ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩემპიონების ფიასკო

ჩემპიონების ფიასკო

საჩოგბურთო ელიტას სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა უბრუნდება, რომელმაც ტოპ-ათეულის წევრებთან შეხვედრების სტატისტიკა ცოტათი გამოასწორა
ცუდი დღე ჰქონდათ ცინცინატის ქალთა ტურნირზე "დიდი სლემის" ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებულებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უიმბლდონის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა არ არის მზად ამერიკის ღია პირველობისთვის. ზედიზედ მეორე კვირაა ჩეხ ჩოგბურთელს გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი ამარცხებს. ამჯერად მატჩის ანგარიში იყო - 6:3, 6:3.

"ძალიან ცუდად ვთამაშობდი. ბევრი შეცდომაც დავუშვი, რასაც მეტოქის შესანიშნავი მოქმედება დაერთო თან. მეორე სეტში კი ასთმის შეტევა მქონდა, ასე რომ, უშანსოდ ვიყავი", - განაცხადა კვიტოვამ.

პეტკოვიჩს შემდეგ ეტაპზე რუსი ნადია პეტროვა ელის, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია - შარშან აშშ-ის ღიაზე პირველ წრეში მოუგო. თუმცა პეტროვა ახლა კარგ ფორმაშია - მან ორ სეტში 9 ეისის დახმარებით მოუგო კრისტინა მაკჰეილს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ამერიკელმა სძლია წინა ეტაპზე მსოფლიოს პირველ ჩოგანს კაროლინ ვოზნიაცკის.

რაც შეეხება როლან გაროსის ჩემპიონ ნა ლის, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამანტა სტოსურის წინააღმდეგ თამაში არ გამოსდის. აქამდე ჩინელს ავსტრალიელთან ოთხიდან ოთხი მატჩი ისე ჰქონდა წაგებული, რომ ერთი სეტიც ვერ მოეგო. ამჯერად ლიმ ერთი პარტია აიღო, მაგრამ საბოლოოდ ისევ დამარცხებულმა დატოვა კორტი.

თავის მხრივ, სტოსურს არ გამოსდის მარია შარაპოვას წინააღმდეგ თამაში, რადგან წინა რვა შეხვედრაში მხოლოდ ორი სეტი აქვს მოგებული. ახლა ისინი მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მარიამ თანამემამულე სვეტლანა კუზნეცოვას უშანსოდ მოუგო.

თანდათან უბრუნდება საჩოგბურთო ელიტას სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა, რომელმაც ცოტათი გამოასწორა წელს ტოპ-ათეულის წევრებთან შეხვედრების სტატისტიკა (5:9). ერთ დროს მსოფლიოს მეხუთე ნომერმა რთული ბრძოლა გადაიტანა ფრანგი მარიონ ბარტოლის წინააღმდეგ. არადა, დანიელამ პირველი სეტი იოლად მოიგო 6:3, მეორეში 3:1 დაწინაურდა და მეხუთე გეიმში გეიმბოლიც ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად მსოფლიოს მეცხრე ნომრის მხარეს გადავიდა, რომელმაც არა მარტო მეორე სეტი მოიგო, არამედ მესამეშიც წინ გავიდა - 1:0. მასაც გეიმბოლი ჰქონდა მეორე გეიმში, მაგრამ ახლა ჰანტუხოვას გმირობის ჯერი დადგა. სლოვაკმა შემდეგი რვა გეიმიდან ექვსი საკუთარ ანგარიშზე მიითვალა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუს ვერა ზვონარევას შეხვდება.

ჰანტუხოვამ წლევანდელი სეზონი 31-ე ჩოგანის რანგში დაიწყო, მაგრამ ბოლო თვეებში კარგი თამაშით ოცეულს დაუბრუნდა და, როგორც ჩანს, ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

მეოთხედფინალური ეტაპის მეოთხე წყვილი სერბმა ელენა იანკოვიჩმა და ჩინელმა შუაი პენგმა დააკომპლექტეს. აზიელმა ისე მოუგო ისრაელის წარმომადგენელ შაარ პეერს, რომ არც ერთი საკუთარი მოწოდება არ წაუგია - 6:3, 6:2.

სამაგიეროდ, რთული ბრძოლა ჰქონდა იანკოვიჩს, რომელსაც როლან გაროსის შარშანდელი ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე ხვდებოდა. სერბმა პირველი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა და სამი გეიმი დაანება მეტოქეს, მეორეში 5:3-ს იგებდა და თითქოს იოლი გამარჯვება უნდა გაეფორმებინა, მაგრამ იტალიელმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი პარტია იანკოვიჩის დომინირებით დაიწყო და მალე ანგარიში 5:1 გახდა მის სასარგებლოდ, თუმცა იტალიელმა კინაღამ მორიგი გმირობა ჩაიდინა - ზედიზედ სამი გეიმი აიღო და სხვაობა მინიმალური გახდა. იანკოვიჩმა წინა სეტის სცენარის გამეორება არ გაუშვა და მაინც მოახერხა მატჩზე ჩაწოდება - 6:3, 5:7, 6:4.

იანკოვიჩი და პენგი საკმაოდ ხშირად შეხვედრიან ერთმანეთს და სერბი წინ არის - 6:2, თუმცა ბოლო ორი შეხვედრა ჩინელს დარჩა, თანაცა აქედან ერთი წლევანდელ სეზონში.

1/8 ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 2)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:2, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 4)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 14) 6:2, 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 6) 6:3, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-ნა ლი (ჩინ, 5) 6:4, 3:6, 6:4; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 8) 6:3, 5:7, 6:3; ნადია პეტროვა (რუს)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:3, 6:3; შუაი პენგი (ჩინ, 16)-შაარ პეერი (ისრ) 6:3, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 13)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 7) 6:3, 5:7, 6:4.

1/4 ფინალი

პეტროვა-პეტკოვიჩი (9); პენგი (16)-იანკოვიჩი (13); სტოსური (10)-შარაპოვა (4); ჰანტუხოვა-ზვონარევა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა