ფარერის კუნძულების ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ გიორგი ლორიამ, რომელიც "ჯვაროსნებში" ბოლო მატჩს ჩაატარებს, მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრეს.

გიორგი ლორია: "ემოციურად ძალიან რთულია, ნაკრებში 17 წელი ვითამაშე. ეს გზა სიამაყითა და მადლიერებით გამოვიარე. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლოაბში ჩემ გვერდით იყო - გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებს, თანაგუნდელებს, ექიმებს, სტაფის წევრებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს... მახსოვს, ესპანეთთან 55 ათასი ადამიანი ჩემ გვარს როგორ სკანდირებდა. მადლობა მშობლებს, ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან, ჩემთვის ბევრი გააკეთეს რწმენითა და ლოცვით. ნაკრებში თამაში ჩემთვის მხოლოდ მაისურის ტარება არ ყოფილა, ეს ბავშვობის ოცნება იყო. მადლობელი ვარ, ქართული ფეხბურთის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანა მოვახერხე. ყოველთვის ჩემი ნაკრების გვერდით ვიქნები. მადლობა, საქართველოს!"

ვილი სანიოლი: "როცა ნაკრებში მოვედი, შვედეთში ფეხბურთელებთან გასაუბრება მსურდა. გიორგი სპეციალურად ავარჩიე, მასთან ბევრ რამეზე ვილაპარაკე და პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგი იყო" .

ალესანდრე იაშვილი: "ჩვენთვის ძალიან ემოციური დღეა. ძალიან კარგმა მეკარემ და ადამიანმა გიორგი ლორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა. მან კარიერა როცა დაიწყო, ჩვენ ერთად ვთამაშობდით, დიდი გზა განვლო, ბევრი გააკეთა ნაკრებისთვის, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ის ბოლო მატჩს ჩაატარებს და საშუალება ექნება, გულშემატკივრებს მოედნიდან დაემშვიდობება. მადლობა მას ყველას სახელით. ის იმსახურებს, "დინამო არენა" გამარჯვებულმა დატოვოს".

თვითაღიარებული არბიტრი
ესპანეთთან რა ბურთები გამოაძრო, სანამ ტრავმას მიიღებდა. საკაცით რომ გაჰყავდათ, სტადიონი სკანდირებდა G.Loria! G.Loria! G.Loria! გლორია - (ლათ.) ქება-დიდება, პატივი ქება და დიდება საქარველოს საუკეთესო მეკარეს!!! მადლობა გიო! (ვისაც გსურთ მამარდაზე მკითხოთ, გპასუხობთ - რომ დაასრულებს კარიერას, მერე გახდება უფრო საუკეთესო მეკარე! სახლი - აშენებული ფასდება და წიგნი - დაწერილი)
გ.ხ.
მადლობა ლორი! ძალიან მაგარი მეკარე და კიდევ უფრო მაგარი კაცი ხარ
მასტერს
მადლობა ჩვენს გიორგის საქართველოს კარის მრავალწლიანი თავდადებული დაცვისთვის! ბრავო და წარმატებები!
იბერიელი
გიორგი ბრავო, კარგი კაცი ხართ კარგი პიროვნება, მადლობა , წარმატებებს გისურვებთ, მაპატიე და გამახსენდა ის წითელი ბარათი და გამეცინა, გენაცვალეთ,

ძალიან კარგი მეკარე და კიდევ უკეთესი პიროვნება სტოვებს საქართველოს ნაკრებს.ნაკრებისათვის ყველაზე უფრო მძიმე დროებას გაუძლო,არ მიატოვა,უკან მოიტოვა და როცა ნაკრების კარში საიმედო მემკვიდრე და ასევე საიმედო მისი შემცვლელი დაიგულა,თავს უფლება მისცა ესტაფეტა მათთვის გადაეცა.მადლობა გიორგი,თუნდაც იმისათვის,რომ საქართველოს ნაკრებს,კინაღამ სიცოცხლე ანაცვალე და თავი არასოდეს დაგიზოგია.დიდ წარმატებებს გისურვებ საკლუბო კარიერაში და მერე,იქ,სადაც საქმიანობის გაგრძელებას აპირებ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის!
Geo
მაგარი მეკარე იყო და მაგარი ადამიანი რაც მთავარია.
ლორია
ამაყი ვარ ასეთი მოგვარე რომ მყავს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა