ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ „ინტერი“ აშკარად დაჯაბნა, 5:0 გაანადგურა და ისტორიაში პირველად გახდა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლიდან ხუთი თვის შემდეგ ფინალში გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ორივე გუნდმა მატჩი ოპტიმალური შემადგენლობით დაიწყო. „პარი სენ ჟერმენი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ჰაკიმიმ დუეს გადაცემით დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ასცდა მიზანს. ცოტა ხანში კი ხვიჩას წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში დემბელემ გააგრძელა და დუემ დიმარკოსგან რიკოშეტით დააგვირგვინა. პარიზელები მეტოქეს მაღალი პრესინგით ხვდებოდნენ და იერიშების საშუალებას უზღუდავდნენ. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი ჯერ მცველმა დაბლოკა და კარს ოდნავ ასცდა, ხოლო მერე თავურით სცადა გატანა, რაც არ გამოუვიდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეიცვალა, პსჟ ისევ დომინირებდა და შედეგსაც მიაღწია: აქტიურმა ხვიჩამ დასაწყისში ორჯერ ვერ შეძლო გატანა, დემბელემაც ვერ გამოიყენა თავისი მეორე მომენტი. დუემ კი დუბლი შეასრულა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ბარკოლათი შეცვალა. 73-ე წუთზე „კვარა“ ბასტონის გაექცა და ზომერის კარი დალაშქრა. ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი ქართული გოლია. ის 84-ე წუთზე შეცვალეს. ამით როდი დაკმაყოფილდა პარიზული გუნდი, „ინტერის“ კარი მეილიუმაც დალაშქრა და "პარი სენ ჟერმენმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

პსჟ - ინტერი 5:0

გოლები: 1:0 ჰაკიმი (12), 2:0 დუე (20), 3:0 დუე (63), 4:0 კვარაცხელია (73), 5:0 მეილიუ (86)

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუე დაასახელეს, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

- კვარაცხელიამ "ინტერთან" ჩატარებულ მეშვიდე დაპირისპირებაში პირველად გამოიჩინა თავი საგოლე მოქმედებით. მის ანგარიშზე "პარი სენ ჟერმენში" ყველა ტურნირზე 25 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

- პსჟ 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე უდინეში "ტოტენჰემს" შეხვდება.

- პსჟ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო.

SOS!!!
ხვიჩა, გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ვერ წარმოიდგენ შენს გოლს როგორ ველოდი და როგორ გამახარე! კვლავაც უთვალავ გამარჯვებას გისურვებ! მარად შენი ერთგული გულშემატკივარი.
vaxo...
ვულოცავ ხვიჩას და პესეჟეს ამ უდიდეს და შთამბეჭდავ ტრიუმფს! ბრავო! მათ მოგება დაიმსახურეს და დომინირებდნენ სათამაშო ყველა ასპექტში... როგორც ინტერის გულშემატკივარი ვიტყვი, რომ გუნდმა ფინალური თამაშით რბილად, რომ ვთქვათ, დატოვა არა გრანდის, არამედ აუტსაიდერი გუნდის შთაბეჭდილება... აი, ასე იცის, როდესაც პსჟ ხარჯავს მილიარდებს, გუნდის გასაძლიერებლად და შედეგიც სახეზეა... ხოლო ინტერის, ახალმა მეპატრონემ, ერთი ცენტიც არ ჩადო გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხელსაყრელი პირობებით იყიდა კლუბი და მხოლოდ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე ფიქრობს! გუნდი, რომელიც ყველაზე ხანდაზმულია, ტოპ ჩემპიონატებს შორის არსებულ გრანდებს შორის... აი რეალობა... მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ადამიანებს,ჭირდებათ რთულ ვითარებაში გვერდში ყოფნა, ასევეა ჩვენი საყვარელი კლუბების მიმართაც!... ფორცა ინტერ!
Ro
სანდარა რულოვსს: რომ გაესვას ხაზი რომ კვარა მეგრელია რა პრობლემაა? ქოჩორა კახელია და მთელი კახეთი ამაყობს. რა მეგრელებს არ აქვთ უფლება რომ იამაყონ კვარათი ? და ხმამაღლა თქვან რომ ამ კუთხის შვილია? შენ უკრძალავ თუ როგორაა საქმე ? შენი კომენტარის ქვეშ ვიღაცამ საერთოდ მეგრელებს და სამეგრელოს შეურაცხყოფა მიაყენა და ეგ არ გაწუხებს ? არ ხართ თქვენ ქართველები ან მტრის პროპაგანდას ხართ აყოლილები
ზ.მ.England-ს
შენ გენაცვალე ბიძია-ბაბუა))) ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ თასს რომ ჩაეხუტა რა მოხდა მერე? ზოგი ხეებს და ბუჩქებს ეხვევა, ზოგი ყვავილებს ესაუბრება, ჩაეხუტოს, რა მოხდა მერე. აი 30 წლისა რომ მეხუთედ ან მეექვსედ მოიგებს, მერე აღარ აკოცებს. ))))
სადაა ინტერის საბლატაო და საგულაო, მით უმეტეს ბებერი გენრიხასი?)))
რაო, ლაუტაროა მაგარიო, ხომ? ვინმემ შეამჩნიეთ წუხელ რომ მინდორზე იყო? ან ბარელა სად გაქრა ნეტა? ))) და ამ ფეხბურთელებს ვიღაც დილეტანტები ხვიჩას დონეზე განიხილავენ. ტვინი და აზროვნება აკლიათ, თორემ ბომბარდირი ბელანოვიც იყო თავის დროზე, იმის თამაში არ გაიშვას. ჰკა ხვიჩიკო, ჰკა მაგათა, მსოფლიოში საუკეთესო უნდა გახდე! ჰო, თუ დააკვირდით, ენრიკეს ყველაზე მაგრად ხვიჩას გოლი გაუხარდა. ელოდებოდა და ძალიან ძალიან აღფრთოვანდა რომ გაუმართლა ხვიჩამ.
ზ.მ.England
გაუმარჯოს საქართველოს.,საქართველოს სიძლიერეს სპორტში,კულტურაში,განათლებაში,თანამედროვე წარმოებაში,ჯამში სოციალური ყოფის სწრაფ ზრდაში-ევრო კავშირში სასწრაფოდ ინტეგრირებული,ყოფნა არ ყოფნა წყდება ქართველთა სახელმწიფოსი,მერამდენედ?გაუნათლებელი ლაჩრები არ უნდა წყვეტენ ქართველთა ბედს,რომლებიც რეალურ მეგობრებთან ენაწატლეკილად ,მეტი არაფრის შნო არ გააჩნიათ აგრესორობენ და მიწების წამრთმევ აგრესორითან კი "ენა ჩაყლაპეს" შიშით წაუწვნენ, პოლიტიკურად,ნამუს დაკარგულ-ეშმაკ,ვერანა მტერს,არიან ნამეტანი ისკანდერი და ბელადები არ დაგვაყაროსო და გვაკმაროსო ეგებ საშერვაშიძეოს და სამაჩაბლოს წართმევას,ეგრე არ არის,სანამ ბოლომდე არ გაგვსრესს ურდო არ მოისვენებს,თუ არ მოვასწარით ქართველთა-ჭკვიან ქართველთა საუკუნებრივი ოცნება ევროპულ ოჯახში შესვლა ეს მთავარი ჩემი აზრი,ეხლა ფეხბურთზე გაუმარჯოს დიდ ფეხბურთში მოთამაშე,დიდ ფეხბურთელს,ვარსკვლავს,ხვიჩა კვარაცხელიას გაგვახარა,მაგრამ თამამად გავიხარებდით,ეროვნულმა ნაკრებმა,რომ იაროსლავ წინ დიდი ნაბიჯებით. და ქართველმა ქართველს თუ არ შევუსწორეთ(მართალი ჩემი გადმოსახედიდან),ვინ შსეგვისწორებს?ნაკლები ეგოიზმი მინდორზე,მითუმეტეს მთელი მსოფლიო რომ გიყურებს,ეკრანზე ყველაფერი ნათლად სჩანს.ფული მთავარი არ არის ცხოვრებაში,ახლობლების სიყვარული დაენიშნა ერის პატივისცემა უმთავრესია მოკლევადის სტუმრობისას,წუთი სოფლად.მგონი ბადრი კვარაცხელიამ უთხრა ხვიჩას,"შენ აჩვენე რაც შეგიძლია თამაშისას და ფული მოვაო".ენრიკემ უძლიერესი გუნდი შექმნა შეტევა-დაცვაში."ტოტალური ფეხბურთი",იოჰან კროიფის დაწყებულია,ყველა წინ ყველა დაცვაში-ამგვარად თამაშს,ტექნიკურად ვარსკვლავური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ესაჭიროებაენრიკეს ვარსკვლავები ჰყავს,კატარელი ყოფილი ლაინ ტენისისტის,შთამომავლობის მილიარდერის სახსრებით,რომელიც ახლა ხალხის პატივისცემის მოსაპოვებლად იბრძვის.ხვიჩაზე არანაკლები ან მცირედად ნაკლები დონის ფეხბურთელებია 4-5 ფეხბურთელი,დემბელე ცალკე დგას !ორი სამი ვარსკვლავი ასაკის გამო,ეგოისტი,გამოუცდელი,(დუე,ბარკოლა..)ხვიჩა მოსაგებ თილისმასავით მოვიდა გუნდში,და გუნმა დაიწყო დიდი მოგებები,ადრე ერთ ნაბიჯში იყო.ენრიკე თავის დამსახურებად თვლის ქართველის მოყვანას,მაგრამ მე ვფიქრობ კატარელი შეიხთა შთამომავალია გადამწყვეტი,სახსრები არ დაიშურა,მომავალი სარგებლის დანახვით ჭკვიანია,მგონი კემბრიჯში ნასწავლია.ეხლა ეგოიზმი და კერპთაყვანისმცემლობა,ხვიჩა რომ ჩაეკონა ორქულიანი ჟესტის თასს და თანაც კოცნებით,(ეს ამფორა მხოლო გამარჯვების ატრიბუტია)-ნუთუ პირველსაწყისი ემოციების?.ქართველის შემდგომ დონარუმა მივიდა და ხვიჩასთან ერთად ჩაეხუტა "ორყურიან სიმბოლოს" ლუის ენრიკემ შეიქმნა ჰოლანდიელი ოცნების გუნდი წინ საქართველო,ქართველებო წინ საკაცობრიო სიმაღლეებისკებ
გიო პაპა
ყველაფერი ისე დაჯდა როგორც ვამბობდი. ხვიჩამაც გაიტანა, მაგრამ მეტი მინდოდა. რომ არ ეჩქარა, 1-2 ბურთს კიდევ გაიტანდა. დემბელე ფაქტიურად დაჩრდილა, მაგრამ ეხლა ეს დუე ჩაერთო კონკურენტად ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კონკურენტად. ვიტიანას კოეფიციენტებიც აიწევს ალბათ. ჩემი აზრით პსჟ კიდევ 2 თასს აწევს. ტოტენჰემს უბრალოდ გადაურბენს აგვისტოში სუპერთასზე და აი საკლუბოების მსოფლიო ჩემპიონატზეც უნდა გაიმარჯვონ წესით. მთავარია ბიჭები არ მოდუნდნენ კიდევ 2,5 თვე და იმხელა რეკორდებს დაამყარებენ, ჯერ რომ არ ერთ გუნდს არ დაუმყარებია მსოფლიოში ერთ სეზონზე. ყველასგან გამორჩეული კი ამ დროს რა თქმა უნდა ხვიჩა იქნება, რადგანაც ფაქტიურად ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ასეთი კი პსჟ-ში წელს არავინაა. დიდი მნიშვნელობა ექნება პრესასთან ინტერვიუებსაც, საკუთარი იმიჯის რეკლამას, რაც ხვიჩას მგონია რომ კარგად ეხერხება. იღბლიანიცაა ჩვენი ლომი, ასე რომ იმედი ვიქონიოთ რომ ყველას აჯობებს და წელსვე გახდება მსოფლიოში საუკეთესო!!! წარმატებები ხვიჩას!
სიმართლე
სრულიად საქართველოს ვულოცავ ხვიჩინიოს და პსჟ-ს ამ დიდ გამარჯვებას/ტიტულს! ჩვენი ხვიჩა - ესაა წარმატების, დაუღალავი შრომისა და ბედნიერების სიმბოლო! ხვიჩა - ესაა ადამიანი, რომელსაც მუდამ თან სდევს და ყველგან მიაქვს იღბალი! მაშ გაუმარჯოს ხვიჩას და მისი სახით საქართველოს წარმატებას!
მალხაზ ჯობავა
არ მიეკუთვნებოდა! კვარას მერე, იანვრიდან იწყება პსჟ-ს მსოფილო გრანდად ჩამოყალიბება შეეე ტოოოო!
T.g-ს
შენმა მზემ, სულ ცარიელი გაქვს კუჭი და არა გაქვს ამოყორილი არა?

რუსეთში რას წერენ,იმას რომ დასდევ,აქ რას წერდნენ ჯერ იმას შეხედო,იქნება?რუსებში გაცილებით ნაკლები ამბობს აუგს,ვიდრე საქართველოში.პირიქით,იუთუბიზე მასზე ძალიან ბევრ გადაცემას ვხვდები და ყველგან მას გულშემატკივრობენ,რადგან თავისად მიაჩნიათ და ისედაც,პოსტ საბჭოთა სივრცისადმი სენტიმენტები,მათში დღესაც საგრძნობია.აბსოლიტურ უმრავლესობაში.ფეხბურთს,მეტწილად ლაივბალზე ვუყურებ ხოლმე და რეპორტაჟები ხან რა ენაზე მიდის,ხან რაზე(არაბულ ენაზე რეპორტაჟიც კი მიყურებია).როცა რუსულად მიდის,რუსი კომენტატორები,ყველაზე მეტად ხვიჩას თამაშს აქცევენ ყურადღებას და გამოხატაავენ დიდ სიმპათიას.ტვინნაღრძობები,რუსეთსაც საკმაოდ ჰყავს და ვიღაცა რამეს რომ დაახეთქებს,აქაური ვაი ჟურნალისტები სასწრაფოდ გადმოისვრიან ხოლმე ინტერნეტ სივრცეში,რომ სიძულვილის ტალღა ახალი ძალით ააგორონ.ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებითაც კი ცდილობენ ამის გაკეთებას და რუსეთში ქართველისაგან მიცემულ ინტერვიუებიდანაც ხშირად ყოფილა,ფრაზები რომ ამოუგლეჯიათ და ამ ქართველებზე საშინელი სიძულვილის ტალღა ააგორეს.რუსები ანგელოზები არ არიან და ქართველებზე კარგად ეს არავინ იცის,მაგრამ კარგი და ცუდი,ყველგან არის,იქაც ბევრია,საღად მოაზროვნე ადამიანი და ყველას ერთ ჭურჭელში მოქცევა,არ შეიძლება.
ნეი-მარი-აჟი
აი გუნდი ძმაო მაგრად კი გამიკვირდა ინტერი თავის თავს არ გავდა ბარსას მერე 5-0 ...ეტყობა ერთი თვე ქეიფში გაატარეს
t.g-s
ვისაც, ყავს ოჯახი ყველა ცდილობს, რაღაცა გზა გამონახოს, რომ ოჯახი შეინახოს. რა შუაშია "ლუკმა-პურისთვის რას არ იკადრებს ადამიანი"? თუ გამომიჩნდება რამე სამსახური იგივე რუსეთში, უკან არ დავიხევ და წავალ,სულ ცალ ფეხზე მკიდიხართ ეს ჭკუის დამრიგებელი "პრაფესორები". ყველა იმ კარგ ქართველს გაუმარჯოს ვინც რუსეთში ან ნებისმიერ ქვეყანაში შრომობს და ისე ინახავს ოჯახს!

აქამდე პსჟს ლიგა არ ჰქონდა მოგებული,სუპერ ვარსკვლავებს ყიდულობდა და ასე ცდილობდა წარმატების მიღწევას.დღვანდელმა პსჟმ,სუპერვარსკვლავების ყიდვას თავი დაანება და სისტემაზე დამყარებული გუნდის შენება დაიწყო.ახალგაზრდა,ნიჭიერი ფეხბურთელების ძალისხმევაზე დამყარებული დღვანდელი პსჟ,ფულზე კი არა კარგად აწყობილ ორგანიზაციაზე და სისტემაზე დადგა.სანამ ასე იმუშავებენ წარმატებებიც ექნებათ და ფულის ტომარაზეც არ იქნებიან დამოკიდებულები.ამ გუნდს ლიგის ფინალიც აქვს ნათამაშები,თასების თასი და ინტერტოტოს თასი მოგებული,ლიგაზე ნახევარ და მეოთხედფინალებშია ნათამაშები და დღეს უკვე იმდენად მომწიფდა,რომ ლიგის თასი,ამხელა,რეკორდული უპირატესობით მოიგო,თანაც ყველაზე გამოცდილი,ორგანიზებული და მებრძოლი ინტერის წინააღმდეგ.შესაძლოა ტიტულებით ჯერ კიდევ უკლდეს გრანდის სახელამდე,მაგრამ მან უკვე შედგა იქ ფეხი და უახლოეს წლებში, აუცილებლად განიმტკიცებს მათ შორის ყოფნის უფლებას.ეს ნოტინჰემ ფორესტი და უოტფორდის მსგავსი კლუბები იყვნენ,დიდი ინვესტიციების ხარჯზე ორიოდე წელი რომ გაიელვეს და ისევ ჩაქრნენ.დღევანდელი პსჟ,უკვე მტკიცე საფუძველზე დგას,სისტემაზე,მის სტაბილურობას კიდევ დიდხანს რომ შეინარჩუნებს.გუნდის მფლობელებმა წარმატებების ფორმულა იპოვეს.
ჟორა გაბრიჭიძე
ვწერდი, რომ ბარსეოლანა -პსჟ იქნებოდა საუკეთესო ჯახი, მაგრამ ასე სუსტ ინტერსაც არ ველოდი, ლიგის თასის ფინალი საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩს დაამსგავსეს. არ ვიცი რაში იყო საქმე, შეტევის 70% მარჯვენა ფრთიდან მიდიოდა, ეს კი მაშინ ხდება, როცა მოწინააღმდეგის ეს ფრთა შედარებით სუსტია და ასეც ყოფილა, სწორედ ამიტომ იყო, რომ საქმეში უფრო მეტად დუე და ჰაკიმი იყო და არა კვარაცხელია-მენდეში. მართალია დაძაბულ თამაშს ვერ ვუყურეთ, მაგრამ სანუგეშოც გვაქვს კვარა თასის მლობელი და ფინალში პირველი ქართული გოლის ავტორია. გილოცავთ ქართველებო და საქართველო.
T.q
ეეხ ბონდო ბონდო ლუკმა პურისთვის რას არ იკადრებს კაცი ოღონდ კუჭი ქონდეს მაძღარი არაა??
მირო
რას პოლიტიკანობთ,რუსეთი და ევროპა და...მიედ მოედებით ყველა გოიმები.დატკბით მომენტით,იხალისეთ,იზეიმეთ,მიულოცეთ ხვიჩას,საქართველოს,ერთმანეთს.ხვიჩამ გამოაცოცხლა ქვეყანა,ქალი და ბავშვი,დიდი და პატარა,ყველა მას ქომაგობს და მისი გამარჯვებებით ზეიმობს.როდის იყო ასეთი????ნუ ცდილობთ აქაც თქვენი შხამი გადმოანთხიოთ,გაჩუმდით მაინც,რომც გშურდეთ კიდეც,აქ მოზეიმე ხალხია შეგროვილი,ვენაცვალე ხვიჩას და მის გამჩენს ,ვულოცავ საქართველოს! ! !
aburjga
ჩვენო ძვირფასო ხვიჩა, ჩვენო სიამაყევ გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას! ეს მორიგი და სხვა მრავალი! ყველა ქართველს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს ვინც გულშემატკივრობთ კვარას გილოცავთ მის და მისი სახით ქართული ფეხბურთის წარმატებას! როცა დადგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური ეტაპი და გამოქვეყნდა ხელოვნური ინტელექტის პროგნოზი, მაშინ მე დავწერე - პირველივე თამაშებსი შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ჯართში იქნება ჩასბარებელითქო! ისემც კარგი დაგემართოთ ყველას, როგორც ეს პროგნოზი ახდა.როცა გაირკვა ფინალის მონაწილეთა ვინაობა პსჟ-იუვენტუსი, მაშინ დავწერე, რომ იუვენტუსი საერთდ უშანსოდ არის და გარკვეულად დავასაბუთე კიდეც. ისემც ყველა კარგ ქართველს, სამშობლოს და ქართული ფეხბურთის მოყვარულისათვის ყველაფერი სიკეტე მომელოცოს, როგორც ეს პროგნოზი ახდა! და სულ ბოლოს მატჩის წინ დავწერე ასეთი რამ? არა მაინც ილია დათუნაშვილი მაგარია! შემდეგ კვარას წარმატებები ვუსურვე. თითქოს რა შუაში იყო დათუნაშვილი, მაგრამ აი ესეც 5:0 !!! თავის ქება კი გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა ეტყობა 70 წლის ფეხბურთის გულშემატკივრობამ მაინც თავისი ქნა! მე არაფერ შუაში ვარ! )))

სანდრა რულოვს,ქუთაისი იყო კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი და როდის აქეთ გახადე,მხოლოდ სამეგრელოს დედაქალაქად?არ იცი შენ,არც საქართველოს ისტორია,არც გეოგრაფია,არც ქართველებს იცნობ,არც ქართულ ლიტერატურას(რომ იცნობდე,გეცოდინებოდა საიდან მოდის სიტყვები„კოლხეთის ცისკარი“),შენ მხოლოს შენ ყოფილ ქმარს იცნობდი და მასზე მეურვეობა გევალებოდა,შენი ბოსებისაგან.დღეს ეგ მისიაც ამოწურული გაქვს და წადი,მიხედე შენ საქმეს!საქართველოს მაინც ვეღარაფერს დაუშავებ.
Porto
ერთი რუსების დამცველებისაც …!! მაგრამ რუსულ იუთუბ სივრცეში მინიმუმ ხუთი გადაცემა შემხვდა, რომელიც ხვიჩას ეძღვნებოდა ფინალის წინ …!! დასკვნები თავად გამოიტანე!! და რუსები იქით ჯანდაბაში იყვნენ მთავარ არხზე რა გადაცემებინიკადრეს ქართველებმა?? რეები აბრალეს და როგორ ლანძღეს ხვიჩა?!! მაგრამ არაუშავს სიმართლე ყოველთვის გამარჯვებულია!!!
ბონდოს
პირველ რიგში ჩვენს კვარას ვულოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას!!!!!!!(მიუხედავად იმისა პსეჟე არასოდეს მიყვარდა და ეხლაც ესე ვარ) რაც შეეხება რუსეთს, ჩემი ძმა რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს და ჩვენს ოჯახსაც ეხმარება,როგორც შეუძლია. აქაურ ზოგიერთებს არ ესმით, როცა ლანძღავენ რუსეთს, ქართველობას უფუჭებენ საქმეს. ცოტა გონზე მოდით და ნუ ხართ ეგოისტები.
სანდრა რულოვსი
ყველგან მეგრულ ნაცს ხაზს რატომ უსვამტ?
ბონდო
რუსეთზე ცუდს ნუ წერთ ნახევარი სამეგრელო რუსეთში შოულობს საშოვარს და ნუ იტყუებით ელემენტარულად..მათ შორის კვარაც იყო
დავით 67-ს
ჩამოგივიდა ცოლი ,,ემიგრაციიდან"?😁😁😁😁
Დინამოელი
Კვარა და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას და სიხარულს!!!
G.LA-ს,დავით 67-ს დანარჩენ აკაცუკ როთისტებს
თქვენი სახე დამანახა ეხლა.მგონი დანა პირს არ გიხსნით-თქვენ ხო ქართველის და საქართველოს წარმატება არ გიხარიათ.
მალხაზ ჯობავას
კოლხეთის ცა მაშინ უფრო ამობრწყინდა დემნამ რო გაიტანა საზღვრებს გარეთ თქვენი სახელი და მასხულიამ კიდევ😉
ბაბუაწვერა
კვარას გოლე საკუთარ თავს ვიდეოს რო უღებენ,რო ღრიალებენ და ცალი თვალით კამერისკენ იყურებიან და მერე ფეისბუქზე რო დებენ-რამე ახალი ტრენდია? გადაღება დამავიწყდა და გჯერათ რო გამიხარდა?
X!shnik>>
იქით ნეიმარმა რო დასცინა ადრე ხვიჩას თუ გახსოვთ, ეს ვინ არიო საერთოდ არავინ არ არისო ვიდეოში ძალიან ინაგლა. ვიღაც ნაგლ ძმაკაცათან ერთად რაღაცას თამაშობდა ფიფაში ფეხბურთელების კარტები რო ამოდის და კვარაცხელიას კარტა რო ამოუვიდათ ეგრე ინაგლეს. ხოდა ეხლა გაგირჭო ხახაში შენც მძ*** რეველა ნეიმარს , აი ვინაა მივიდა იქ პსჟში სადაც შენ ეგდე და ჩემპიონთა ლიგა მოიგო(!) აი დაეხიე ეხლა, ჩმ*რო პსჟში რო ეგდე სანამ მბაპემ გაგაგდო და ვერაფერი ჩემი *** რო ვერ მოიგე. სად გდიხარ იჯღავლე კიდე რატო არ ჩაკვდები ნეხვის ჭიასავუთ მერამდენე ტრამვა უნდა მიიღო
თურმე თურმე თურმე
პარიზში რატომ გადავიდაო ცოლის რო ჭკუაზე დადისო, ცოლს მოუნდა პარიზში სეირნობაო და მაგიტომ გადავიდაო, ცოლი რომ მოიყვანა მაგითი დაიღუპა თავიო, აპა მორჩა მაგის კარიერაო. და კიდე რამდენ სიდებილეებს იძახდნენ… ნუ რა დონის ჩამძორებულები ხართ. ჩალპით ჭაობში ბოლომდე ეხლა. ვაი თქვენს პატრონს უბედურს, სად გდიხართ ეხლა აგერ ჩემპიონთა ლიგა გადაგაგლიჯათ თავზე ხვიჩამ. ხვიჩამ ყველას დაგიმტკიცათ რომ დებილები ხართ. თავზე გადაგახიათ მთელი მარაზმი ჩამპალი განავალი მენტალიტეტი “თეორიები” და აზროვნება, გოიმები ესენი ეგრე რო ცხოვრობდით მაგიტომაც “დაგლიჯეთ” ყველაფერი ჩა%მული თაობა. და აგერ განახათ როგორ უნდა!!! ის გააკეთა და ვერ გააკეთა თქვენმა ჩა%მულმა თაობამ
მასტერს
უბრალოდ დავტკბეთ, რომ ისტორიის ნაწილი ვართ! ვილოცავ კვარას, პსჟ-ს და დიდი მადლობა! გილოცავთ ყველას, ვინც გულშემატკივრობდით, რომ საქართველოს დროშას ეფრიალა ამ დიდი არებაზე!
Ras Merchodi Jonjolia?
ესე ჩაძაღლდება სუყველა ვისაც ქართველი ეზიზღება. დაიმახსოვრეთ
Sheni.Dedis.Zonderi_
აბქ სად გდიხარ ის ვიღაც თუ რაღაც, რო წერდი ხვიჩას ფანების (ანუ ქართველების) დედის ტირილი იქნებაო 31 ში. თქვენი დედის წკმუტუნი არ ჩაწყდეს ჯოჯოხეთში უკუნისამდეX.>>>>>>>>>> ჯიშის წყვეტა
დავით67
პსჟ-ს მოგების მჯეროდა, მაგრამ ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით არა. ხვიჩას გოლსაც ველოდი. მოკლედ მსოფლიო დონის ფეხბურთელი ხომ არის და არის, ამავე დროს მსოფლიო დონის დონის მეკვლეცაა) ). სადაც მიდის ყველგან წარმატება სუფევს.
Giorgi
დამიჯერე ეგ მაგარი გვკიდია ქართველების 100% მაილუმ რა ქნა 19 წლის ასაჯში
გისამძიმრებთ რუსეთს და მის შ**** რებს
რუსები რას წერდნენ არ გახსოვთ??? რაზე გადავიდა პარიზშიო კრუასანების საჭმელადო და საგულაოდო დახამდა გრუზინიო, თორე საფეხბურთო კუთხით ვერაფერს ვერ მოიგებსო , საღ ჭკუაზე აზროვნება ეს ჩვენ შეგვიძლია რუსებსო თორე აბა გრუზინს ტვინი არა აქვსო პარიზში საგულაოდ გაიქცაო… ნუ რა ხდება ეხლა რუსეთში ტრაური აქვთ ალბათ
გოჩა
კიდე კაი გაიტანა მერე იტყოდნენ 5 გოლში ვერ ჩაეტიაო

გილოცავ გეგი!ვულოცავ ყველას,ვისაც კვარას გოლი და გამარჯვება გაუხარდა!მაგ არარაობას კი შეეშვი,ნერვებს ნუ მოიშლი.ამ ღამით ბოღმისაგან თვალს ვერ მოხუჭავს და ჩვენი ბიჭები ისე არიან დაქოქილები,ის ბოღმა ან გულს გაიხეთქავს,ან კიდევ უძილობით მოკლავს.ღმერთმა უმრავლოს ასეთი ღამეები,ქართველის გამარჯვებით თვალს რომ არ მოახუჭინებს.
მამუკა
სენი მაილიუ თითქმის მთელი წლით უფრო ახალგაზრდაა ვიდრე დეზირე დუე - ასე, რომ მაილიუ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა
მამუკა
ეს ბიჭი არის ფეხბედნიერი, ჯერ ნაპოლის აზეიმა ჩემპიონობა პირველივე წელს, შემდეგ კიდევ პსჟ-ს
124
ბრაზილია-გერმანიის პონტი თამაში იყო. პსჟ_ს მეტი გოლიც შეეძლო მარა აშკარად დაინდეს.
კოტე
თბილისელო, შე მყრალო ვირთხა, გეწყინა, ხომ, ხვიჩას წარმატება?
ქომაგი
ვულოცავ ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის მოგებას! ღმერთმა სულ ასე გახარებული და ბედნიერი ამყოფოს, ოქროს ბურთიც მიგველოცოს მომავალში კვარასთვის. ყველა ნამდვილ ქართველს ვინც გაიხარეთ დღევანდელი გამარჯვებით გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!

მადლობა, თქვენც გოლოცავთ. ხვიჩამ ძალიან გაგვახარა და კიდევ ბევრჯერ ეზეიმოს გამარჯვება.
კობუჩი
ლაურენტის ეგ მედალი და სკუდეტო კი იცი სადაც უნდა წაიღო აწი.
რავი
ამას ეხლა რეალური ადამიანი წერს? არ მჯერა რომ მართლა არსებობენ ესეთები
G.LA
გილოცავთ ყველას. კვარა გენაცვალე გულში ჩემპიონო. ❤️🇬🇪
თბილისელი
ყველას გილოცავთ კვარას წარმატებას და რაც მთავარია გოლს.ძალიან სასიხარულოა.მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ნამდვილად არ იყო საუკეთესო ფინალი.ინტერი თავის თავს არ ჰგავდა. ეტყობა რომ უკვე ასაკოვანი გუნდია, გადაღლილი. რაც შეეხება პსჟ-ს,ჩემი აზრით,მიუხედავად ასეთი წარმატებული სეზონისა,მაინც გრანდების რიცხვს არ მიეკუთვნება.
ხომერა
გილოცავთ ქართველებო! ხვიჩა, შენი ჭირიმე! სიხარულით მატირა
123
პსჟ ვერასდროს ვერაფერს მოიგებს საზოგადოება სადაა? აიყარენით აქედან.
MIRO
კვარა პსჟ!!!კვარა პსჟ!!!კვარა პსჟ!!!კვარა პსჟ!!!კვარა პსჟ!!!კვარა პსჟ!!!კვარა პსჟ!!!კვარა პსჟ!!! არიიიიიიიიიიიისსსსსსსსსსს............
გეგი
რაოდენ ბოროტი და შეუმდგარი ადამიანი ხარ ვიღაცა ხარ დისლაიქებს რომ წერ და რა ცოდო ხარ რომ იცოდე ამ ყველაფრის ფონზე.
საბურთალო
აგიშენდა ოჯახი საქართველოს გახარებისთვის...................
მალხაზ ჯობავა
ხომ ამობრწყინდა კოლხეთის ცისკარი საქართველოს ცისკაბადონზე? ეს ერთი და სხვა მრავალი ათასი გამარჯვებები შენთვის, საქართველო!!!
ზურა
ქართველებო ყველას გილოცავთ ქართული გენის კიდევ ერთხელ გაბრწყინებას.ხვიჩა მაგარი კაცი ხარ
ჟორა
ო ვიტინია რა ყოფილა ბიჭო??
ქობულეთიდან
გილოცავ ხვიჩა, შენ ეს დაიმსახურე! გილოცავთ ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს.
იბერიელი
გილოცავთ ყველა ქართველ პატრიოტს გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს საამაყო შვილს,აფრიალდა ჩვენი ლამაზი დროშა, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
იხვი
ხვიჩა ფეხბურთის კეისარია. Veni, Vidi, Vici უკვე ზედიზედ მეორე გუნდში.
მეველე
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა შენ გაჩნდი ამ ქვეყანაზე... მადლობა კვარა ამ სიამაყისთვის, და ბოლოს, ბოროტო ქართველთ-მოძულნე არარაობებო, აქ რომ წერთ ხვიჩაზე აუგს,
ზაქარია
გილოცავთ!!!! სრული მასტერკლასი ენრიკესგან. მთლად ასეთ დომონაციას და ასეთ უსუსურ ინტერს არ ველოდი. ალბათ ისტორიაში ყველაზე ცუდი პერფორმასი ფინალში. ამისთვის გამოაგდეს ბარსელონა ?!
გეგი
მადლობა ღმერთს! ყველას გილოცავთ ხალხო! უდიდესი სიხარულია ეს ჩვენთვის,ვულოცავ ხვიჩას ამ უდიდეს წარმატებას და მადლობა მას ამ სიხარულისთვის!!!
ვინ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც კვარაცხელიას მსგავსად 1 სეზონში ორ სხვადასხვა გუნდში 4 ტიტული მოიგო
[PHOTOS] კვარაცხელიას რონალდო არ ავიწყდება - ქართველმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კრიშტიანოსთან დაკავშირებით ორი პოსტი გამოაქვეყნა
პსჟ-ს პრეზიდენტის "განკარგულება" ორი ტურნირის მოსაგებად - კვარაცხელია მაკრონთან მიღებაზე იმყოფებოდა
ოსიმენისთვის "იუვენტუსი" გამოირიცხა - დარჩა ორი ვარიანტი
წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "გრანადა" პლეი-ოფის მიღმა დარჩა
[VIDEO] პარიზში საჩემპიონო ზეიმი დაიწყო
დონარუმამ შეიძლება პსჟ დატოვოს - მიზეზი ცნობილია
ახალგაზრდულმა ავსტრიული შეკრება დაიწყო - საზონოვმა ივარჯიშა
"ჩემი ბიჭებით ვამაყობ" - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი
"ენრიკემ თავისუფლება და სიმშვიდე მოგვცა" - დონარუმამ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"პსჟ-ს ფინალში მან ულიდერა და "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - ლუის ენრიკემ შეგირდი გამოარჩია
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] მესის დუბლი და 2 საგოლე პასი "კოლუმბუსთან"
შენგელიას გამარჯვების ბურთი, MVP-ის ტიტული და ნახევარფინალურ სერიაში "ვირტუსი" დაწინაურდა
"მარად ჩემთანაა" - ლუის ენრიკემ გამარჯვება გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა
[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერთან" მატჩში?
რა თანხა გამოიმუშავა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით?
[VIDEO] "კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა