2025-2026 წლების სპორტულ სეზონზე საქართველო პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ინიცირებულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს ფიგურულ ციგურაობაში"თრიალეთის თასი 2025"-ს.

«ჩელენჯერის სერიის" ტურნირები, საერთაშორისო საციგურაო კავშირის ინიცირებით, 2014-2015 სპორტული სეზონიდან იმართება ათ სხვადასხვა ქვეყანაში და მის შედეგს სენიორების კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებისათვის სერიოზული მნიშვნელობა აქვს . კერძოდ, სწორედ ჩელენჯერის სერიის ტურნირებზე ეძლევათ სპორტსმენებს შესაძლებლობა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად ტექნიკური მინიმუმის ქულების დაგროვებისა და მსოფლიო სარეიტინგო სიაში მაღალი პოზიციის მიღწევისა. ამასთან, ეს ტურნირი სპორტსმენებს ახალი პროგრამების წარმოდგენისა და მეტი საერთაშორისო გამოცდილების მიღების შასააძლებლობას აძლევს.საერთაშორისო საციგურაო კავშირმა წარმოდგენილი განაცხადებიდან ახალი სეზონისათვის შეარჩია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ქალბატონ მარიამ გიორგობიანის ინიციატივით მომზადებული განაცხადი "ჩელენჯერის სერიის" ტურნირის თბილისში ჩატარების თაობაზე. ჩვენი ფედერაციის მიერ მომზადებული განაცხადი ყველა კრიტერიუმით აკმაყოფილებდა ტურნირის ჩატარებისათვის სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტს , როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჩვენი სპორტსმენების საერთაშორიოს არენაზე მიღწეული შედეგების გათვალსიწინებით, ამიტომაც შერჩეული ათი ქვეყნიდან ჩვენი ფედერაციის განაცხადი აღმოჩნდა იმ ოთხი ქვეყნის განაცხადს შორისაც, ვისაც ოთხივე კატეგორიაში ( მამაკაცები, ქალები, სპორტული წყვილები , სპორტული ცეკვები) მიეცა ტურნირის ჩატარების უფლება.

მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს , თბილისის ყინულის არენაზე დაგეგმილი ჩელენჯერის სერიის საერთშორისო ტურნირი " თრიალეთის თასი 2025" კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იქნებ ჩვენს ქვეყანაში ფიგურული ციგურაობის პოპულარიზაციისა და ამ რანგის ტურნირების ორგანიზების მიმართულებით.სწორედ ახალი სეზონის დასაწყისში ქართველ გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა თბილისში იხილონ საერთაშორისო დონის მაღალ რეიტინგული სპორტსმენების გამოსვლები საქართველოს ნაკრების წევრთა მონაწილეობით, სადაც ჩვენი მოციგურავეები წარმოადგენენ თავიანთ ახალ პროგრამებს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ.

მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა