარჯვა, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ქულა-ქულა ბრძოლაში მიმდინარე მატჩის ბოლო პერიოდში მასპინძლებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ყველაფერი იმას დაემსგავსა, რაც ამ სერიის წინა, ზესტაფონში გამართულ მე-4 მატჩში მოხდა. მაშინ გორელებმა დასრულებამდე 3 წამით ადრე დამაწინაურებელი ბურთი ჩააგდეს და იმ შეხვედრასთან ერთად მთლიანად სერიის მოგებაც ფაქტობრივად განაღდეს. საჭირო იყო 3 წამის გადაგორება, თუმცა სწორედ ამ დროში, უფრო ზუსტად მის ამოწურვასთან ერთად სანდრო სანაძემ გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო და მარგვეთი გადაარჩინა. სერია გათანაბრდა და გადამწყვეტი, მ-5 მატჩი გორში დაინიშნა, რომლის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე მასპინძლები 9 ქულით – 83:74 იგებდნენ.

აი, აქ გამოჩნდა ზესტაფონელთა ძალა და ხასიათი. ვახტანგ გაფრინდაშვილის წინამძღოლობით მარგვეთმა 4-წუთიანი გაქცევა მოაწყო, რომელიც 10:0 მოიგო და მატჩის დასრულებამდე 2:20 წუთით ადრე 84:83 დაწინაურდა. ივერიონი რომ იოლად არაფერს დათმობდა, ცხადი იყო და ჯეი პალის მექულეობით გორელებმა დაწინაურება მოახერხეს. თუმცა დროებით – ისევ გაფრინდაშვილმა ორქულიანი ჩააგდო, რასაც მიქაელ უგრეხელიძემ სამიანით უპასუხა და სირენამდე წუთნახევრით ადრე ფრე – 88:88 დაფიქსირდა.

გადამწყვეტი გამოდგა გაფრინდაშვილის სამქულიანი, რომელსაც ზესტაფონელთაგან დაცვაში აღებული ბურთი მიება. აღსანიშნავია, რომ გორელებს შანსი ნამდვილად მიეცათ, მაგრამ ვერც ერთი საკვანძო სროლა ვერ ჩააგდეს. რევაზ როგავამ 2 სამიანი და ორიანი გააცუდა, რაც აკოლ მავეინის დამსახურებაა – ზესტაფონელთა ლეგიონერმა როგავას ნასროლს ორჯერ დააფარა. გორელთა ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ  კრისტიან ჯონსმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მარგვეთი მიუწვდომელი გახადა – 92:88. მატჩიც ამ ანგარიშით დასრულდა, რადგან გორელებმა ბოლო შეტევაც გაცუდეს და მატჩთან ერთად სერიაც წააგეს.

ზესტაფონელთაგან 20 ქულითა და 15 მოხსნით მავეინი გამოირჩა. 25 ქულით ბომბადირი გახდა ვახტანგ გაფრინდაშვილი. 22 ქულა და 5 პასი მალიკ მარტინის ანგარიშზეა. ივერიონში 26 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ჯეი პალი. 14-14 ქულა რეჯი მესიდორმა და მიქაელ უგრეხელიძემ მოაგროვეს.

ასე და ამგვარად, მარგვეთმა ნახევარფინალური კვარტეტი შეავსო. ზესტაფონელები ფინალში გასასვლელად სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისს შეერკინებიან. მეორე წყვილში ერთმანეთს თსუ და გურჯაანის დელტა დაუპირისპირდებიან.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო

თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა