სექტემბრის დასაწყისში "შავი ლომი" იტალიურ ტურნეზე გაემგზავრება და ადგილობრივ ფრენჩაიზებთან - "ძებრესა" და ‘ბენეტონთან’ ამხანაგურ თამაშებს გამართავს.

"ძებრე" და "ბენეტონი", ირლანდიურ, უელსურ, შოტლანდიურ და სამხრეთაფრიკულ კლუბებთან ერთად რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში თამაშობენ, რომელში მოხვედრაც "შავი ლომის" უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

"ძებრესთან" პარმაში

პირველი თამაში 6 სექტემბერს "ძებრესთან" პარმაში, "სერჯიო ლანფრაკიზე" გვექნება, რომელიც ამ გუნდის საშინაო არენაა და 5 ათას მაყურებელს იტევს. "ძებრეს" წინამორბედი წვეული გუნდი 1973 წელს დაარსდა, 1997 წელს დაიშალა, 2012 წლის ივნისში კი უკვე იტალიის რაგბის ფედერაციის პატრონაჟით, პროფესიონალური ფრენჩაიზის სახით აღდგა და იმავე წელს რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში (იმხანად პრო12, მოგვიანებით პრო14) და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასი) ჩაერთო.

"ძებრე" იტალიის 4 რეგიონს აერთიანებს - ემილიო-რომანი, ლიგურია, ლომბარდია და პიემონტი, რომელიც რამდენიმე სარაგბო კლუბს და 10-ათასობით მოთამაშეს მოიცავს.

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბოლო სეზონში "ძებრემ" 18-იდან 5 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 29 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილი დაიკავა. 2012 წლიდან დღემდე, მან 3-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა თასზე, 10 სეზონი კი ჩელენჯ თასზე გაატარა, სადაც ორჯერ გადალახა ჯგუფური ეტაპი.

"ბენეტონთან" ტრევიზოში

12 სექტემბერს იტალიის პირველ ფრენჩაიზს, ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდ "ბენეტონს" ტრევიზოში, "კომუნალე დი მონიგოზე" ვერკინებით, რომელიც ასევე 5 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი.

"ბენეტონი" 1932 წელს დაარსდა და თავდაპირველად იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა. 1995 წლიდან ის პროფესიონალურ გუნდად იქცა და 2010 წლამდე იტალიის ჩემპიონატში დომინირებდა. დაარსების დღიდან 2010 წლამდე გუნდმა 15-ჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული, საიდანაც 10 1997-2010 წლების პერიოდზე მოდის.

1995 წლიდან "ბენეტონი" ჩემპიონთა თასში (იმჟამად ჰეინეკენის თასი) ჩაერთო, 2010 წლიდან კი იტალიის ჩემპიონატი დატოვა და მას შემდეგ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში გამოდის, სადაც ორჯერ დაიკავა მე-7 ადგილი. გასულ სეზონში გუნდმა 18-იდან 9 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 46 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა და 2 ქულა დააკლდა მეოთხედფინალში გასვლამდე. ჩემპიონთა თასის გასულ სეზონში "ბენეტონმა" ჯგუფური ეტაპი გადალახა და მე-16-ედ ფინალში "კასტრთან" 37:39 დამარცხდა.

ევროთასებზე, კერძოდ ჩელენჯ თასზე, "ბენეტონს" საუკეთესო შედეგი 2022-23 და 2023-24 წლების სეზონებში ჰქონდა. ორივე შემთხვევაში მას ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ნახევარფინალში ჯერ ფრანგულ "ტულონთან" (0:23), მერე კი ინგლისურ "გლოსთერთან" (23:40) დამარცხდა.

Rugby.ge

ბს
საინტერესო ამბებია! წარმატებები ლომებო!
ზურაბ
ისევ უარს გვეუბნებიან ლიგაში მიღებაზე და მასხრად გვიგდებენ. ჩვენი ფედერაცია როგორც ამბობდა, იმიტომ დავუჭირეთ მხარი ამ სეგრეგაციულ პროექტს ( ერთა ლიგის) სხვა გზა არ გვქონდაო და რაღაცის გადმოგდებას დაგვპირდნენო. ეს გადმოგდება იყო ოცების 6 ერში შეყვანა და შავი ლომის გაერთიანებულ ლიგაში. რა ვერ დავიმსახურეთ ვერაფერში ამ კოლონისტების მოწნება. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვეაჯოთ, ვევედროთ, ცალ ფეხზე ვიხტუნაოთ? რასაც პოლიტიკაში გვიკეთებდნენ იგივეს გვიკეთებენ აქც და ჩვენ უბედნიერესები უნდა ვიყოთ, რომ თურმე ამხანაგურს გვეთამაშება ინგლისის ოცამდე გუნდი ან ძებრეს და ედინბურგის დუბლი. მაგ სიმართლით იარეთ და ისე იწვალეთ, როგორც ისედაც ნაწვალებ და გაუბედურებულ ქართველ გულშემატკივარს აწამებთ თქვე უნამუსოებო
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა