თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტატამზე ოქროს მედლით დაბრუნდა, ლაშა ესპანეთში ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

ბექაური ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრიის სახელით გამომსვლელი საიფ-ისლამ ისლამჰანოვი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა, შემდეგ ისევ რამდენიმე წამში და კვლავ იპონით ფრანგ იოან ბენეზრას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ტიგო რენესს იუკოით აჯობა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელი ჟოაო სეგატელე დაამარცხა.

ლაშამ ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელ ტრინიდად ნიეტო დაამარცხა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს სახელით მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობდა. პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ლაშასთვის ესპანური ტურნირი პირველი შეჯიბრებაა, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო.

შალვა
ლაშა ლომია მთიული!
555 ანუ ზურა222-ს
ზურა 222, შენი ყოფნით ნუ ამყრალებ აქაურობას!
tngh
მეცოდები!!!
555
რაში გვაინტერესებს მაგ ქოცის "მოგებები"
შოთა
წარმატებები მაგარ ქართველს!
ანდუყაფარი
ვულოცავ ლაშიკოს ამ გამარჯვებას!!! მეც ვჭიდაობდი წინა ცხოვრებაში.) თუ არ შეგაწუხებთ,გავიხსენებ ჩემს სპორტსმენობას. )ცხონებულმა მამამ მითხრა,თუ პირველ ადგილს აიღებ,სანადიროდ წაგიყვანო.ისე მინდოდა ეს ნადირობა და რაღაცეები,რომ მოვიგე.) წამიყვანა..იმავე დღეს(საღამოს) მივედით.უკვე სიბნელე იყო ყანაში.რაღაცამ გადაგვიშხუილა.ვესროლე,დავდე შედეგი.წამოვედით სახლში.მეთქი,დედიკო - შეწვი-მოხარშე ნანადირევი წერო. მოხარშა და სულ ცხვირსახოცი ჰქონდა ცხვირთან. თურმე ყანჩაა.:))) ვეუბნები - რა საშინელი სუნია? ვერ გეუბნებოდიო,რახან ასეთი დღეა,სულ გამარჯვებები... :)(მედალი,ყანჩა). მეთქი,ისროლე აქედან.შენ ისროლეო.ავიღე,ჩვეულებრივად გადავუშვი მეოთხე სართულიდან.) მივარდა შვიდას ორმოცდათექვსმეტი ძაღლი,მაგრამ ცოტა ხანში ერთი დარჩა(ლიდერი).იმან ყველა დაფერთხა და იფრინა. :)))მერე იმანაც მიატოვა,რომ იგემა. :) დარჩა ასფალტზე ჩემი ყანჩა,როგორც ბრაკონიერობის უკვდავი ძეგლი. ) რაც იყო,იყო.(ვნანულობ). :) სტატიაში წერია,რომ ლაშა არის საქართველოს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი... გარდა ამისა,არის საქართველოს ევროპის ჩემპიონი და საქართველოს მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი. )

ძიუდოს შეგაყვარებს, ისეთი სტილი აქვს . უნიკალური სპორტსმენია.

ქართველ ხალხს არც არასოდეს უნდოდა, გვეუბნებოდნენ, რომ გვინდოდა.
ქართველს
ლაშა არის უმაგრესი სპორცმენი და ბევრჯერაც გაგვახარებს. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, მეც ვიყავი ჩემს ოჯახთან ერთად და უნდა გენახა რა განწყობა ქონდათ ხალხს. ეს იყო სახალხო ზეიმი, რაც მთავარია მსოფლიომ დაინახა, რომ ქართველები არ ვართ ადვილად მოსარევი ერი!
ქართველი
გვიხარია, კარგი ქართველის გამარჯვება! ლაშა! ეგ ერთი და სხვა მრავალი! ხო,გუშინდელ დღესაც გილოცავთ ქართველებო! ამდენი მამულიშვილის დანახვა, ერთი სიამოვნება იყო! რაც მთავარია ლიბერასტების (ევრო კავშირის) დროშას, რომ ვერ ვხედავდი, ესეც იმის დასტურია,რომ ქართველების უმრავლესობას არ გვინდა, მაგ სოდომისტურ კავშირში შესვლა!
ჟორა
ასეთ ტურნირზე იუკოთი მიღწეული გამარჯება პრაქტიკის არქონამ იცის. მსოფლიო ჩემპიონობაზე მოფიქრალი ძიუდოისტისთვის ასეთ სუსტ ტურნირზე გამარჯვება არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლაშამ 2-3 კვირიანი მომზადება იაპონიაში უნდა გაიაროს.
ზაალი
ბექაური არის დაბადებული ჩემპიონად!!! უკვე ლეგენდაა!!! მაგრამ არ უნდა გაჩერდეს და არც გაჩერდება, რამდენჯერაც გავა ტატამზე იმდენჯერ მოიგებს!!! მისი ხასიათი და მოგების ჟინი, მაგალითი უნდა იყოს ყველა ახალგაზრდა სპორტსმენისთვის!!!
G.G.G
ნუ აჭარბებთ. უსუსტესი ტურნირია. მისი ფორმის განსასაზღვრად ვერ ივარგებს ეს ოპონენტები. უფრო დაბრუნებისთვის გასახურებელი ეტაპია ვიდრე სერიოზული გამიწვრვა.
გიგა
მიდიიიი ლომოოოო!
გენაცვალე ქართულ სულში!
მიდი ლაშიკო, მიაწექი ბოლომდე! გვიყვარხარ და გამარჯვებით უნდა დაგვიბრუნდე!
tngh
წარმატებები ლაშას!!!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!