reportiori.ge-ზე საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარესთან, ნუკრი რევიშვილთან ინტერიუ გამოქვეყნდა, რომელიც სამენეჯერო საქმიანობას ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად აწარმოებს. ვფიქრობთ, აღნიშნული ინტერვიუ მკითხველისთვის საინტერესო იქნება და სრულად გთავაზობთ.

- იანვარში, კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, საქართველოში ამბობდნენ, რომ ის „ფერმერების ლიგაში“ და ისეთ გუნდში გადავიდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს იგებს. ფრანგული მედია წერდა, გუნდს ფორვარდი სჭირდება და კიდევ ერთ გარემარბს ყიდულობენო…

- ზოგიერთ ჟურნალისტს თუ ექსპერტს ჰგონია, ყველაფერი ყველაზე კარგად მხოლოდ მან იცის. გამოჩნდა, რომ მამუკა ჯუღელს პროცესები სწორად მიჰყავდა და ეს ჯერ კიდევ „რუსთავიდან“ მოყოლებული. რაც მთავარია, ხვიჩა ამ ყველაფერს ბოლომდე დიდებულად მიჰყვა, ჩემპიონთა ლიგის მოგება სრულიად სხვა მასშტაბზე ასვლაა.

- გვსმენია, რომ ყველაფერთან ერთად, ხვიჩას თანდაყოლილი იღბალი აქვს და ზუსტად იმ გუნდში მოხვდება ხოლმე, სადაც უნდა მოხვდეს. როგორც ყოფილი სპორტსმენი, წარმატებას ამ ფაქტორს რამდენად უკავშირებ და რა იყო მთავარი ხვიჩას ირგვლივ იანვრიდან დღემდე?

- „კვარა“ მორწმუნე ბიჭია, ყველაფერს რწმენით აკეთებს. ის თავდაუზოგავად შრომობს დასახული მიზნისთვის და ღმერთმა დაუფასა სწორედ ის რწმენა და დამოკიდებულება, რაც მას გააჩნია. ხვიჩა აუცილებლად მიაღწევს ყველაფერ იმას, რაც მას ჩაფიქრებული აქვს.

ყველა დიდი ფეხბურთელი საკუთარ თავზე მუშაობს, უნაკლო არავინაა. კვარაცხელიაც ასეა, პროგრესს ყოველდღიურად აღწევს. მაგალითად, დიდი მუშაობის დამსახურებაა ის, მატჩის ბოლოს ისეთი სიჩქარითა და შემართებით რომ ჩაერთო თამაშში, რომლის ბედიც გადაწყვეტილი იყო. მან ასეთ ფიზიკურ მომზადებას მიაღწია.

- ახლა ახალი ეტაპი იწყება, ხომ არ ექნება „კვარას“ მოტივაციის პრობლემა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატში მისი პსჟ ყოველთვის ფავორიტია, ჩემპიონთა ლიგას კი პირველივე წელს დაეუფლა. იმავე კილიან მბაპეს მაგალითი რომ ავიღოთ, უკანასკნელ წლებში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ თამაშზე ფიქრობდა…

- ხვიჩა ისეთი ადამიანი და სპორტსმენია, გამოვრიცხავ, ერთ გუნდში ითამაშოს და მეორეზე იფიქროს. ეს ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მსურს, „ოქროს ბურთით“ ვიხილო. რა თქმა უნდა, ეს მოტივაცია მასაც აქვს. ის დაისახავს ისეთ მიზნებს, რისთვისაც „პსჟ“-ში რამდენიმე წელს გაატარებს. წლების შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ცხოვრება და ფეხბურთი ასეთია.

- ერთ-ერთი ასეთი მოტივაცია საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იქნება…

- რა თქმა უნდა, თუმცა, გუნდური მიზნების განხორციელება რთულია, ამაში ყველა ერთიანად უნდა მონაწილეობდეს, სხვაგვარად ეს პსჟ-შიც შეუძლებელი იქნებოდა. გვქონდეს იმედი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ქართული ფეხბურთი აღმავლობას განიცდის, მათ ახალგაზრდული ნაკრებიდანაც პერსპექტიული ბიჭები დაემატებათ.

- ვილი სანიოლმა თქვა, რომ „კვარას“ შეუძლია, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითო იყოს. მისი სტატუსიდან გამომდინარე, რამდენად გგონია, რომ უკვე შეუძლია, ნაკრების კაპიტანი გახდეს?

- არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, გუნდში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ხვიჩა კვარაცხელია ნაკრების კაპიტანი გახდება. ის ნამდვილი ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. „კვარას“ თავდაჯერება და მოტივაცია არ აკლია, მაგრამ კაპიტნის სტატუსი ამ მხრივ კიდევ უფრო ძლიერს წარმოაჩენს.

თუკი კაპიტანი არ იქნება, ეს ხვიჩას წყენას არ გაუჩენს, ასეთი უბრალოდ არაა. კვარაცხელია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის წარმოჩენისთვის, რათა მსოფლიოს სამშობლო სულ სხვანაირად გააცნოს და კარგი იქნება, ჩვენც თუ დავუფასებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს თავად ნაკრებსაც გააძლიერებს.

- რას იტყვი ხვიჩას ძმაზე, თორნიკეზე, რომელიც 15 წლის ასაკში გამორჩეულია და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში წარმატებულ მატჩებს ატარებს?

- სპეციალისტები ამბობენ, რომ მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, კარგი მომავალი აქვს. თუ რა დონეზე ითამაშებს, ამაზე საუბარი წინასწარ რთულია. ხვიჩაზე კარგი კარიერა ექნება თუ არა, ახლა ნუ ვისაუბრებთ, ჯერ ტრანსფერზეც საუბარიც ადრეა.

- ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთში ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ გუნდს ვერ უშველა. ისე გამოდის, საქართველოს ნაკრებშიც სასტარტოს სტაბილური წევრი არაა. მის ირგვლივ უფრო მეტი გვსურს, ამბიციური და ძლიერი გუნდი…

- ზურიკოსთვის მეც უფრო მეტი მემეტება. საოცარი სტატისტიკა ჰქონდა გუნდში, რომელიც გავარდა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. რაღაც მატჩებში თითქოს მარტოც კი „ათრევდა“ გუნდს. დავითაშვილი ლიგა 1-ის ამბიციურ გუნდშიც წარმომიდგენია და იტალიის სერია A-შიც.

ჩემთვის ზურიკო ნაკრების ძირითადის ფეხბურთელია. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. შესაძლებელია, ვილი სანიოლისგან ვიხილოთ ის, რასაც ლუის ენრიკე შემტევების შემთხვევაში აკეთებს, მათ ადგილები შეცვალონ და ზურიკო ხომ ფორვარდის პოზიციაზეც წარმატებულია. კარგია, რომ კონკურენციაა. გუნდს ის ყოველთვის დასჭირდება.

აქვე, მინდა გიორგი ლორიას წასვლას გამოვეხმაურო. ისე ღირსეულად გააცილეს, როგორც იმსახურებდა. წარმატებები მომავალ საქმიანობაში, ვიცი, რომ მწვრთნელობას აპირებს.

- ივა გელაშვილი ეროვნულ ლიგაში გამორჩეულია, მაგრამ აქაც ტრანსფერს ველით. ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთა საფეხბურთო აგენტებიც თქვენ ხართ, მათ პერსპექტივებზე რას იტყვი…

– ქართველ ფეხბურთელებს ახლა ისე უყურებენ, წასვლის შანსი ყველას აქვს, გიორგი კვერნაძე იტალიაში „თელავიდან“ გადავიყვანეთ. მამუკა ჯუღელის მეგობრები რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. ნებისმიერ გუნდს ივა გელაშვილის არყოფნა ყოველთვის ეტყობა, დაცვის ხელმძღვანელობის გამორჩეული უნარი აქვს.

ირაკლი აზაროვი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი კვერნაძე როგორც გუნდში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში გამორჩეულები არიან. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი დაესწრება.

მინდა, ჩვენს ნაკრებს წარმატება ვუსურვო. რამაზ სვანაძე საკუთარ რესურსებს კარგად იყენებს. სამწუხაროდ, დაცვაში დანაკლისი გვაქვს და იმედია, ეს არ დაგვეტყობა.

ჩვენ ფოთის „კოლხეთშიც“ ბევრ ახალგაზრდას ვუწყობთ ხელს, რათა მათ უკეთესი კარიერა ჰქონდეთ და ქვეყანას გამოადგნენ.

იყო შაშვი მგალობელი
ნაკრების კაპიტანი აუცილებლად ხვიჩა უნდა იყოს ეს თვით კაშიამ უნდა წამოაყენოს წინადადება,მრავალი მიზეზთა გამო:მენტალურად ის საუკეთესოა უნარებით საუკეთესოა, მას შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი,დაცვაშიც არ დაიზარებს და სხვებისთვის მისაბაძი მაგალითია,მთელი ქვეყანა ტელევიზორებს მიაჯაჭვა და ა.შ და ა.შ...
გიორგი
ნაკრების კაპიტნობაზე სჯობია თვითონ ნაკრების შიგნით ილაპარაკონ.
გიორგი
ეს ხვიჩა რა დაიპრივატეთ ოლმოცდაელთებმა აააა? ქოცებზე დიდი ნაცები თვით ნაცებიც რომ არ არიან ამაზე თუ გიფიქრით ოლმოცდაელთებს ააა? ხვიჩა საქართველოსია უპირველესად და არა ქოცების და ნაცების.ეგ თქვენი ქოცნაცური მეჟდუსაბოიჩიკი ხვიჩას გარეშე არკვიეთ!
გიორგი
არანაირად არ უნდა იყოს კაპიტანი აი არანაირად.ნაკრებში არის ხალხი რომელიც კაპიტნობას იმსახურებს და მიიღებს კიდეც.დარწმუნებული ვარ ხვიჩას ეს ისედაც არაფრად სჭრიდება და ყოველგვარი კაპიტნობის გარეშე საქართველოსთვის ბოლომდე დაიხარჯება.აი ეს პადხალიმბა კიდევ ნუკრიჯან ერთ ადგილას....
Pele
Ra sheni saqmea nukri
კახა
ქოცი არ შმოცი რატომ მაკადრებ ტყუილს?
დ
რა გეშველებათ ამ ქოცებს, ყველგან ნაცები რომ გელანდებათ, ნაცებით არა ხართ ამოტნილი მთელი საქოცეთი? ხვიჩას კაპიტნობას კი არ უწერენ დისლაიქებს, უბრალოდ რევიშვილის საქმე არაა, ვინ იქნება კაპიტანი, მითუმეტეს პირველად არ აკეთებს მსგავს უაზრო განცხადებას, თუმცა ამას რომ მიხვდეს ადამიანი, ერთნაოჭიანი ქოცი არ უნდა იყოს. ხვიჩა რომ საუკეთესოა, ამას არ სჭირდება თქვენი სპეკულაციები.
asd
აბა გეგონება ხვიჩას პასუხისმგებლობა არ აკლია და კიდევ დაუმატონ
ქიშო
შერკი წავიდა ლიონიდან და მგონი ზურიკო იდეალური შემცვლელი იქნება მისი. ძალიან დამწყდება გული, შემდეგი სეზონი მეორე ლიგაში რომ გაატაროს.
მამარდა-ს-ს
ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილია, ყველაზე მეტი გამარჯვება მან მოგვიტანა და ყველაზე მძიმედ ნაკრებს მამარდას არყოფნა ეტყობა. პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის მოგება და ვალენსიას რეზულტატები მე გაცილებით ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე ჩვენი ნაკრების ნებისმიერი რიგითი მატჩი.
gogi
არ არის ეთიკური ფეხბურთელის აგენტის ან მისი წარმადგენლის მხრიდან ასეთი რაღაცეების ლაპარაკი მით უფრო მოქმედი კაპიტნის პირობებში. გუნდი და მწვრთნელი თვითონ გაარკვევენ ამ ამბავს. არ არის საჭირო ეს რომის პაპზე უფრო კათოლიკეობა.
კახა
აქოთქოთდენ ნაცები,მათი ფავორიტი ხომ ქოჩორაშვილია. აქ ვინც კვარაზე დისლაიქს სვავს უმრავლესობა სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაცუკაა. აბა კვარას რატომ უნდა დაუწერო კაპიტნობაზე დისლაიქი?
ყვავ ყვარე !
რა ჩორტებს აგდებთ ვინ სად უნდა იყოს და როგორ ? და ფიქრობთ რომ ამისთვის ჩვენი ბიჭები აირევიან ? მერე დაიყოფიან ბოზი ცია - ო ბოზიცი ად და დასცხებენ ერთმანეთს ? მოეშვით მაჩვნისკარტობას თქვენი საქმე არ არის თუ ვინ იქნება და სად იქნება ნაკრებში.
ეჰჰჰა
კაშიას მერე გამზადებულია საკაპიტნოდ კიტეიშვილი და დაანებეთ თავი ფანტაზიორობას, აქამდეც ეგ უნდა ყოფილიყო კვარაცხელია არ გამოდგება ძაან ფიცხია და მოედანზე ავტორიტეტი არის არბიტრი, შეიძლება უფრო გააღიზიანოს
ჯონი
ხვიჩა არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ვინ იქნება შემდეგში გუნდის კაპიტანი სალაპარაკოც არ უნდა იყოს! ყველას დიდი პატივისცემა , მაგრამ როცა ასეთი ადამიანი არის ნაკრებში სხვები გამორიცხულია!
კახა
კვარა უნდა იყოს ნაკრების კაპიტანი,დღევანდელი ქართული ფეხბურთი(სანაკრებო) დგას ხვიჩას მხრებზე. ყველა მხრივ გამორჩეული ბიჭია. მის სათამაშო მანერებს რომ თაცი დავანებოთ,ისედაც წარმატებულია, კერძოდ: განათლებულია,ცნობადი სახეა მსოფლიოში, დიდი ავტორიტეტია .... და რა ვიცი რომელი ერთ ჩამოვთვალო...
თბილისელი
შემოაგდეს "კაპიტნობის" თემა. მეტი საფიქრალი არაფერი გაქვთ!? "დაგრუზეთ" ეხლა ფეხბურთელები! ვაი თქვენს პატრონს.
Bs
რატომ ეთანხმები? ოქროს ბურთის ლაურეატებში რომ მოწინავე პოზიციებზეა მაგიტომ? აზრზე არა ხართ რას ნიშნავს გუნდის კაპიტანი. თავის დროზე მლიქვნელობა იყო მხოლოდ მიზეზი რომ კალაძე გახდა ნაკრების კაპიტანი, მასზე უფრო მტკიცე ხასიათის და ჯიგრის ფეხბურელები იყვნენ გუნდში, არ იყო სწორი რომ რახან ორჯერ ლიგა მოიგო კაპიტანი უნდა იყოს. ქეცბაიას არ მოუგია ლიგა მაგრამ იყო სულით და გულით ლიდერი, მაგრამ მლიქვნელობა და ძმაკაცობა გახდა კალაძის არჩევის საფუძველი. ეგ არის სიმართლე. კვარას არ ჩირგზედიეტი ტვირთი მოედანზე, საქართველოს ნაკრებს არ აკლია ლიდერი ბიჭები
Bs
არ არის საჭირო მისი მოედანზე ზედმეტი ფუნქციებით დატვირთვა, მით უმეტეს არ ეტყობა ხასიათზე ის თვისებები და ძალით ნუ რევთ სიტუაციას, თანაც ნაკრებს ყავს კაპიტანი და არ არის საჭირო ზედმეტი მლიქვნელობა მდიდრების მიმართ. დიდი შემოსავალი და ვარსკვლავური თამაში არ არის კაპიტნის თვისება, სხვა თვისებებია საჭირო, აცადეთ ხვიჩას ფეხბურთის თამაში, რას ,,ჩორტაობთ"
ბს
აცადეთ ხვიჩას ფეხბურთის თამაში, ნაკრებში არიან ბუნებრივი ლიდერები და მაგ თემას მიხედავენ როგორმე რეხვიაშვილის ჩარევის გარეშე
Bs
მაგარი ცუდი თემა წამოწიეთ, ეს ნუკრია ადრეც იძახდა მაგას და ახლა განგებ ათქმევინა ჟურნალისტმა. მსოფლიო ვარსკვლავი არ ნიშნავს რომ მისი სიტყვა უფრო ზოგადია ვიდრე მაგალითად მამარდაშვილის ან კიტეიშვილის ან დვალის ანაც ჩაკვეტაძის. ამას გუნდი გადაწყვეტს და თქვენ ჩემს კომენტარებს ამ თემაზე რომ არ აქვეყნებთ მხოლოდ გუნდში დაძაბულობის შემტანი კომენტარებს აქვეყნებთ .
zura 222
კაპიტანი ჯობია რო იყოს ირაკლი აზაროვი, კარგი ბიჭია ჭკვიანი განათლევული და ავტორიტეტი აქვს მაღალი, მეტი რაარი საჭირო
დიმო
ვეთანხმები ხვიჩა უნდა იყოს ნაკრების კაპიტანი.
სიმართლე
ყველა ნაკრებში სადაც არუნდა ყოფილიყო კვარაცხელია კაშიას შემდეგ აუცილებლად კაპიტანი იქნებოდა საქართველოს გარდა!!!!

არ უნდა ცუდად გამოუვიდეს,მაგრამ მაინც ცუდად გამოუვიდა.ამაზე ლაპარაკის დაწყებამაც კი შესაძლოა გუნდზე ცუდად იმოქმედოს.გურამ კაშია ჯერ კიდევ ნაკრებში თამაშობს,მწვრთნელის ლიცენზიაც აქვს და მწვრთნელისათვის ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა,როგორც მარჯვენა ხელი კი არა,როგორც კიდევ ერთი,მესამე ხელი ისეა.უდიდესი პროფესიონალია და ყოველი ფეხბურთელი მისგან ბევრს ისწავლის.ის ხომ მოედანზე მწვრთნელის თვალითაც აფასებს ვითარებას.ისედაც დაცვის ხელმძღვანელია და გუნდის მართვა ეხერხება.გუნდში დალაგებული სიტუაციაა და რაღაცა პირადი ამბიციების შეტანამ,საეჭვოა შიგა კლიმატი კიდევ უკეთესი გახადოს.კვარა ისედაც ლიდერია და დამატებითი სიგელ გუჯრები არაფერში სჭირდება.ასევე მამარდაც.როცა დრო მოვა,ვინც მწვრთნელი იქნება,ის გადაწყვეტს,ვინ გახდეს,მომდევნო კაპიტანი.დღევანდელ ნაკრებში ისეთი ბიჭები თამაშობენ,ერთბაშად რამდენიმეს შეუძლია კაპიტნობა გასწიოს და თანაც კარგი კაპიტნობა.როცა დრო მოვა!ეს არის მთავარი.
DVB
მეკარეების კაპიტნად არჩევას ერიდება ყველა გუნდი, FIFA-ს ახალი წესების (მსაჯთან კამათი თუ საუბარი მხოლოდ კაპიტანს შეუძლია) და მაგ მოტივით. მეკარემ წინ და უკან რომ არ ირბინოს ყოველ ჯერზე.
მამარდა-ს
რას გიხდის ასეთს მამარდაშვილი ხვიჩას დონეზე რომ აგყავს..ხვიჩა მსოფლიო ვარსკვლავია.მამარდაშვილი ვალენსიას ერთჯერადი…მხოლოდ ხვიჩა
მამარდა
მამარდა უნდა იყოს ჩემი აზრით. უფრო ჩამოყალიბებული პიროვნება მგონი და თან არანაკლები ვარსკვლავი
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
მორიგი ტრიუმფისთვის? - კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა
კვეკვესკირმა უნგრული გუნდი დატოვა
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
მიქაუტაძის გუნდს ახალი მეკარე ეყოლება
U21 | პოლონეთთან სასტარტო მატჩის წინ - რა ითქვა პრესკონფერენციაზე?
"სიტიმ" "ლიონისგან" შერკი შეიძინა
დაიმსახურეს - კაპაძეს და უზბეკეთის ნაკრების ფეხბურთელებს ავტომობილები აჩუქეს
ნუკრი რევიშვილი: ხვიჩა ნაკრების კაპიტანი უნდა იყოს!
კვეკვესკირმა უნგრული გუნდი დატოვა
სიტუაცია რთულია - იტალიის ნაკრებს შეიძლება სათავეში გატუზო ჩაუდგეს
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი - "ატლეტიკომ" მუსო გამოისყიდა
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს - "ბრეშას" სერიოზული პრობლემები აქვს
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი "არსენალმა" "კრუზეიროში" გაასხვისა
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის