კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. გორის "დილამ" და "დინამო თბილისმა" სამ-სამი ქულა მოიპოვეს. "დილამ" ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა. დინამოელებმა კი აჯობეს ქუთაისის "ტორპედოს", რომელსაც ხუთმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა...

კოლხეთი 1913 1:2 დილა

გორის "დილამ" სტუმრად სძლია ფოთის "კოლხეთი 1913"-ს. ეს გორელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა. გუნდი მეორე ადგილზეა. ფოთელები მერვეზე დარჩნენ.

37-ე წუთზე დილამ გაიტანა: ჟან-მარკ ტიბუემ ჩააწოდა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თავით ზუსტად დაარტყა.

ზედ შესვენების წინ ფოთელებმა გაათანაბრეს. გიორგი აბუაშვილი "დილას" საჯარიმოში წააქციეს, დაინიშნა პენალტი და თავად აბუაშვილმა დაარტყა. მეკარე ლუკა სანიკიძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ გიორგიმ ითამაშა კარგად და 1:1.

ეს აბუაშვილის მერვე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა სიაში პირველზეა.

62-ე წუთზე არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი და პენალტი დანიშნა "დილას" სასარგებლოდ. გორელთა შემტევ ოთარ ფარულავას წინააღმდეგ დაირღვა წესები. თერთმეტმეტრიანი იბრაჰიმა დრამემ დაარტყა და დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია ბურთი...

თუმცა სტუმრებმა მაინც მოიგეს. ფარულავამ საჯარიმოდან გადმოვარდნილი ბურთი მიიღო და ძლიერი დარტყმით გაიტანა - 1:2.

დინამო თბ 2:0 ტორპედო

"დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" აჯობა და ორი ქულით გადაუსწრო. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი ახლა მესამე ადგილზეა. ქუთაისელებს კი ამ ტურამდე ზედიზედ 5 გამარჯვება ჰქონდათ და სერია შეწყვიტეს.

სწრაფი გოლი ვნახეთ. დინამოელმა თორნიკე მორჩილაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. ეს მორჩილაძის მეხუთე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მეორე ნახევარში კი ნიკა ნინუამ კუთხური ჩააწოდა, შორეულ ძელთან გაუშვა ბურთი და ლეო ასუნსეუმ თავურით ორამდე გაზარდა სხვაობა - 2:0.

ბოლოს მინდორზე გუნდური ჩხუბი გაიმართა, რასაც არბიტრ გიორგი ყრუაშვილისგან 9 წითელი ბარათი მოჰყვა. 5 ფეხბურთელი დინამოელთაგან გააძევეს, 4 - ქუთაისელთაგან.

ცოტაც დაპირისპირებების ისტორიაზე. 1990 წლიდან მოყოლებული, ეს იყო ამ გუნდების 95-ე ურთიერთშეხვედრა. "დინამო თბილისმა" 50-ე მოგება მიითვალა, 25 მატჩი ფრედ დასრულდა და 20 "ტორპედოს" გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება კი 154:83 დინამოელთა სასარგებლოდ.

წლეულს, პირველ წრეში "ტორპედო"-"დინამო თბილისი" 2:0 დასრულდა. ახლაც ზუსტად იგივე ანგარიში, ოღონდ თბილისელებმა იმარჯვეს.

erovnuliliga.ge

tngh
"დინამო" წინ მიიწევს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა