ბექა ბურჯანაძისთვის სეზონი დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდმა "ლეიმა კორუნამ" ესპანეთის უმალესი ლიგის რეგულარული ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, გუნდი უმაღლესი ლიგიდან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.

ბოლო ტურში "ლეიმა კორუნამ" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის გუნდს – ბრუკლინს უმასპინძლა. მოგეხსენებათ, "ბასკონიას" ღირსებას საქართევლოს მოქალაქეობის ნატურალიზების გზით მფლობელი, ჩვენი ნაკრების წევრი და იმედი, კამარ ბოლდუინი იცავს.

შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა და ის ბასკონიელთა გამარჯვებით – 105:101 დასრულდა. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 22:23 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბოლდუინი, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:49 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. კამარმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

"ლეიმა კორუნამ" სეზონის განმავლობაში მხოლოდ 7 მატჩი მოიგო და ქვედა ლიგაში დაქვეითებას ვერ გადაურჩა, "ბასკონიას" კი 19 მოგება და 15 მარცხი მოუგროვდა და მე-8 ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფის საწყის რაუნდში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ მადრიდის "რეალს" შეხვდება.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა