პსჟ „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სრულ მზადყოფნაში ხვდება. პარიზული გუნდის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა უნდა შეარჩიოს.

„პარიზიენი“ წერს, რომ ესპანელი სპეციალისტი არავითარ სიურპრიზებს არ შემოგვთავაზებს და მხოლოდ ისაა გასარკვევი, სასტარტოში ბრედლი ბარკოლას დააყენებს თუ დეზირე დუეს. გამოცემა ვარაუდობს, რომ რადგან სწრაფ ბარკოლას კონტრშეტევაზე თავის გამოჩენის მეტი საშუალება აქვს, ესპანელი სპეციალისტი მას მიანიჭებს უპირატესობას.

პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.

ინტერი ისედაც ზეხისტი,უხეშობის ზღვარზე და ზოგჯერ მისი იქითაც გადასულ ფეხბურთს თამაშობს,როცა სჭირდება და ფინალში კიდევ უფრო გამორიცხავს რისკებს.სახიფათო მომენტები, სავარაუდოდ ბევრი არ იქნება,რადგან ორივე გუნდი დაცვაში ძალიან მჭიდროდ ითამაშებს და ყოველი სახიფათო მომენტის მაქსიმალური გამოყენება,სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება გამარჯვების მოსაპოვებლად.აქამდე ინტერის მიერ მომენტების გამოყენების პროცენტი,გაცილებით მაღალი იყო,პსჟ-თან შედარებით,თუმცა პსჟ ძალიან ბევრ მომენტს ქმნიდა და ამით გაჰქონდა ლელო.ამ თამაშში,მათაც მეტად უნდა გამოიყენონ ყოველი შანსი,თუ გამარჯვებას აპირებენ. 6-ჯერ ითამაშა ხვიჩამ ინტერის წინააღმდეგ და არც ერთი საგოლე მოქმედება არა აქვს,ალბათობის თეორიითაც კი,ამ თამაშში მან საგოლე მოქმედება უნდა შეასრულოს და იმედი მაქვს,ეს მოქმედება,ერთზე მეტი იქნება.მსაჯები ხისტ თამაშს დაუშვებენ,მაგრამ როგორც იტალიაში ხდებოდა,უხეშობაზე სავარაუდოდ თვალს არ დახუჭავენ და ინტერს აიძულებენ,უფრო წესების ფარგლებში ითამაშონ.ბარსელონასთან მათმა მატჩებმა აჩვენა,რომ ინტერის დაცვა ძალიან სწრაფ და ტექნიკურ გუნდებთან შეუვალი არ არის,ორივე თამაშში,სამ სამი გოლი გაუშვეს,ასე რომ პსჟს თავდასხმამაც წესით ძალიან ბევრი საფრთხე უნდა შეუქმნას ინტერის კარს.რაც შეეხება პსჟს დაცვას,თუ მეორე ფლანგზე ვინც დადგება,დუე თუ ბარკოლა,დაცვას ისევე დაეხმარებიან,როგორც ხვიჩა ეხმარება თავის ფლანგს,ინტერს მხოლოდ სტანდარტულების და ჩაწოდებების დროს ექნება შანსი,ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფეხბურთელების დახმარებით გაიტანონ გოლი.რა თქმა უნდა პსჟც მოემზადება საამისოდ.საკითხავია,დაეხმარებიან დუე და ბარკოლა ისევე?მომავალი სეზონისათვის,დარწმუნებული ვარ,ენრიკეც და ეს ბიჭებიც მაგაზეც იმუშავებენ,მაგრამ პსჟს ამაღამ სჭირდება ეგ დახმარება და რამდენად ხარისხიანად შესძლებენ ამას,სავარაუდოდ ეგ იქნება განმსაზღვრელი,მატჩის ბედისათვის. გამარჯვებას ვუსურვებ პსჟს და ორი!ორი გოლი მინდა,კვარა!
ალექსანდრე
ინტერი ნაკლებად დატოვებს კონტრშეტევების შესაძლებლობას, პირიქით, თავად ითამაშებს მეორე ნომრად და აქეთ ეცდება კონტრშეტევაზე თამაშის აგებას, ძალიან ხისტ დაცვას ითამაშებენ. ჩემი აზრით, სტანდარტულები იქნება პსჟ-ს გამოსავალი. საჯარიმოს სიახლოვეს, განსაკუთრებით ცენტრში, უნდა ეცადნონ ჯარიმები აკიდონ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა