გერმანიის ნაკრების ლეგენდარული 13 ნომერი, მიხაელ ბალაკი უიღბლობის ყველაზე ნათელ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ
გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკი დიდი უიღბლო ფეხბურთელია. ასე ხდება ხოლმე, კარიერის მიწურულს გულშემატკივართა ყოველი კერპი თავდაღმართს დაუყვება, შეჩერების წინ კი ბოლო აკორდი ბრწყინვალე კარიერის ბოლოს გამოსათხოვარი მატჩია ხოლმე.

ასეთი შეხვედრების ბოლოს პროჟექტორების შუქზე, მუსიკის ფონზე დიდი პერსონები ტრიბუნებზე შეკრებილ ხალხს საუკუნო სიყვარულს ეფიცებიან, ისინიც თავის მხრივ ცრემლად იღვრებიან... ყოველ შემთხვევაში იდეალურ შემთხვევაში ასე უნდა იყოს.

რეალურად ყოველ გმირს კარიერის ასეთი დასასრული წილად არ ხვდება ხოლმე. მიხაელ ბალაკს ეროვნულ ნაკრებში გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონდა, არადა, დაგეგმილი ასე იყო: 10 აგვიტოს ბრაზილიის ნაკრებთან მას 99-ედ და უკანასკნელად უნდა მოერგო მანშაფტის თეთრი კვართი, მაგრამ იოახიმ ლიოვთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ მწვრთნელმა ის აღარ გამოიძახა. რომც დაეძახა, კიდევ საკითხავია, მიიღებდა თუ არა მიწვევას ფეხბურთელი.

9 წლის წინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბალაკმა ბრაზილიასთან კიდევ ერთი მატჩი გამოტოვა, ეს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იყო. მუნდიალის გადამწყვეტი მატჩისთვის ლევერკუზენის “ბაიერის” ლიდერი (“ბაიერნში” მისი გადასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო) დისკვალიფიცირებული გახლდათ. ეს შემთხვევა უმძიმესი სეზონის “ლოგიკურ” დასასრულად იქცა, რომელშიც ფეხბურთელმა მეორე ადგილზე დაასრულა ბუნდესლიგაც, წააგო ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის გადამწყვეტი შეხვედრებიც.

“2002 წლის წყევლა”, შეიძლება ითქვას, მთელ მის ფანტასტიკურ კარიერას ფონად გასდევდა. ბალაკს გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ 2000-იანი წლების საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი, ინდივიდუალისტი, რომელიც ასე აკლდა გერმანიას ამ პერიოდში. ის “ბაიერნში” სწორედ მაშინ თამაშობდა, როცა ბუნდესლიგა ის იყო კრიზისიდან გამოდიოდა. მას ერთი პენალტი დააკლდა, რათა 2008 წელს “ჩელსისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოეგო, არც გერმანიის ნაკრებთან ერთად ჰყოფნიდა ბედი, რომ თავს ზემოთ სასურველი თასი აღემართა და ბედის ირონიით, ახლა, როცა გერმანიას ისევ შესწევს ძალა უმაღლესი ჯილდოებისთვის იბრძოლოს, მიხაელ ბალაკის საუკეთესო წლები უკვე წარსულს დარჩა.

2010 წელს მას უკანასკნელი შანსი ჰქონდა ეროვნულ გუნდს გამარჯვებისკენ გასძღოლოდა და კარიერა, როგორც ჩემპიონს, ისე დაესრულებინა, მაგრამ როგორც მრავალჯერ, ისევ იღბალმა დაუდო ფეხი. ვარსკვლავმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რამაც ის მსოფლიოს ჩემპიონატს (მის გამოსათხოვარ ტურნირად რომ უნდა ქცეულიყო) მიღმა დატოვა.

თუკი 2010-მდე ის ნელ-ნელა ეცემოდა, სამხრეთ აფრიკის შემდეგ უკვე თავისუფალი ვარდნის რეჟიმში გადავიდა. ტრავმები, ასაკი, ძველებური მოტივაციის გაქრობა და შედეგად ბალაკი “ლევეკუზენშიც” კი ლამის სათადარიგო ფეხბურთელად გადაიქცა. პარალელურად კი გერმანიის ნაკრები, კაპიტნის გარეშე ყოველ შეხვედრაში სულ უფრო უკეთ გამოიყურებოდა. გასაგები გახდა, 34 წლის ფეხბურთელის საერთაშორისო კარიერას წერტილი ჰქონდა დასმული.

ლიოვმა შესთავაზა მას თავისი სცენარი: ბრაზილიასთან გამოძახება და ნაკრებთან პატივით გამოთხოვება. მაგრამ ყველაფერმა ერთად აღებულმა - იმედგაცრუებამ, სიამაყემ და პატივმოყვარეობამ მას ამის უფლება არ მისცა. კაპიტანმა გადაწყვიტა, წასულიყო, ოღონდ ისეთი სცენარით, მას რომ სურდა. სამწუხარო რეალობაა, რომ დასასრული სადღაც ძალიან ახლოსაა. ის წავიდა, თანაც ჩრდილში.

საფეხბურთო სამყაროში გერმანიის ნაკრების ლეგენდარული 13 ნომერი თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ უიღბლობის ყველაზე ნათელ მაგალითად. მან ითამაშა 2002 და 2006 წლების ჩემპიონატებზე და ცოტა დააკლდა მოგებამდე, ნაბიჯი არ ეყო 2002 და 2008 წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე, მან თითქმის მოიგო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი, ითამაშა თითქმის 100 თამაში ბუნდესგუნდში, ორჯერ “ლევერკუზენში” და ორჯერ “ჩელსიში” ვიცე-ჩემპიონი გახდა. ყოველივე ამის შემდეგ თითქმის ჩემპიონი მიდის... დიდებული, მაგრამ უიღბლო კარიერის მწარე დასასრული. მადლობა, მიხაელ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა