ერთა ლიგის ნახევარფინალში ნორვეგიამ სახლში იტალიას 3:0 სძლია, მასპინძელთა 20 წლის გარემარბმა ანტონიო ნუსამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. Sky Sport-ი წერს, რომ „ნაპოლი“ მის დამატებას შეეცდება.

გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ნიგერიული წარმოშობის ფეხბურთელის გადაბირებას უკვე ერთი წელია ცდილობს და ახლა მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ნუსა „ლაიფციგმა“ „ბრიუგესგან“ 2024 წელს 21 მილიონ ევროდ შეიძინა, კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, ხოლო ახლა მისი სატრანსფერო ფასი 28 მილიონია.

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტინიო კასანომ ნუსას შესახებ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა: „მინდა დიდ ტალანტზე მოგიყვეთ. ნუსა ფენომენია. ყოველთვის მომწონდა ფეხბურთელები, რომლებსაც ერთი ერთზე თამაში ძალიან კარგად ეხერხებათ. შესანიშნავია: სწრაფია, გოლების გატანა და თანაგუნდელების პასებით მომარაგება შეუძლია. ძალიან ძლიერია. იტალიურ კლუბებს ვეტყოდი - მე კი არ უნდა მიგითითოთ, ვინ უნდა ამოირჩიოთ, არამედ საჭიროა თავად აღმოაჩინოთ ტალანტები და დაუყოვნებლივ დაიწყოთ მათ ტრანსფერებზე მუშაობა.

ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ კრისტიან ჯუნტოლი იყო, რომელმაც სასწაული ჩაიდინა და „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია ჩამოიყვანა. ნუსას ქართველის მსგავსი სათამაშო უნარები გააჩნია. რა თქმა უნდა, კიდევ უნდა გაიზარდოს, მაგრამ მისი სასწრაფოდ ყიდვაა აუცილებელი. ის ახალი კვარაცხელიაა და ამ ბიჭის ნეაპოლში გადმოყვანაა საჭირო“.

Tuttonapoli აღნიშნავს, რომ „ლაიფციგი“ ნუსას ადვილად არ დათმობს და „ნაპოლის“ მიზნის მისაღწევად დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს.

დავით
რიონი ორია. საფრანგეთშიც არის
ჯელა
ჟორას კომენტარს ვემხრობი.ახალი მესი...ახალი რონალდო...ახალი მალდინი...ახალი ზიდანი და ეხლა უკვე ახალი კვარაცხელია.რა დონეზეა ასული 24-25 წლის ბიჭი,რო საზომად და სადარად იქცა.არაფერი ძმაო.მე არაფერი.უბრალოდ ამაყი ვარ,რო ქართველი ვარ.ხვიჩაა ქართველი,შენ,შენ,შენ და ბევრი ადამიანი ვართ ქართველები
ვაჟა მასწავლებელი
რა სასწაული დრო მოვიდა?! ჩვენი კვარა იტალიელებისათვის ეტალონად იქცა!!! დღევანდელ ფეხბურთში ხედავთ როგორ უკვირთ, რომ ფეხბურთელი ერთი-ერთზე თამაშში ძლიერია. მე მგონი ძირითადად, ყველა ქართველი ფეხბურთელი ერთი-ერთზე თამაშში ძლიერია. აცხონოს ღმერთმა მიშა მესხი და ჯორჯ ბესტი - ისინი ხომ განუმეორებლები იყვნენ ერთი - სამზეც თამაშის დროსაც. ისე თუ გავიხსენებთ - კვარაც "ურევს" ხანდახან ერთი-ორზე და ერთი-სამზე ვარიანტებს - ლაურენტისის ჯინაზე.
ლაურენტისი
კვარა არ დამიბრუნდება და ბოდიშს მოიხდის - ან ამიერიდან დასრულდა მისი კარიერა.
ჟორა გაბრიჭიძე
ხედავთ ქართველებო სად ვართ? როცა ახალგაზრდა ტალანტის შექება უნდათ კვარას ადარებენ, ანუ კვარა ტალანტების ეტალონია.
მალხაზ ჯობავა
როგორც ერთია ქვეყნად რიონი, კვარაცხელიაც, ქვეყნად ერთია!!! მადლობა კასანოს, ამომავალ ვარსკვლავებს, კვარას რო ადარებენ მაგრამ, ადრე კვარაზე უკეთესებიც და შემცვლელებიც დაასახელეს მარა, ახლა მაგათი ბუნდღაც არ ჩანს. კვარა იღბალაა, იღბალა. გაუმარჯოს საქართველოს ყველა ვარსკვლავებს და ყველა ვაჟკაცებს!
გ.ხ.
როგორი სასიამოვნოა, როცა ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კვარას ადარებენ
კობუჩი
ესენი კიდე კვარაცხელიას ეძებენ ? :))) შეიგნეთ, კვარაცხელია ნეაპოლში აღარ განმეორდება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე