დოჰაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

პირველ შესარჩევ ეტაპზე, A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ესპანეთი, უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული და ხორვატია/დანია/ნორვეგიის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორეადგილოსანი.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასასვლელად ორი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოგვიწევს. პირველი ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა და B ჯგუფის 3 საუკეთესო დაუპირისპირდება. ჩვენს მეწყვილე B ჯგუფში მოხვდნენ : საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული.

საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი გავა. სწორედ ეს გზა გაიარა საქართველოს ნაკრებმა 2021-2023 წლებში, როცა პირველად, ისტორიაში გავიდა მსოფლიოზე და იაპონიაში გამართული მუნდიალის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება. მეორე ეტაპის თამაშები კი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

სხვა ჯგუფები

B ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, B ჯგუფის გამარჯვებული.

C ჯგუფი: სერბეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, A ჯგუფის მეორეადგილოსანი.

D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ლიეტუვა.

E ჯგუფი: D ჯგუფის გამარჯვებული, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი.

F ჯგუფი: ლატვია, პოლონეთი, C ჯგუფის მეორეადგილოსანი, C ჯგუფის გამარჯვებული.

G ჯგუფი: B ჯგუფის მეორეადგილოსანი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი.

H ჯგუფი: სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

GBF.GE

alexandre
B ჯგუფში B ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებს? ბოლობოლო გავიგე, რომ პრესაკვალიფიკაციო ჯგუფებზეა ლაპარაკი. ბარემ ესენიც რომ ჩამოგეთვალა, თან დაგეწერე პრეჯგუფებიო - უფრო გასაგები იქნებოდა.
სტალინი
უკრაინა-დანიასთან ჭიდილში მოგვიწევს მეორე შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს მეორე ადგილით მივყვეთ, იქ კი ბალკანურ ნაკრებებს უნდა ვაჯობოთ და ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად მსოფლიოზე მოვხვდეთ. იმის ფონზე რომ შერმადინი აღარ იქნება და ამერიკელი ცენტრები შესარჩევებზე ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ, ნორმალური ცენტრის გარეშე სიტუაცია რთულდება. იმედია მამუკელაშვილი ამერიკას თავს დააღწევს და ბარსელონაში გადმოვა, რაც ნაკრებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს საკალათბურთო მუნდიალის შესარჩევში
შენი კეთილის მსურველი
ან ვერ ერკვევი კალათბურთში ან არ გიყვარს ნაკრები. პირიქით ნაკრებს აქვს კარგი შანსი გავიდეს მსოფლიოზე, მითუმეტეს ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ.
Zviad
რატომ? სლოვაკეთზე წინ მოხვედრის პრეტენზია მაინც არ უნდა გვქონდეს? ან უკრაინას ჩვენთან ვერ უნდა ვაჯობოთ, რომ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ?
zura222-ს
თქვენ ნაკრები არც გყავთ. როდის იყო სხვის კალათაში რამეს აგდებდით? 😂🤣
zura222
სამწუხაროთ არანაერი შანსი არ გვაქ
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა