ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მომავლის ფეხბურთელები

მომავლის ფეხბურთელები

ფეხბურთელები, რომელთაც ამ სეზონშივე შეუძლიათ დაიმკვიდრონ ადგილი ეროვნულ ნაკრებებში და გაისად ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინონ თავი
მასალა მომზადებულია უეფას ოფიციალური საიტის მიხედვით და ეხება იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ამ სეზონშივე შეუძლიათ დაიმკვიდრონ ადგილი ეროვნულ ნაკრებებში და მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინონ თავი.

ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი)

ტიაგო ალკანტარა დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელის მაზინიოს შვილია, მაგრამ ცნობილი ის მხოლოდ ამით არ არის. მან 20 წლისამ იმდენი მოახერხა, რომ მიუხედავად “ბარსას” რეზერვისტობისა, ვისენტე დელ ბოსკემ მას ესპანეთის ნაკრებში უხმო. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ტიაგომ ალალად დაიმსახურა ეს პატივი. ჩავი ერნანდესის ტრავმამ კი მას საშუალება მისცა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონოდა. “ბლაუგრანას” აკადემიის აღზრდილმა 2008 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, წელს ივნისში კი ახალგაზრდული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ფინალში ეფექტური გოლი გაუტანა შვეიცარიელებს, გუნდს კი გამარჯვება აჩუქა. “ტიაგოზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რადგან მას ახლა ყველაფერი იოლად გამოსდის, მაგრამ მოდით, მის დამსახურებებზე მას მერე ვილაპარაკოთ, როცა ამის საფუძველი იქნება,” - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

კაილ უოკერი (ინგლისი)

“ტოტენჰემის” მარჯვენა მცველმა კაილ უოკერმა 2011 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა. ის ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. კაილს ეროვნულ გუნდშიც უხმეს ჰოლანდიასთან სათამაშოდ, მაგრამ ლონდონში დაწყებული არეულობების გამო თამაში გადაიდო. ნაკრებიდან გარი ნევილის წასვლის შემდეგ მას ინგლისის ნაკრებში დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემის მოგვარება შეუძლია. წინა სეზონი მან იჯარით “ასტონ ვილაში” გაატარა, წელს კი “დეზებში” დაბრუნდა. “ტოტენჰემმა” მასთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა. “ის ყველაზე საინტერესო მარჯვენა მცველია, ვიზეც მწვრთნელმა საერთოდ შეიძლება იოცნებოს,” - განაცხადა ჰარი რედნაპმა.

სებასტიან ჯოვინკო (იტალია)

ტექნიკა - აი, რა ფრაზას იყენებს ჩეზარე პრანდელი ყველაზე მეტად 2010 წელს იტალიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ. მან გასაგებად თქვა, ფიზიკურ მომზადებაზე მეტად ის ტექნიკას აქცევს ყურადღებას. სწორედ ეს აწყობს ყველაზე მეტად 24 წლის სებასტიან ჯოვინკოს. “მოკრძალებული გაბარიტების მიუხედავად, მოედანზე ხანდახან ის გიგანტი მგონია”, - განაცხადა ერთხელ პრანდელიმ შეგირდზე. მართალია სება 2009 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი გახდა, მაგრამ საერთაშორისო არენაზე ჯერჯერობით გაბრწყინებას ვერ ახერხებს. სწორედ ეს მიზეზი იყო, რომ 2010 წელს “იუვენტუსიდან” მოკრძალებულ “პარმაში” გადავიდა, სადაც სერია ა-ს 30 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი ყოფილი გუნდის კარებში. სებასტიანმა “სკუადრა აძურაში” უკრაინასთან სადებიუტო შეხვედრაშივე გამოიჩინა თავი, როცა ალესანდრო მატრის საოცარი საგოლე პასი მიაწოდა. “ნაკრებში თამაშით დავუმტკიცე ჩემს კრიტიკოსებს, რომ ისინი არასწორნი იყვნენ,” - განაცხადა ფეხბურთელმა.

მარვინ მარტენი (საფრანგეთი)

კიდევ ერთი მინიატურული ნახევარმცველი, რომელსაც ლორან ბლანის გუნდში დამკვიდრება სურს. 23 წლის ფეხბურთელს დებიუტი უკრაინასთან შეხვედრაში ჰქონდა - შეცვლაზე შესულმა დუბლის გარდა საგოლე გადაცემაც მიითვალა. შარშან მან “სოშოში” “მეფური სეზონი” ჩაატარა და ის, რომ გუნდმა სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა, უპირველესად მარვენის 17 საგოლე გადაცემის დამსახურებაა.

ანდრე სანტუში (პორტუგალია)

ანდრე სანტუშმა ჯერ კიდევ იუნიორმა მოახერხა “სპორტინგის” შემადგენლობაში თავის გამოჩენა. რისი წყალობითაც პაულუ ბენტუსგან პორტუგალიის ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. ლისაბონელებმა ანდრე მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ერთი სეზონით “ლეირიაში” მიავლინეს. სწორედ აქ მოახერხა ახალგაზრდამ საუკეთესო თვისებების ჩვენება. სამშობლოში ის იმ ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელების სიაში ჩაწერეს, რომელთაც ლუიშ ფიგუსა და რუი კოშტას მემკვიდრეებად მიიჩნევენ. ასეთებზე კი პორტუგალიაში დიდ იმედებს ამყარებენ.

სვენ და ლარს ბენდერები (გერმანია)

2008 წელს ტყუპმა ბენდერებმა გერმანიის 19-წლამდელთა შემადგენლობ¬ა¬ში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს. ერთი წლის მერე კი მათი გზები გაიყო. ლარსი “ლევერკუზენში” გადავიდა, სვენმა “დორტმუნდი” არჩია. ექსპერტების ნაწილი ლარსს უფრო ნიჭიერად მიიჩნევს, თუმცა მტკიცების საწინააღმდეგოდ უფრო მეტი აღიარება სვენს აქვს. დორტმუნდელთა შარშანდელ ტრიუმფალურ სეზონში სვენმა გამორჩეული როლი ითამაშა. ის, რომ რურელებს მთელ ბუნდესლიგაში საუკეთესო დაცვა ჰქონდათ (გუნდმა 22 გოლი გაუშვა, მეორეზე ამ მაჩვენებლით მაინცი გავიდა 39 (!) ბურთით), ბუნებრივია, მისი წამყვანი საყრდენი ნახევამცველის დამსახურებაც გახლდათ. მარტში სვენს ბუნდესგუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა ავსტრალიასთან (1:2) შეხვედრაში. “ის აგრესიულად, მაგრამ ძალიან სუფთად თამაშობს. ამას გარდა ძალიან კარგია ართმევაში,” - აღნიშნავს სვენზე იოახიმ ლიოვმა.

კევინ სტროოტმანი (ჰოლანდია)

უნივერსალური ნახევარმცველი ერედივიზიეში ბრწყინვალედ თამაშობდა “სპარტაშიც” და “უტრეხტშიც”. მისი დებიუტი “ნარინჯისფერთა” რიგებში ამა წლის თებერვალში შედგა ავსტრიასთან ამხანაგურ შეხვედრაში. მისმა თამაშმა “ეინდჰოვენი” ძლიერ მოხიბლა და ფილიპსელებმა ფეხბურთელი წინა სეზონის დასრულებისთანავე შეიძინეს. მისადმი სიმპათიებს არ მალავს ბერტ ვან მარვიიკიც, აი, რას ამბობს ეს სპეციალისტი: “მას წინ კიდევ დიდი გზა აქვს. მიყვარს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ მეტოქის რამდენიმე სვლის წინასწარ გამოცნობა, თანაც ისე, რომ ამას სხვებზე სწრაფად აკეთებენ. სტოოტმანს უბრალოდ ვერ შეაშინებ. ის დუელებში ძალიან ძლიერია. კევინს ყველანაირი შანსი აქვს, რომ მსოფლიოს კლასის ფეხბურთელად გადაიქცეს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა