საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სექტემბრიდან ჩაერთვება, ივნისში კი ამხანაგურ მატჩებში უახლოეს რეზერვს გამოცდის. დღეს, 5 ივნისს, 20:00 საათზე, ჩვენი მეტოქე ფარერის კუნძულებია, რომელიც ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

ფარერების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების პროგრესზე ისაუბრა. გავხსოვს ჩვენი ნაკრებების პირველი დაპირისპირება (6:0 მოვივეთ) და მათი პროგრესიც აშკარაა.

ისე, სადღაც ვფიქრობდით, სტუმართა თავკაცი ხვიჩა კვარაცხელიას მოგებულ ჩემპიონთა ლიგას მოგვილოცავსო, მან კი პრესკონფერენციაზე რამდენიმე ჩვენებურია გვარი ჩამოთვალა და მათ შორის "კვარა" არ ყოფილა...

როგორც სანიოლის ნათქვამიდან მივხვდით, მინდვრის ცენტრში ნიკა გაგნიძემ უნდა დაიწყოს და მას ალბათ ანზორ მექვაბიშვილი შეუწყვილდება; გიორგი გაგუას სასტარტოში გამოჩენის შანსი ცოტაა, დავით ვოლკოვი გუნდს ბოლოსღა შეუერთდა და იქნებ გიორგი გულიაშვილი პირველივე წუთებიდან ვიხილოთ; მარცხენა ფრთის ჩაბარებას გურამ გიორბელიძესთვის ველით.

საქართველოს ნაკრებს 17 წლის შემდეგ გიორგი ლორია დაემშვიდობება. ნაკრებში სტაბილური პერიოდი მასთან ასოცირდება, მაგრამ როცა გუნდმა პიკს მიაღწია, მის კარს უკვე გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ლორიას მადლობა უნდა ვუთხრათ, პრესკონფერენციაზე მასთან დამშვიდობება ემოციური იყო.

tngh
ეს თამაში ამხანაგურია... თანაც საწვრთნელი. შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
გაძლიერება ჭირდება შუახაზს
გეუბნებით, დამიჯერეთ, გამოიძახეთ ჩემი თენგო, უძლიერესი ნახევარმცველია, თავის დროზე მარადონას არ გაანძრევია ფეხი, თუ არა და მოგვიგებენ ეგ გრენლანდიელები.)))
aburjga
გიორგი ლორია იყო უმაღლესი დონის მეკარე, ამავე დროს სამშობლოს პატრიოტი და მართალი კაცი. მის მიერ ძალინ ბევრი მატჩი მახსოვს სადაც მან გმირულად იბრძოლა და დაიცვა საქართველოს ნაკრების კარი! ის რომ ევროპულ რეალში არ თამაშობდა ეს ნამდვილად იყო უიღბლობა! ჯანმრთელობა და წარმატებები ბატონ გიორგი ლორიას!

ისევ და ისევ დიდი მადლობა გიორგი ლორიას!ალბათ პირველ ტაიმს ითამაშებს და მერე გააცილებენ.
alexandre
გიორგი! დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ნაკრებში შენი თამაშისთვის. მახსოვს სასწაული სეივები, თუნდაც ინიესტას რომ აუღე შორეულ მაღალ კუთხეში დარტყმული! მადლობა! ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში. სულ ბედნიერი იყავი ყველა შენ საყვარელ ადამიანთან ერთად.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ