კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დასრულდა. დღის სამი მატჩიდან ორში მასპინძლებმა მოიგეს დიდი ანგარიშით, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. "გაგრამ" "თელავს" აჯობა, "სამგურალმა" ცუდი სერია შეწყვიტა და "დინამო ბათუმთან" გაიმარჯვა, "გარეჯი"-"იბერია 1999" კი ფრედ დამთავრდა...

გაგრა 3:0 თელავი

"გაგრას" ზედიზედ სამი ფრე ჰქონდა, ამჯერად კი 3:0 მოუგო "თელავს" და მეექვსე ადგილი გაიმყარა. "თელავს" რაც შეეხება, 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ამ 11 შეხვედრაში ორი ქულა აიღეს.

ამ მატჩში ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა. პირველი გოლი 54-ე წუთზე გავიდა, კერძოდ, ბრაზილიელმა პედრო ბორჟესმა 17-18 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში.

84-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ილია კაციაშვილმა შეასრულა კარგი დარტყმა და 3:0. ეს კაციაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

სამგურალი 3:0 დინამო ბთ

ბოლო 7 შეხვედრიდან "სამგურალს" 6 წაგებული ჰქონდა, ამჯერად კი "დინამო ბათუმთან" მშვენიერი მატჩი ჩაატარა და 3:0 მოიგო.

პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა გიორგი ფანცულაიამ. მან ჯერ ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე ლუკა ხარატიშვილს, მერე კი ლუკა ხორხელის პასს მიაყოლა ზუსტი დარტყმა... ფანცულაიას მიმდინარე სეზონში 5 გოლი მოუგროვდა.

ისე, 1:0-ზე "დინამო ბათუმმა" პენალტი ვერ გამოიყენა. მოჰამედ ფოფანა წააქციეს, პენალტი უერდი მარამ დაარტყა და მეკარე ნოდარ ყალიჩავამ აიღო ბურთი.

სამაგიეროდ, თერთმეტმეტრიანი "სამგურალმა" გაიტანა, კონკრეტულად კი ლუკა ხორხელმა. სწორედ ლუკამ მოიპოვა ეს პენალტი... არბიტრმა კობა რევაზაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი. საბოლოოდ 3:0. და ხორხელისთვის ეს მეექვსე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"დინამო ბათუმი" პირველ წრეში ბევრად ძლიერად თამაშობდა, მეორეში კი მოუკლო, რისი მიზეზი ტრავმებიცაა.

გარეჯი 1:1 იბერია 1999

მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი სწრაფი გოლით დაწინაურდა. ლუკა სილაგაძემ ამირან ძაგანიასგან მიიღო ბურთი, მარცხნიდან შეირბინა საჯარიმოში და დაბალი დარტყმით 0:1 გახადა ანგარიში.

"იბერია 1999" ახლოს იყო მორიგ გამარჯვებასთან, თუმცა "გარეჯმა" ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და ბოლოს, 86-ე წუთზე გაათანაბრა კიდეც: ვახო ბედოშვილმა მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში შეჭრილმა კი ზუსტი პასი გააკეთა და შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაშვილმა ახლოდან გაიტანა - 1:1.

გოგოლაშვილისთვის ეს პირველი გოლია წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. "გარეჯი" მერვე ადგილზეა. გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ. აი, "იბერია 1999" კი 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ეს მათი ზედიზედ 29-ე წაუგებელი მატჩია...

erovnuliliga.ge

tngh
"იბერია" ისევ ლიდერია... და ალბათ ჩემპიონიც გახდება!!! მთავარი ეხლა მისთვის ევრო ტურნირებზე კარგი გაოსვლაა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა