არადა, ერთი კვირის წინ 32 ცენტრალურ მცველს, რომელმაც ორთავა კუნთი დაიზიანა, ექიმებმა ათი კვირის გაცდენა უწინასწარმეტყველეს
თუ რიო ფერდინანდი ორშაბათს, პრემიერლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, ნამდვილი საოცრება იქნება - სულ რაღაც ერთი კვირის წინ ფერდინანდს უთხრეს, რომ ათი კვირის გაცდენა მოუწევდა.

32 წლის ცენტრალური მცველის მოედანზე დაბრუნება ინგლისის ნაკრების თავკაცისთვის, ფაბიო კაპელოსთვისაც დიდი შეღავათი იქნება.

ფერდინანდმა ორთავა კუნთი პრემიერლიგის პირველ ტურში, ვესტ ბრომვიჩის „ჰოუთორნზე“ დაიშავა, თუმცა, როგორც ჩანს საქმე გამოჯანსაღებისკენ ძალიან სწრაფად მიდის. დიდი შანსია, ვეტერანმა ინგლისის ნაკრების შესარჩევ შეხვედრებში, სტუმრად ბულგარეთსა და შინ უელსთან ითამაშოს.

თუმცა, რამდენადაც სასიამოვნო ამბავი თქვეს „იუნაიტედის“ ექიმებმა ფერდინანდთან დაკავშირებით, იმდენად ცუდი იყო დასკვნა, რომელიც ნემანია ვიდიჩის ჯანმრთელობას შეეხებოდა. მოგეხსენებათ, ვიდიჩმაც იმავე დღეს, იმავე შეხვედრაში მიიღო ტრავმა. სერბი მცველი ექვს კვირას გამოტოვებს. მან საზარდული იტკინა. ვიდიჩის შემთხვევაში პირიქით მოხდა - თავიდან უფრო მსუბუქ ტრავმას წინასწარმეტყველებდნენ.

„იუნაიტედის“ ამბებიდან კიდევ აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემპიონს „ინტერის“ ჰოლანდიელი გამთამაშებლის, ვესლი სნეიდერის ყიდვაზე ხელი ჯერ არ აუღია. სნეიდერისა და „იუნაიტედის“ საქმე შეიძლება სატრანსფერო ბაზრობისთვის ნებადართული დროის ბოლო დღესაც კი გადაწყდეს.

საკუთრივ ფეხბურთელს ძალიან უნდა „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგება და თუკი ამ საკითხზე ლაპარაკისას თავიდან დიპლომატიური იყო, ახლა ყველაფერს პირდაპირ ამბობს. სხვა საქმეა, რომ მის გაშვებას „ნერაძურის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი ეწინააღმდეგება.

თუ საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონს იყიდის, მას ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება მოუწევს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხელფასად კვირაში 200 ათას ფუნტს კი არ დაუნიშნავენ, არამედ 140 ათასს.

„იუნაიტედი“ „ინტერს“ სნეიდერის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს ანუ 40,3 მილიონ ევროს სთავაზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა