ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინები კი გვაქვს, მაგრამ საკლუბო სეზონი ამით არ სრულდება. მართალია, ფეხბურთელები გადაღლილები არიან, თუმცა ისინი ფიფას საკლუბო ჩემპიონატში უნდა ჩაერთონ, რომელიც 15 ივნისიდან აშშ-ში დაიწყება.

ჩვენი მთავარი ინტერესი პსჟს მიმართაა და პარიზელები B ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს", ბრაზილიურ "ბოტაფოგოსა" და აშშ-ს "სიეტლის" შეხვდებიან. ოთხეულიდან ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე, მერვედფინალში გავა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრას "კვარას" გუნდი პასადენაში, ლეგენდარულ "როუზ ბოულზე" ჩაატარებს, შემდეგ კი კალიფორნიიდან სიეტლში, ვაშინგტონის შტატში გადაინაცვლებენ.

15.06. 23:00 სთ (ჩვენი დრო)

პსჟ - ატლეტიკო;

20.06. 05:00

პსჟ - ბოტაფოგო;

23.06. 23:00

სიეტლ საუნდერსი - პსჟ.

"ატლეტიკოს" გულშემატკივრები კარგად იცნობენ. რაც შეეხება "ბოტაფოგოს", ბრაზილიის სერია "ა"-ს ახალი სეზონი ცუდად დაიწყეს. მათ რიგებში ყველაზე ცნობადი ფეხბურთელი მაინც 32 წლის ალექს ტელესია, "ინტერში", "მანჩესტრში" და განსაკუთრებით "პორტუში" ხანგძლივი ევროპული კარიერა რომ ჰქონდა; "სიეტლი" დასავლეთ კონფერენციაში მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია.

იმ ჯგუფის საუკეთესოები, სადაც პსჟ გამოდის, მერვედფინალში A ოთხეულის რჩეულებს ხვდებიან. საინტერესოა, რომ იქ ლიონელ მესის "ინტერ მაიამია". კვარაცხელია რონალდოს სანაკრებო დონეზე მაშინ დაუპირისპირდა, როცა სხვა მხრივ ეს ამბავი გამორიცხული ჩანდა და დაამარცხა კიდეც. ჩვენებურს ახლა ევროპიდან ძალიან შორს მოთამაშე მესისთან მეტოქეობის შანსი აქვს, რაც მშვენიერი იქნება.

A ჯგუფში მთავარი ევროპული კლუბი "პორტუა", აქვეა ბრაზილიის სერია A ბეტანოს ლიდერი "პალმეირასი", სადაც ფელიპე ანდერსონს ვხედავთ, "ლაციოდან" რომ გვახსოვს. კიდევ ერთი გუნდი ეგვიპტის "ალ აჰლია", რომელიც ოთხეულის აუტსაუდერი უნდა იყოს.

სხვა ჯგუფები:

C. ბაიერნი/ბოკა ხუნიორი/ბენფიკა/ოკლენდ სიტი;

D. ჩელსი/ფლამენგო/ესპერანს ტუნისი/მეოთხე ჯერ არ დადასტურებულა;

E. ინტერი/რივერ პლეიტი/ურავა/მონტერეი;

F. დორტმუნდი/ფლუმინესე/მამელოდი სანდაუნსი/ულსან ჰიუნდაი(ამ გუნდში არაბიძე აღარ ჩანს);

G. მანჩესტერ სიტი/იუვენტუსი)/ალ-აინი/ვიდადი;

H. ზალცბურგი/რეალი/პაჩუკა/ალ ჰილალი.

თუკი პსჟ ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, 28 ივნისს პლეი-ოფს ფილადელფიაში ის გახსნის, პირველადგილოსნობის შემთხვევაში კი 29-ში ატლანტაში ითამაშებს.

მეოთხედფინალში გადაკვეთა C და D ჯგუფებთანაა, თამაშების ჩატარების ადგილს კი ორლანდო და აღმოსავლეთ რუტერფორდი დაემატება. ფინალი სწორედ ამ უკანასკნელში, 13 ივლისს ჩატარდება. აქ საშინაო მატჩებს "ნიუ იორკ ჯეტსი" ატარებს.

ემზარი
წარმატებები კვარას და პსჟს!!! ჩვენი ქართველი კაცი! ღმერთმა დალოცოს და სულიერად გაგვიძლიეროს, ღირსეული სულით ქართველი!!! ❤️🙏
zura222
მაგარი ჩემპიონატი უნდა გამოვიდეს წაესით მაგრამ მძიმე სეზონის მერე ფეხბურთელები იქნებიან კარგ ფორმაში და ბრძოლის ხასიათზე?
zura222
ტრავმა აქვს არაბიძეს
test 4
koment 4
test 3
koment3
test 2
komentarin2
test 1
koentari 1
უფროსი
1964 წლის ოქროს მატჩი. https://www.youtube.com/watch?v=f0pJd1AaPGU
დ
არაბიძე არ სჩანსო? ვისაც არაბიძის ცუდი გაუხარდება, იმ კაცის ცხვირი შევარცხვინე, მაგრამ ვინც გამუდმებით ითხოვდა მის ნაკრებში გამოძახებას, ახლაც არ გჯერათ, რომ არაა ეს ბიჭი სანაკრებო? ულსანში ყაზაიშვილი ბრდღვნიდა ყველაფერს და ეს სკამზეც აღარაა. ქეცბაიას ნათქვამი მახსენდება, ვეღარ დავრბივარ, თორემ ადგილზე იცით რეების გაკეთება შემიძლიაო? ამას სირბილი არ უნდა და ეგრე სადაა?!
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
ორი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი შეიძლება ზამთარში ჩატარდეს
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა
კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს
აზაროვის საგოლე გადაცემა - "შახტარმა" ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
დავითაშვილი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადავა? - ქართველს "სენტ ეტიენის" გავარდნის შემდეგ საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს
დადასტურდა - ლაკაზეტთან ერთად "ლიონს" რაიან შერკიც ტოვებს და თვალი კვარაცხელიას პსჟ-ისკენ უჭირავს
შეხვედრა ქართველებთან - რა გააკეთა გველესიანმა ირანში, მას შემდეგ რაც კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა [PHOTO]
რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე
"ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან ჩამოვიდა" - ლუის ენრიკეს კომენტარი და ჟურნალისტის რეზიუმე
ზურიკოს მე-17 საგოლე მოქმედება - „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდა
ლაკაზეტი დუბლით წავიდა - მიქაუტაძის "ლიონი" ევროტურნირზე გავიდა
ბრუნდება თუ არა "ბარსელონაში"? - მესის მომავალი გადაწყდა
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
[VIDEO] მესის გენიალური გოლი - მაიამის "ინტერმა" "ნიუ იორკი" დაამარცხა
"გვარდიოლამ ფეხბურთი დააზიანა" - ლიონელ მესი
მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში - ლიონელ მესიმ "ფილადელფია უნიონს" გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] მესიმ "ლოს ანჯელესს" ულამაზესი გოლი გაუტანა