საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2 ივნისს, ეროვნულ გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებისთვის მზადებას გიორგი ზარია გამოაკლდა.

მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი გველესიანმა და სანდრო ალთუნაშვილმა ისაუბრეს.

გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში გამოძახება ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა. ნებისმიერ მეტოქეს მაღალი პროფესიონალიზმით ვუდგებით. ისეთი პერიოდია, რომ ზოგ ფეხბურთელს შედარებით ადრე დაუსრულდა სეზონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ფორმა და მზადყოფნაში შევხვედროდით ამ თამაშებს. შევისწავლით მეტოქეებს და ველოდებით ძალიან კარგ სპარინგებს.

მისასალმებელია, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც მზადყოფნაშია, ეძლევა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი აუცილებლად გამოადგებიან ნაკრებს".

სანდრო ალთუნაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. შეკრებაზე ბევრი დებიუტანტია და მინდა მივულოცო მათ. საწვრთნელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ.. სეზონის ბოლოა და ვცდილობდი, რომ კარგ ფორმაში და ჯანმრთელად შევხვედროდი მოახლოებულ თამაშებს.

დინამო არენა ნაკრების თითოეული წევრისთვის სახლივითაა და ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ქუთაისში კი ნამდვილად იციან გულშემატკივრობა და ვფიქრობ, რომ კარგ ატმოსფეროს შექმნიან".

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)

მატჩების განრიგი

5 ივნისი, 20:00 | საქართველო ფარერის კუნძულები | დინამო არენა, თბილისი

8 ივნისი, 20:00 | საქართველო - კაბო-ვერდე | რამაზ შენგელია, ქუთაისი

NAKREBI.GE

სალერნიტანა 15 და 20 ივნისს თამაშობს.ნაკრებში თამაშები,იქით დაეხმარება ლუკას,ფორმაში შესასვლელად.ამხანაგური თამაშები სხვა არ გვაქვს და სანაკრებო გამოცდილების დაგროვება იქნება თუ ახალი ფეხბურთელების გასინჯვა,ასეთ თამაშებში სჯობია.მწვრთნელი ასეთ თამაშებშიც მიხვდება,ვინ არის სანაკრებოდ მზად და ვისთვის ჯერ ადრეა,იქ თამაში.ჯერ ერთი რატომ უნდა წააგონ და თუნდაც წააგონ,არც ეგ არის ძალიან დიდი უბედურება.ყოველ შემთხვევაში ექსპერიმენტის მარცხი სჯობია,ოფიციალური მატჩის წაგებას.იმ ნაკრებებსაც თავისი მიზნები ექნებათ და არც მათთვის იქნება მთავარი,ამ მატჩებში გამარჯვება.
გივი
ძველი დრო გამახსენდა 10-15 წლის წინანდელი, ჩამონათვალს რომ გადახედავდი და 1-2 ის იმედი რომ ჰქონდა მარტო და ისიც 17 წლის ყენიასი და ან ანანიძის...
გივი
2 გამოაკლდაო და არავის იმატებს მათ ნაცვლად? ლოჩოს თავის გუნდში თამაშები აქვს გავარდნაზე და უცნაურია ნაკრებში რატომ არის? სუსტად გაოიყურება ჩამონათვალი ალბათ მივეჩვიეთ ძლიერ შემადგენლობას, წარმატებები ბიჭებს!
ალფა-ს
მანდ მაგდენად დაკვირვებული და მოაზროვნე მართლა გგონია ვინმე?))
ალფა
სირცხვილია! ასე არა სერიოზულად არავინ უდგება ამხანაგურ მატჩებს. რის გამო ვაყენებთ დარტყმის ქვეშ რეიტინგს? ვისაც ფეხბურთი ესმის, მიხვდება, რო ასე ფეხზე დაკიდება და გუნდის ბირთვზე უარის თქმა გაუმართლებელია. მხოლოდ ხვიჩასთვის შეიძლებოდა გასაგები მიზეზის გამო დასვენება და არა ყველასთვის. თითქოს ნაკრებზე მნიშვნელოვანი იყოს კლუბები. ახალი ფეხბურთელების გამოცდა და "ექსპერიმენტობები" ესე ერთბაშად არ ხდება. ვერც სათანადოდ წარმოაჩენენ თავს, რადგან მოედანზე ერთდროულად ბევრი ახალი მოთამაშის ყოლა ბარაგანს ქმნის. არ გვინდა ნელ-ნელა რეიტინგში წინსვლა გვქონდეს და ჯგუფებში ორი ესპანეთის კალიბრის ნაკრების მაგივრად თვითონ ვიყოთ ერთი მათგანი რომელიც მაღალი კალათიდან ამოვა და ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი ექნება?!
ნუგზარა ხიზანოვი
ისეთი პირი უჩანს, ბოლოს სათამაშოდ სამწვრთნელო სტაფი, მასაჟისტები და მეთულუხჩეები გავლენ. ოი ტა-ტა-ტა, მოიდა გიჟი კაბო-ვერდე.)))))
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა