ლა ლიგის 35-ე ტურში „ბარსელონამ“ სახლში „რეალი" 4:3 დაამარცხა.

დებიუტში სტუმრები მბაპემ დუბლით დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლებმა 4 გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 4:2 მოიგეს.

დუბლი რაფინიამ შეასრულა. ფერან ტორესმა სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მეორე ტაიმში მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და სხვაობა შეამცირა, 90+5 წუთზე ფერმინ ლოპესმა გაიტანა, მაგრამ ხელით თამაშის გამო მსაჯმა გოლი გააუქმა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „ბარსელონა“ 82 ქულით ლიდერია და 15 მაისს „ესპინიოლს“ ესტუმრება, „რეალი“ კი 75 ქულით მეორე პოზიციაზეა და 14 მაისს „მალიორკას“ უმასპინძლებს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“

ბარსელონა - რეალი 4:3

გოლები: 0:1 მბაპე (5, პენ), 0:2 მბაპე (15), 1:2 გარსია (19), 2:2 იამალი (33), 3:2 რაფინია (34), 4:2 რაფინია (45), 4:3 მბაპე (70).

- მბაპემ „რეალში“ სადებიუტო სეზონში სამორანოს გოლების რეკორდი დაამხო - უკვე 39 გაიტანა.

- რაფინიას ანგარიშზე ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში 61 მატჩში 38 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა.

გეგი
სრული სიმართლეა და გეთანხმებით,ეს არის ფეხბურთის დასამარება. ვითომ აქვთ ეს ვარი მაგრამ როგორვც უნდათ ისეთ ინტერპტეტაციას აძლევენ და ისე ამართლებენ ადრიალებენ ყველაფერს.გააგრძელონ ასე და აგერ ნახავთ ხალხისგან ამას რაც მოყვება,დრო და დრო მომწიფდება ეს და ფანებს(უცხოურ) ვეღარავინ აღუდგება მერე წინ.

საოცარია,მაგრამ ესპანელი მსაჯების მოქმედებებს ვერც კრიტიკით,ვერც ანალიზით ვერ გაშიფრავ.მათი მოქმედებების ლოგიკა,სწორედ ალოგიკურობაა.საოცრებებს აკეთებენ მსაჯები და ხმის გამცემი არავინ ჰყავთ.პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ,თორემ გულშემატკივრები აქაც ვყვირით და ესპანეთში არ იყვირებენ?ალბათ მანდაც უცხოელი მსაჯები უნდა მიიწვიონ,ცენტრალურ თამაშებზე,მაგრამ ან ეგ უშველის?!უეფას სამსაჯო კომისიაც ფულში ბანაობს და კორუმპირებულ მსაჯებს რატომ შეეხებიან?როგორც ბიძინა ბარათაშვილმა ილაპარაკა,ესპანეთში მსაჯებს თურმე ძალიან მკაცრი გამოცდების ჩაბარება უწევთ,ფიზიკურ მომზადებაში და ფეხბურთიდან მოსული მსაჯებისათვის მისი ჩაბარება საკმაოდ ძნელი ყოფილა.სამაგიეროდ,ისინი,ვინც საშუალო და გრძელ მანძილებზე სირბილში ვარჯიშობენ,ადვილად აბარებენ ამ ნორმატივებს,არც ფეხბურთის წესების სწავლაა ძალიან რთული საქმე და ისინიც საფეხბურთო მსაჯები ხდებიან,საკმაოდ კარგი ხელფასების ხათრით.მძლეოსან მსაჯს,ცხადია რომ ფეხბურთის ის ნიუანსები არ ესმის,რაც საფეხბურთო კარიერა გამოვლილ მსაჯს ესმის და ცხადია შეცდომების დიდი ნაწილი აქედანაც მოდის.თუმცა მორბენალი მსაჯები თანდათან მრავლდებიან და უკვე ხელმძღვანელი პოზიციებიც დაიკავეს.შესაბამისად ისინი,თავის მსგავსებს უხსნიან გზებს და მსაჯობის ხარისხიც სულ უფრო უარესდება.უკვე საერთაშორისო მატჩებშიც კი,ასეთი დაბალი კვალიფიკაციის მსაჯებს უშვებენ და ამიტომ იქაც მრავლდება სკანდალური მსაჯობის რაოდენობა.ეს ალბათ უეფასაც აწყობს,რადგან უკვე 1981 წელს თბილისის დინამოსთან ფრანც ვიორერის ყოვლად უნამუსო მსაჯობა და ამის შემდეგ 1985 წელს,იგივე მსაჯის თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის ატლეტიკოსა და კიევის დინამოს მსაჯად დანიშვნა, კვლავაც სრულიად უნამუსოდ მსაჯობა,უკვე შემდეგ,მისი აქტიური სამსაჯო კარიერის დასრულების შემდეგ კი,უეფას კომისრად დასაქმება საკმაოდ წონიანი საბუთია იმისა,რომ ფრანც ვიორერი,უკვე მაშინ,უეფას სპეცდანიშნულების მსაჯი იყო და ბოლომდე იყენებდნენ,საკუთარი ინტერესების გასატარებლად.
ზედა მეზობელი
თრილერი კი არა მასკარადი იყო და მთავარი როლი მსაჯს ქონდა გამოწერილი.ასეთი რამეს ინგლისშიც კი არავინ აკეთებს,ასე თვალნათელი იყოს ყველაფერი და მაინც არასწორი გადაწყვეტილებები.ჯერ იყო და ჩუამენი არ გაგდეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის,თანაგუნდელი არ ყავდა გვერდზე და ბოლო მცველს თამაშობდა,ჩასტვინა,ჯარიმა დანიშნა და ყვითელი უჩვენა,როცა პირდაპირ წითელი იყო.მერე მბაპეს სიმულაცია და თამაშგარის გავლებული ხაზი,ხელზე გაავლეს ხაზი და მხარი არასათამაშო ნაწილად ჩაუთვალეს,მერე იყო ისევ ჩუამენის ხელი და ბურთი მოსახრელს დაბლა ხვდება,წავიდა სანახავად და მაინც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი რო არ გავაგრძელო,ეს არის ცირკი და დანაშაული ფეხბურთის წინაშე,ეს არის უეფას მაფია და მათი ჩაწყობილი თამაშები.როცა აქ ვიძახი ამას,შეთქმულების თეორია არისო და ეს არის შეთქმულება? ფეხბურთს კლავენ. ფერმინის გოლიც არ იყო გასაუქმებელი,არა იმიტო რო ხელი არ იყო,წესების მიხედვით გადამოწმების უფლება არ ქონდა ვარზე მსაჯს,რადგან სხვა ეპიზოდი იყო უკვე,რეალის ფეხბურთელმა ითამაშა ბურთზე. მსგავსი თამაშები თუ ფეხბურთია ან მსგავსი მსაჯობა,მაშინ მე ბოდიში მომითხოვია. უბრალოდ,აქ შემომივარდებიან ხოლმე მოსელფავე ხალხი,თამაშის ყურების დროს რო ტელეფონში არიან ჩამძვრალნი და მორალს მიკითხავენ,როცა სრულ სიმართლეს ვწერ. ჩეფერინის კანტორა არის ყველაფერში დამნაშავე,ჩვეუბლებრივი დანაშაულებრივი ჯგუფია უეფაში. ჯერ წესები რანაირი აქვთ,ყველას თავისი ინტერპრეტეაცია აქვს ამ წესების. შეიძლება კანონი მიიღონ და ყველას თავისებურად ესმოდეს? მერე ყველა მართალი იყოს თავის გაგებაში ამ კანონთან მიმართებაში? გუშინდელი თამაში იყო სირცხვილი,ერთი გუნდის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაული. ერთს ვამბობ,თორე შეიძლება რეალიც დაეჩაგრათ.უბრალოდ,რეალი მოედანზე არ იყო გამოსული,ის თურქი რო სტადიონზე იყო მაშინ გავიგე როცა შეცვალეს. მსაჯი იყო ესპანელი ჰოვარდ ვები,თვალებს იბრმავებდა ხოლმე ისიც. ახლა სად არის იცით ის ვები? ინგლისის სამსაჯო ასოციაციას ხელმძღვანელობს,ხომ მაგარია. ფეხბურთს შეგაძულებენ ასეთი თამაშებით,თუმცა რა მიკვირს,იმხელა ფული ტრიალებს ამ სპორტში რო გამორიცხულია სადმე დანაშაული არ მოხდეს. არაბი შეიხიდან დაწყებული რუსი ოლიგარქით დამთავრებული ყველა ამ სპორტში ჩართული.თუ გინდა მილიონი ქალი გყავდეს გამათრახებული ან სხვა ქვეყნის ოკუპაცია გქონდეს დაფინანსებული,პრობლემა არ არის,ფულს იხდიდე მთავარია და მორჩა,ფიფა და უეფა უკანალს აგილოკავენ,ბევრი სხვაც,მათშორის საქართველოშიც,თუ არადა აგერ ვხედავდთ სიგიჟეს ბოლო 6 თვეა.
დავით 67
ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი მსაჯი იყო დანიელე ორსატო,რომელიც უკვე ჩამოშორდა თუ ჩამოაშორეს ფეხბურთს.ეს მსაჯი მასზე უარესი ყოფილა. ვარის ოთახშიც ეტყობა იდიოტები ისხდნენ დღეს.

ფეხბურთში სახელის მეტი რომ არაფერი გესმის,სხვებს აბრალებ ხიხოობას?ვინ არის ფინალში და ვინ გამოაგდეს,კარგად შეხედე,შე მართლა კრეტინო.მბაპეც იყო პსჟში და რას მიაღწია?სანამ არ მოიშორეს და კვარათი არ ჩაანაცვლეს,ვერც გუნდი ათამაშდა და სილამაზეც მისი მოსვლის მერე გაუჩნდა.მბაპესა და იამალის გარდა დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და მესამეც რომ იყოს,სოფლის დონეა?შენ დონეზეც ილაპარაკე მაშინ.
gio
მაიკლ ჯექსონის თრილერი :)
ზაქარია
ეს ბარსელონა ძალიან გამტანი გუნდია, კიდევ შეეძლოთ ამოეტენათ რეალი ამ თამაშშ. თუმცა ამდენავე გოლების გამშვებიცაა, რეალს იდეაში მეტიც შეეძლოთ გაეტანათ, მიუხედავად იმისა მთლად მაღალ სიმაღღლეზე არ არიან. უცნაური არ არის ინტერმა ამოტენა, პრაქტიკულად ყველა შექმნილი მომენტი 100% საგოლე შანსი იყო. ამათ მემგონი ბაიერნიც ამოტენიდა, დოტრმუდსაც შეეძლოთ 3-4 გოლით მეტი გაეტანათ.
ზურაბ
რას ერჩით კვარას,თუ არ მოგწონთ ნუ უყურებთ.
12345
4 დან 4! ფლიკი ანჩელოტისთვის ყველაზე ცუდი სიზმარი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. ბარსას შესნიზე უკეთესი მეკარე ეკადრება.
ხიხოებს და კვარას სექტას
აი თამაში, აი ფეხბურთი- შეადარეთ ეხლა მბაპე, იამალი თუ სხვა სოფლის დონის კვარას:)))
L.J.
Msajoba realis tamashebze espanetshi sul sxva doneze asuli:)))))
Niksona
მსაჯებიანად დაიბაბანეს,კიდე კარგად გადარჩნენ.წელს სადაც დაიჭირა ფლიკმა იქ შეუსრულა.კიდე ეს გუნდი რომ მსაჯებზე იწუწუნებს.ბარსას კიდე მამარდა არ უნდა გაეშვა ხელიდან.
Lobotka
ეს თუ პენალი არაა,მაშინ რა არის პენალი საერთოდ? არანაირი ახსნა არ აპრავებს ამ მზეობას... მაგარი საყურებელი თამაში იყო ნეიტრალური გულშემატკივრისთვის... რეალის დაცვა სუსტია,ბარსას კი საერთოდ არ ყავს არც დაცვა და არც მეკარე :)))
გეგი
მორიგი ზე გულისამრევი მსაჯობა ესპანეთში.ეგ თუ პენალტი არ იყო აბა პენალტი რაღაა!!! ის პირველი გოლი რომ გაიტანა მბაპემ,აფსაიდი არ იყო?გაამეორეს საერთოდ სადმე ეგ აფსაიდი იყო თუ არა?არსად არ გაუმეორებიათ.
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
"ბარსელონა" "ელ კლასიკოს" დიდი დანაკლისით ხვდება
[VIDEO] მთავარი განსხვავება ვალვერდემ შექმნა - "ელ კლასიკო" ესპანეთის სუპერთასის ფინალში!
ითამაშებს თუ არა ბელინგემი "ელ კლასიკოში"? - ანჩელოტიმ ინგლისელზე ისაუბრა
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა