თსუ საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადებოდა – თბილისი არენაზე უნივერსიტეტელთა ბევრი მხარდამჭერი, პლუს ირემ-მასკოტი მოვიდა, რომლებმაც მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ უქომაგეს საყვარელ გუნდს, მაგრამ დაჯილდოების ცერემონიალი არ შედგა. გუნდები ბრძოლის ველიდან თავიანთ ბანაკებში დაბრუნდნენ და მომდევნო შერკინებისთვის მზადებას განაგრძობენ.

მიხვდით, რომ თსუ-მ ვერ მოიგო და სუპერლიგის ფინალური სერია მშრალად არ დასრულდა. ქუთაისში მოგებული 2 მატჩის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აშორებდათ, მაგრამ ქუთაისელებმა დაამტკიცეს, რომ ტიტულის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ და ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ძალები ნამდვილად შესწევთ.

ერთი ეგაა, ისტორია ქუთაისზე არ მუშაობს, რადგან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 28 წლის წინ მოუგია ფინალური სერია (ვითამ აზოტი დაამარცხა) გუნდს, მაგრამ როგორც იტყვიან, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მით უფრო, თუ ქუთაისი მომდევნო, 27 მაისს გასამართ მორიგ მატჩს მოიგებს. მერე უკვე ყველაფერი ერთ, სერიის მე-5 და გადამწყვეტ მატჩზე იქნება დამოკიდებული. თუმცა მოვლენებს არ გავუსწროთ და კონცენტრაცია სამშაბათის მატჩზე მოვახდინოთ, რომლის მოგებითაც თსუ ისევ ჩემპიონობას ეცდება, ხოლო ქუთაისი – სერიის გათანაბრებას.

გიორგი ოჩხიკიძე 16 აპრილს თასის გათამაშების MVP გახდა, რომელმაც თანაბარი და ძალიან დაძაბული ფინალური მატჩი ზუსტი სამქულიანებით და ზოგადად, შედეგიანობით გარდატეხა. იმ დღეს ქუთაისმა სატიტულო მატჩში თსუ დაამარცხა და თითქმის იგივე სცენარი გათამაშდა დღესაც. თანაბარი და ძალიან დაძაბული შეხვედრის ბოლო პერიოდში 11 ქულა ჩააგდო, მესამის მიწურულსაც იჩუბინა და მებრძოლი თსუ გატეხა. მატჩი, რომელიც ბოლო პერიოდის შუაწელამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, კალაპოტი იცვალა და ისე დასრულდა, დაძაბულობა არ ყოფილა. აუცილებლად აღსანიშნავია ვეტერანი მიხეილ ბერიშვილი, რომლის სამქულიანებმაც ოჩხიკიძისა და გიორგი კორსანტიას შედეგიანობასთან ერთად დიდი გავლენა ითამაშა ქუთაისელთა დამაჯერებელ გამარჯვებაში.

თსუ-ს აკლდა დენთი, ბრძოლის ჟინი და ის სულისკვეთება, რომლითაც ერთობ დამუხტულები იყვნენ სერიის ქუთაისურ მატჩებში. უნივერსიტეტელთა ვეტერანმა ლიდერმა, გიორგი ცინცაძე შეხვედრა კარგად დაიწყო და შეტევაშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მეორე ნახევარში მატჩის სადავეები გაექცა, რითაც ქუთაისელებმა კარგად ისარგებლეს. თსუ-მ ვერ ჩააგდო საკმარისი სამქულიანები (მხოლოდ 9), რითაც ერთმნიშვნელოვნად მოიგო სერიის წინა მატჩები და ამის ფონზე რომ ვერც ფარქვეშ იყოჩაღა, ამიტომაც წააგო.

საბოლოოდ შეხვედრა 81:67 (სტატისტიკა) დასრულდა, ქუთაისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით და ფინალური სერია გაგრძელდა. გამარჯვებაში დიდი წილი აქვს მიხეილ ბერიშვილს, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 24 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი ოჩხიკიძე, 19 ქულა და 9 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა. თსუ-ში 19 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 13 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა გიორგი ცინცაძის მონაგარია.

ფინალური სერიის მომდევნო, მე-4 მატჩი 27 მაისს, თბილისი არენაზე, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა