ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

უსენსაციო ცინცინატი

უსენსაციო ცინცინატი

პირველ რვა ნომრად განთესილ ჩოგბურთელთაგან შვიდმა მეოთხედფინალში გააღწია, ერთადერთი ხელმოცარული კი ესპანელი დავიდ ფერერი აღმოჩნდა
მონრეალის მასტერსისგან განსხვავებით, ცინცინატის ტურნირი პროგნოზისამებრ მიმდინარეობს. გაიმართა მერვედფინალური მატჩები, რის შემდეგაც პირველ რვა ნომრად განთესილ ჩოგბურთელთაგან შვიდმა გააღწია მეოთხედფინალში. ერთადერთი ხელმოცარული ესპანელი დავიდ ფერერი აღმოჩნდა, რომელმაც სულ ახლახანს მოირჩინა ტრავმა და საუკეთესო ფორმაში არ არის. ეს ფრანგ ჟილ სიმონთან მატჩმაც დაადასტურა, რომელშიც ესპანელმა 70 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა.

დღის მთავარი მატჩი კი ესპანური დერბი გამოდგა რაფაელ ნადალსა და ფერნანდო ვერდასკოს შორის. უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რაფაელი არ არის საუკეთესო ფორმაში, ამიტომაც ვერდასკოს წარმატების შანსი ჰქონდა.

შეხვედრამ აჩვენა, რომ ორივე ჩოგბურთელი უმატებს თამაშს, მაგრამ შარშანდელ დონეზე (რაფა პირველი ჩოგანი იყო, ფერნანდო - ტოპ-ათეულის წევრი) ჯერ არც ერთი არ გასულა. პირველივე გეიმებიდან ცხადი გახდა, რომ მატჩი ხანგრძლივი და დაძაბული გამოვიდოდა, მაგრამ მოვლენათა განვითარებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თითოეული სეტში ჩოგბურთელები ახერხებდნენ ბრეიკების გაკეთებას (ვერდასკო პირველ ორივე პარტიაში ბრეიკით იყო დაწინაურებული), მაგრამ საქმე მაინც ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა. პირველი პარტიის მეცემეტე გეიმში ოდნავ უკეთ ნადალმა ითამაშა, მეორეში - ვერდასკომ.

გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკში ნადალი 5:1 დაწინაურდა და თითქოს, აღარ უნდა გაენიავებინა ეს უპირატესობა, მაგრამ მომდევნო ოთხი გათამაშება დათმო. შემდეგ კორტზე ერთი და იგივე ხდებოდა - ვერდასკო შეცდომას უშვებდა და შემდეგ მატჩბოლს იგერიებდა. ასე განმეორდა ოთხჯერ, მეხუთე შეცდომა კი რაფამ თანამემამულეს არ აპატია - 7:6(5), 6:7(4), 7:6(9). უნდა აღინიშნოს, რომ მატჩმა არა მხოლოდ დაძაბულობის, არამედ შინაარსის მხრივაც გაამართლა. ჩოგბურთელებმა მაყურებელს ბევრი ლამაზი გათამაშება აჩუქეს.

ნადალმა მისთვის არადამახასიათებელი 41 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 24 "ვინერსი" მიითვალა. ვერდასკოს ანალოგიური მაჩვენებლები იყო - 59 უნებლიე და 47 "ვინერსი". თამაში სამ საათსა და 37 წუთს გაგრძელდა და ნადალმა ვერდასკოსთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 12:0-მდე აიყვანა.

"კარგი მატჩისგან ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ასეთი წაგება გულდასაწყვეტია. ჩოგბურთი - რთული სახეობაა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ძლიერი უნდა ვიყო, რომ მსგავსი სიტუაციის გამეორება აღარ დავუშვა", - განაცხადა ვერდასკომ.

მეოთხედფინალში ნადალის მეტოქე მარდი ფიში იქნება, რომელმაც რიშარ გასკეს ორ სეტში მოუიგო. ამერიკელისთვის ეს იყო მე-13 გამარჯვება ბოლო 15 შეხვედრაში. ის ბოლო სამ ტურნირზე ფინალში გავიდა, თუმცა ნადალთან პირად შეხვედრებში სოლიდური ანგარიშით აგებს - 0:6. ფიშს ამ სერიის შეწყვეტის იმედი აქვს, რადგან კორტზე დაღლილ რაფას უნდა შეხვდეს.

კვლავ ვერ აჩვენა დამაჯერებელი თამაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მაგრამ მაინც ორ სეტში მოუგო ჩეხ რადეკ შტეპანეკს, რომელსაც ბოლო დროოს კარგი ფორმა აქვს აკრეფილი. რადეკმა ორი კვირის წინ ვაშინგტონის "ხუთასიანი" ტურნირი მოიგო, ცინცინატიში კი კარიერაში მე-300 გამარჯვება გაიფორმა.

წინა წრეში გამარჯვების შემდეგ ჯოკოვიჩმა საკუთარი მოწოდება გააკრიტიკა. იგივე პრობლემები შეექმნა მას შტეპანეკთან შეხვედრაში, რადგან ჩეხმა სამჯერ შეძლო მეტოქის გეიმის აღება, თუმცა თავად ექვსი ბრეიკი გააკეთებინა სეზონის ლიდერს. სერბმა მეორე სეტის ბოლოს ითამაშა კარგად - 3:3-ზე ზედიზედ სამი გეიმი აიღო და პირველივე მატჩბოლი გამოიყენა.

24 წლის სერბი წელს მეექვსე მასტერსს თამაშობს და ჯერ მატჩი არ წაუგია. შტეპანეკთან გამარჯვების შემდეგ "ნოლეს" სეზონში 55 მოგება და ერთი წაგება აქვს. ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იქნება, ვინც ბრძოლას გამოთიშა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი.

მოიგო ტოპ-ოთხეულის დანარჩენმა ორმა წევრმაც. ენდი მიურეიმ ხუთი თვის წინ მაიამის მასტერსზე წაგებისთვის დამაჯერებელი რევანში აუღო ამერიკელ ალექს ბოგომოლოვს - 6:2, 7:5.

ამ უკანასკნელმა წინა წრეში ჟო-ვილფრიდ ცონგას დამარცხებით იმედი ჩაუსახა ამერიკულ პუბლიკას, მაგრამ ბრიტანელის წინააღმდეგ ბევრი ვერაფერი მოახერხა. პირველ სეტში მიურეიმ ორი ბრეიკით იმარჯვა, მეორეში კი ამერიკელმა ოდნავ მოუმატა თამაშს და ერთი საპასუხო ბრეიკიც კი გააკეთა, რის შემდეგაც ანგარიში 4:4 გახდა. თუმცა ენდიმ მე-11 გეიმში კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ მატჩზე ჩაწოდებაც შეძლო.

როჯერ ფედერერმა ცინცინატის მასტერსზე მოგებათა სერია 11 მატჩამდე აიყვანა. ამ ტურნირის ოთხგზის ჩემპიონმა ძალიან იოლად დაამარცხა ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი - 6:4, 6:1. ამისთვის მას სულ რაღაც 54 წუთი დასჭირდა. ანგარიში კიდევ უფრო გამანადგურებელი იქნებოდა, მაგრამ შვეიცარიელმა 14-დან მხოლოდ ხუთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო.

ასევე იოლად გაიმარჯვა მეოთხედფინალში ფედერერის მეტოქემ, ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა. მან 64 წუთში მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო ესპანელ ნიკოლას ალმაგროს - 6:2, 6:2. ჩეხი იდეალურად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე - 11 ეისი ჩააწოდა და პირველ მოწოდებაზე ქულების 96 (!) პროცენტი აიღო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ოთხი ბრეიკი მოდის.

1/8 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:4, 6:1; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 7:6(5), 6:7(4), 7:6(9); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:3, 6:3; მარდი ფიში (აშშ, 7)-რიშარ გასკე (საფ, 12) 7:5, 7:5; ჟილ სიმონი (საფ, 10)-დავიდ ფერერი (ესპ, 5) 6:4, 6:7(3), 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 9) 6:2, 6:2; გაელ მონფილსი (საფ, 6)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:2, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 6:2, 7:5.

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-მონფილსი (6); ფედერერი (3)-ბერდიხი (8); სიმონი (10)-მიურეი (4); ფიში (7)-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა