ჩვენ მიერ გამოტანილი სათაური ნებისმიერი თამაშის შემდეგ განსახილველი ამბავია. მწვრთნელის მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა. ახლა თითქოს საქმე სხვა ვითარებასთან გვაქვს, რეალურად, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო მატჩებისგან მკვეთრად განსხვავებული შემადგენლობით ვითამაშებთ. ამის მიუხედავად, ჩატარებულ თამაშებზეც შეგვიძლია თქმა, რა პოზიტივი და ნეგატივი დავინახეთ. ამპლუების მიხედვით გავარჩიოთ.

მეკარე

პოზიტივი: ვინ აქამდეც იცოდა რომ ასე იყო და ვინც არა, უშუალოდ დავრწმუნდით, რომ ლუკა გუგეშაშვილის სახით საიმედო და თავდაჯერებული მეკარე გვყავს, ვისი იმედიც საჭიროების შემთხვევაშიც გვაქვს.

ნეგატივი: ამ შეკრებას სამწუხარო ის ჰქონდა, გიორგი ლორიამ დაგვტოვა და მისი გამოცდილება გუნდს დააკლდება. ამ ამბავზე აქვე დავწერთ, რომ ვფიქრობთ, მესამე მეკარისთვის 21-წლამდელთა კიპერი ლუკა ხარატიშვილი აქტიურად იბრძოლებს.

დაცვა

პოზიტივი: რეალურად, საქართველოს ნაკრებს მარცხენა მცველის პრობლემა უდგას, როცა საქმე 4-მცველიან ტაქტიკას ეხება და შეგვიძლია ვთქვათ, ეს საკითხი ლუკა ლოჩოშვილის მხრიდან ამ ეტაპზე მოგვარებულია. თავად სანიოლმა თქვა, რომ ლუკა ცენტრში უკეთესია, მაგრამ ტატქიკის შეცვლა მწვრთნელს თუ არ შეაშინებს, ერთ-ერთი სწორედ ლუკას ფაქტორი იქნება.

ფრანგი ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს, ეს აშკარაა. ჩვენ დიდი ხანია დაცვის გადახალისებაზე ვწერთ და ხშირად ვსაუბრობთ იმ სამეულზე, ევროპის წინა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რომ გამოდიოდა. ერთ-ერთი მთავარი სწორედ ივაა.

ნეგატივი: აშკარად გამოიკვეთა, რომ დაცვის ცენტრში პრობლემები არის, თანაც ამას თურქეთისა და ესპანეთის მაგალითზე თუ გავიაზრებთ. ის საკითხები, რის გამოც სანიოლი 3 ცენტრალურ მცველს ათამაშებდა, ჯერ აღმოფხვრილი არაა. გასაგებია, გურამ კაშია არ იყო, მაგრამ სისწრაფის ნაწილში პრობლემები მასაც აქვს. იმედია, საბა გოგლიჩიძე დროულად დაბრუნდება, ყოველთვის გვაქვს საბა საზონოვის იმედი.

ახლა ოთარ კაკაბაძე არ იყო და მარჯვენა ფლანგზე ის უკონკურენტოა. რატომ? სწორედ დაცვითი უნარების გამო, მითუმეტეს 4 მცველში. კიდევ ერთხელ ვნახეთ, გიორგი გოჩოლეიშვილს შეტევა რა მაგრად შეუძლია, თუმცა ბალანსის კუთხით სანიოლს მასთან შეკითვები აქვს. 3-მცველიან ტაქტიკაში გიორგიც უკეთესად თამაშობს და ეს ახალი ტაქტიკის ნეგატივი გამოდის. სამწვრთნელო შტაბი ოთხ უკანახაზელზე ხაზგასმით საუბრობს, თუმცა ჯერ კიდევ ვერაფერს გამოვრიცხავთ, განსაკუთრებით, სექტემბერის შეხვედრებში.

ნახევარდაცვა

პოზიტივი: ნიკა გაგნიძე - ნახევარმცველი, ვინც ბევრს მოძრაობს, დაუზარელია, დაცვის დახმარებაც იცის და შეტევის წარმართვაც. მექვაბიშვილი-ქოჩორაშვილი-კიტეიშვილის სამეულის მიღმა ვილის ალტერნატივის ძიება უჭირდა და უნდა ვთქვათ, ახლა ცოტას ამოისუნთქავს, ნიკა შემოდგომაზეც გუნდთან ერთად იქნება. პოზიტივი იყო საბა ლობჟანიძის მონდომება და გოლის გატანა.

ნეგატივი: სამწუხაროდ, კონკურენცია არ იზრდება. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბი ალთუნაშვილის, ნონიკაშვილისა და კვეკვესკირის კონდიციებით კმაყოფილი არაა. სანაკრებო მატჩებში უკეთესი მამუჩაშვილი გვახსოვს.

მარჯვენა ფლანგის ამბავს ერთხელაც უნდა შევეხოთ. თუკი 4-2-3-1 ტაქტიკაში მარჯვნივ გიორგი ჩაკვეტაძე არ იქნება, პირველი ალტერნატივა მაინც ზურიკო დავითაშვილია, მაგრამ ამ ფეხბურთელების უნარებისა და მრავალმხვრივობიდან გამომდინარე, სანიოლი მკვეთრად მარჯვენაფლანგელს ეძებს. ეძებს ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ყველაზე ხშირად ლევან შენგელიას ეყრდნობა, ვისაც მანამდე საპირისპირო ფლანგზე ათამაშებდა. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ჩვენი მარცხენა ფრთა დატვირთულია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ფლანგები დაბალანსდეს, რაც ჯერჯერობით მიღწევადად არ გამოიყურება.

შეტევა

პოზიტივი: როცა 2 მატჩში ამდენივე გოლს გაიტან, ლიდერების არყოფნაში კი უფერულად უტევ, დადებითზე საუბარი მარტივი არაა. მართალია, ჩვენ ფორვარდებს არ გაუტანიათ, თუმცა რამდენჯერმე შეტევის გასაგრძელებლად მშვენიერი ვარიანტები მოძებნეს.

რეალურად, ფრანგი დამრიგებლის მიზანი იყო, გამოეკვეთა მესამე თავდამსხმელი, ვინც გუნდში მიქაუტაძესა და ზივზივაძესთან ერთად იქნებოდა და ვფიქრობთ, ის ამ დასკვნამდე მივიდოდა. დაველოდოთ, მაგრამ შესაძლოა, ეს დავით ვოლკოვი იყოს.

ნეგატივი: ნეგატივი მწირი შედეგიანობაა, რასაც უკვე შევეხეთ. ასევე ის, რომ პრესკონფერენციაზე ნათქვამიდან და უკვე განვლილი მატჩებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, გიორგი გაგუა ამ ეტაპზე ნაკრებისთვის მზად არაა და თუ არაა ახლა, მითუმეტეს რთული იქნება მისი ოფიციალურ შეხვედრდში ხილვა. რეალურად, ამ სტილის ფორვარდი არ გვყავს და საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკის შეცვლისას კარგ ვარიანტად წარმოგვედგინა!..

სხვა
ნეგატივი ისაა რომ შიში ქონდათ ბურთი არ დაეკარგათ და უკან პასებით გააწამეს მეკარეც და მაყურებელიც, უკან პასი მაშინაა კარგი როცა მცველი ზუსტ გრძელ გადაცემას აკეთებს შეტევაში და არა როცა ერთმანეთს აჩეჩებემ ბურთს, ესაა დაბალი დონის ჩემპიონატების გამოძახილი, სასწრაფოდ შეიცვალონ უნდა გუნდები
მერაბი ჩხოროწყუ,
მინდა მადლობა ვუთხრა გიორგი ლორიას, რაც გიორგიმ გააკეთა ნაკრებისთვის, გიო კარგი ადამიანი ბრძანდებით , წარმატებებს გისურვებთ, თქვენი ნიჭი და ტალანტი გამოადგება ჩვენს ფეხბურთს, სულ კარგად და ჯანმრთელად თქვენი ოჯახის წევრებით,
sonigi
გუგეშაშვილი, გოჩოლეიშვილი, დვალი - რაც ისედაც ვიცოდით :) შეიძლება გაგნიძე და მექვაბიშვილი ( მომატების იმედით ) . ნეგატიური იმდენი იყო არც ღირს დაკონკრეტებათ :(
ნუგზარი
ამ ორმა შეხვედრამ გვაჩვენა რომ საჭირო "სპარინგები" იყო, ამ შემადგენლობისთვის სწორად შერჩეული მოწინააღმედეგეებით. საჭირო იყო დაგვენახა თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ნაკრებში, მათ გარდა, ვისაც სისტემატიურად იძახებენ შეკრებებზე. ამისთვის კი სწორედ ასეთი გუნდები იყო საჭირო. გუგეშაშვილი ჩანს რომ მზადაა როგორც პროფესიულად,ისე მენტალურად ნაკრებში სათამაშოდ. გაგნიძე კიდევ მოუმატებს და ნახევარდაცვაში კონკურენციას გაზრდის. გულიაშვილს მეტი აქვს სამუშაო და მისთვისაც აუცილებელი იყო ეს თამაშები. გოჩოლა კიდევ ერთჯერ ვნახეთ და მასაც მოსამატებელი აქვს დაცვით ფუნქციებში. სამწუხაროა ზარია რომ არ იყო ტრავმის გამო.
გივი
პოზიტივი არის ის რომ მოგვიმრავლდა ტოპ ჩემპიონატებში და კარგ გუნდებში ფეხბურთელები, ნეგატიური კი არის ის რომ უკრაინის, ბოსნიის, პოლონეთის... ჩემპიონატებში თავგამოჩენილები უნდა გადავიდნენ უკეთეს ჩემპიონატებში და განვითარდნენ, თორემ რეგრესი ეწყებათ მერე და ზანტად უფანტაზიოდ გამოიყურებიან...
დ
ეს მგონი საქართველოს მეორე ნაკრებიც არ იყო, უფრო ალბათ მესამე.
მეგი ბიბიჩაძე
საბა ჩემი საყვარელი ფეხბურთელია <3 ვფიქრობ ნაკრებთან თამაშში მეტი გამოცდილება ჭირდება, პასების სიზუსტე უკეთესი უნდა გახადოს. ძალიან ტექნიკური და სწრაფია, საჯარიმომდე ფაქტობრივად უშეცდომო, საჯარიმოში ხშირად უშვებს შეცდომებს. მაგრამ დიდი პოტენციალის მატარებელია და სწორი რჩევებით და მონდომებით მისგან დიდ პლიუს მიიღებს ნაკრები. თავდასხმაში ვოლკოვი მომეწონა განსაკუთრებით, ბურთის მიღების უნიკალური მანერა აქვს. ყოველთვის აჯობა მცველებს ბურთის მიღებაში. ვფიქრობ მასზე მუშაობა, დაკვირვება და ნაკრებთან შეთამაშება კარგ შედეგს მოიტანს. გუგეშაშვილის ნახვის ხათრით დავესწარი ორივე მატჩს :) ძალიან მაინტერესებდა. პირველში ლორიამ ცრემლები და დიდი სინანული მომგვარა წასვლით, მეორეში კი მივხვდი, რომ ლუკას იმედი შეიძლება გვქონდეს. გაგნიძე მომეწონა, გულიაშვილისგან მეტს ველოდი. ლოჩო, გოჩოლეიშვილი, შენგელია და ძირითადი ნაკრების სხვა წევრები <3 კარგი იყო ეს შესაძლებლობა რომ მიეცა ვილის, ბიჭებს და გულშემატკივარს. ასე თუ ისე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა და ჩვენი რას მიქვია დარწმუნებული ვარ სამწვრთნელო შტაბი ბევრ რამეში გაერკვა. წარმატებები და მადლობა მათ <3
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
საქართველო - კაბო-ვერდე. 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება
ცნობილი გახდა, რამდენი იქნება "ნაპოლიში" დე ბრუინის ხელფასი
ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
ნეიმარს COVID-19 დაუდასტურდა
საქართველო - კაბო-ვერდე. 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ
მბაპეს გოლი+პასი საფრანგეთმა ერთა ლიგაზე გერმანიას მოუგო
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ისევ ერთად? - კიმ მინ ჯე შეიძლება "კვარას" თანაგუნდელი გახდეს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
[PHOTO] ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ახალი ფორმა წარადგინა
დემბელე მინიმუმ ჯგუფურ ეტაპს გამოტოვებს - პსჟ-ის სერიოზული დანაკლისი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
[VIDEO] საქართველოს გაუმარჯოს! ამერიკას გაუმარჯოს! - რას სკანდირებდა და ამბობდა დვალიშვილი ტრამპის თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] დვალიშვილი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ტრამპს გაესაუბრა - აშშ-ის პრეზიდენტი ქართველის ბრძოლას დაესწრო
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსი" ზედიზედ მეხუთედ ფინალში
[VIDEO] მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი გაანადგურა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა!
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია